FM97.5 / LIVE

ახალციხის ბაზარში მდებარე სასაკლაო მეოთხედ დააჯარიმეს

მთავარისიახლე, სამართალი 02.05.2019
სასამართლომ, ახალციხის ბაზარში არსებული შპს "ირქა", სასაკლაოს სალექარებიდან გამოსული წყლით მდინარე ფოცხოვის დაბინძურების გამო, 1000 ლარით დააჯარიმა.

ახალციხის ბაზარში მდებარე სასაკლაო მეოთხედ დააჯარიმეს

სასაკლაოს სალექარებიდან აღებულ წყლის ანალიზში ჩანს, რომ შეწონილი ნაწილაკები დაშვებულ ნორმას დაახლოებით 12–ჯერ აღემატება. ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს „ირქა“ 25 მარტს დაჯარიმდა.

„ სასაკლაოს სალექარებიდან გამოსული დაბინძურებული წყლებით მდინარის დაბინძურების, მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების და სახიფათო ნარჩენების ზედაპირულ წყლებში ჩაშვების გამო, შპს „ირქას“ შეუდგინეს ოქმი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე მუხლის -1 ნაწილით, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლის მე-7-ე ნაწილით და 36-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების გამო“, – აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

2016 წლიდან დღემდე შპს „ირქა“ ჯამში ოთხჯერ დაჯარიმდა.

„შპს "ირქას" მიმართ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს 2016 წელს აქვს შედგენილი ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58–ე მუხლის პირველი ნაწილითა და ნარჩენების მართვის კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2017 წელს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58 მუხლის მეოთხე ნაწილით, ხოლო 2018 წელს ნარჩენების მართვის კოდექსის 33-ე მუხლის მეორე ნაწილით. თითოეულ ფაქტზე შპს "ირქა" სასამართლომ 500-500 ლარით დააჯარიმა“, – გვწერენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოდან.

სავაჭრო ცენტრ „ახალციხეს“მენეჯერი ვახტანგ ქართველიშვილის განცხადებით სასაკლაოდან სისხლიანი წყალი მაშინ გადის, როცა ბევრი სული იკვლება, ამ დროს ფილტრები წყლის გაწმენდას ვეღარ ასწრებენ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ბაზარში სასაკლაოს მდინარის დაბინძურებისთვის მეოთხედ დააჯარიმებენ
ახალციხის ბაზარში სასაკლაო ფეკალიებით გარემოს  დაბინძურებისთვის მეორედ დააჯარიმეს
ახალციხის ბაზარში სასაკლაო გარემოს ფეკალური მასებით აბინძურებს
სასამართლომ ახალციხის ბაზარში მოქმედი სასაკლაო დააჯარიმა
ახალციხის ბაზარში, სასაკლაოზე დაკლული საქონლის სისხლი მდინარეში ჩადის [Video]
გარემოს დანაგვიანებისთვის სამცხე–ჯავახეთში 278 პირია დაჯარიმებული
სამცხე–ჯავახეთში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 18 ფაქტი გამოვლინდა