FM97.5 / LIVE

მესხეთის თეატრში ლიეტუველი რეჟისორის სპექტაკლის პრემიერა გაიმართება [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.05.2019
ლიეტუველი რეჟისორი ლინას მარიუს ზაიკაუსკასი, მესხეთის თეტრის ექვსი მსახიობის მონაწილეობით, სპექტაკლს „მოპარულ ბედნიერებას“ დგამს. პრემიერა სამ და ოთხ მაისს, მესხეთის დრამატული თეატრის სცენაზე გაიმართება.

მესხეთის თეატრში ლიეტუველი რეჟისორის  სპექტაკლის პრემიერა გაიმართება [ფოტო/ვიდეო]
უკრაინელი მწერლის, ივან ფრანკოს "მოპარული ბედნიერება" არის სიყვარულის ისტორია, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო, ვერ შედგა. თუმცა, წლების შემდეგ ამ გრძნობამ ახალი ძალით იფეთქა და მსხვერპლიც მოითხოვა. მოქმედება მე–19 საუკუნეში, ერთ პატარა სოფელში ხდება.

პრემიერა მესხეთის დრამატულ თეატრში ხვალ, სამ მაისს, 19:00 საათზე დაიწყება.

„სპექტაკლი სიყვარულზეა, იმაზეა რომ არ შეიძლება ვინმეს მოპარო ნახევარი ანუ სიყვარული. შურისძიება ეს საშინელი რამაა. ამ შემთხვევაში მხოლოდ ის ადამინები კი არ ხდებიან უბედურები, ვისაც სიყვარული მოპარეს, არამედ ისინიც, ვისაც სამაგიეროს გადაუხდიან და ამით უბედური ხდება მთელი საზოგადოება“,–ამბობს ზაიკაუსკასი.

ლინას ზაიკაუსკასი ახალციხეში პირველადაა. მესხეთის დრამატულ თეატრში სპექტაკლის დადგმა თეატრის დირექტორისა და სამხატვრო ხელმძღვანელის თხოვნის შემდეგ გადაწყვიტა: „ოთხი აპრილიდან უკვე აქ ვარ, და აქტიურად ვმუშაობ მსახიობებთან ერთად. ეს ჩემი 110–ე სპექტაკლია“.

რეჟისორი იმედოვნებს, რომ ახალციხელი მაყურებელი კმაყოფილი დარჩება.

„ჩვენ უნდა ვიყოთ მომთხოვნები საკუთარი თავის მიმართ, იმიტომ რომ ჩვენ ვყიდით სპექტაკლს, ამიტომ საჭიროა რომ შევქმნათ მაქსიმალურად კარგი პროდუქტი, რომ ვიყოთ მართლები ჩვენი თავის და ხალხის წინაშე“.



სპექტაკლში ექვსი მსახიობი თამაშობს, ერთ– ერთი მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ლიაკო გოგიძეა. მისი თქმით, კარიერის მანძლზე ყველაზე რთული როლის შესრულება მოუწევს.

„მე ვთამაშობ ახალგაზრდა გოგოს, ანას როლს, რომელსაც საკმაოდ რთული ცხოვრება აქვს. ჩემთვის საკმაოდ რთული სათამაშო სპექტაკლია, ორი საათის განმავლობაში გრძელდება და სცენიდან თითქმის არ გავდივარ“, – ამბობს მსახიობი.
ლიეტუველი რეჟისორი საქართველოს პრემიერის დასრულების შემდეგ დატოვებს.

მესხეთის თეატრში ლიეტუველი რეჟისორის  სპექტაკლის პრემიერა გაიმართება [ფოტო/ვიდეო]

მესხეთის თეატრში ლიეტუველი რეჟისორის  სპექტაკლის პრემიერა გაიმართება [ფოტო/ვიდეო]

[მარიამ ბარძიმაძე, ნანა ინასარიძე, ახალციხე]


14.05.2019 ახალციხის სამუსიკო სკოლის მოსწავლემ გრან-პრი მოიპოვა

13.05.2019 მიხეილ ბატიაშვილი: სექტემბრიდან მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება

13.05.2019 პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

13.05.2019 ვინ ისარგებლებს უნივერსიტეტში სტუდენტური შეღავათებითა და წახალისებით

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.05.2019 ვარძიაში ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა

18.05.2019 ‘ტროტუარზე მოძრაობა არ უნდა შეიზღუდოს’– რა შემთხვევაში დაჯარიმდება მაღაზიის მფლობელი

18.05.2019 ეროვნული სამოსის დღე ახალციხეში [ფოტო]

18.05.2019 არჩევნებთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

მესხეთის თეატრში პრემიერა გაიმართება
'გადაგდებული პორტრეტი' – პრემიერა მესხეთის თეატრში
„ყვარყვარე“ - პრემიერა მესხეთის თეატრში
მეოთხე პრემიერა მესხეთის თეატრში
მესხეთის თეატრში პრემიერა გაიმართება
მესხეთის თეატრში ახალი სეზონი იხსნება
ხვალ მესხეთის თეატრში სეზონი იხსნება