FM97.5 / LIVE

ადიგენში, ავარიის დროს დაშავებული 2 წლის ბავშვი თბილისში გადაიყვანეს

მთავარისიახლე, სამართალი 02.05.2019
ადიგენში, სოფელ ბენარასთან ავტოსაგაზო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩებიან. ხუთიდან სამი ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოშია, ერთი კლინიკა „იმედში“ მკურნალობს. ორი წლის ბავშვი კი, რომელმაც თავის ტრამვა მიიღო იაშვილის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადიგენში, ავარიის დროს დაშავებული 2 წლის ბავშვი თბილისში გადაიყვანეს

29 აპრილს, საღამოს სოფელ ბენარასთან „ჟიგულის“ და მერსედესის“ მარკის ავტომობილების შეჯახების შედეგად ხუთი მგზავრი დაშავდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი. ოთხი დაშავებული „ჟიგულში“ იჯდა, ხოლო ერთი მერსედესში“. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ოთხი მათგანი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ერთი კი კლინიკა „იმედში“.

„ორ მცირეწლოვანს დაზიანება თავის არეში აქვს, აქედან ერთი კატასტროფის ჯგუფმა თბილისში გადაიყვანა, მეორე პატარას თავის ტვინის შერყევა აქვს და ის ჩვენს კლინიკაშია. ტვინის შერყევა აქვს შუახნის კაცსაც, ქალს კი ფეხზე ოპერაცია გავუკეთეთ. სამივე დაშავებული კლინიკაში რჩება“, – აცხადებენ ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში.

მკურნალობას განაგრძობს კლინიკა „იმედში“ მყოფი კიდევ ერთი დაშავებული: „ფეხზე ოპერაცია გავუკეთეთ, ხვალ გაეწერება ბინაზე“, – აცხადებენ კლინიკაში.

„მერსედესის“ მძღოლი სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომელია. იგი ვარხნის მკვიდრია. როგორც "სამხრეთის კარიბჭესთან" ფაქტის თვითმხილველი ჰყვება, პოლიციის თანმშრომელი თავისი კუთვნილი მანქანით 29 აპრილს სასაფლაოდან შინ ბრუნდება და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.

შსს მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით იძიებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

[sknews.ge]


14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

11.10.2019 ბორჯომში სკოლა 58–მა მასწავლებელმა დატოვა

07.10.2019 პენსიონერი მასწავლებლები ახალციხის მერიამ დაასაჩუქრა [ფოტო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.10.2019 რამდენმა მასწავლებელმა დატოვა სკოლა სამცხე–ჯავახეთში?

15.10.2019 ცხაურის გარეშე დარჩენილი სანიაღვრე არხი ახალციხეში [ფოტო]

15.10.2019 ახალციხეში ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს ®

15.10.2019 აწყვიტაში ლოდების ჩამოცვენის საკითხს მერია სწავლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა თბილისში გადაიყვანეს
ადიგენში მომხდარი ავარიის დროს, საჭესთან საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იჯდა
აწყურთან ავარიისას დაშავებული  ორი  პაციენტი საავადმყოფოდან გაეწერა
ერთი გარდაცვლილი და სამი დაშავებული - ავარია ახალციხე-აბასთუმნის გზაზე
აწყურთან ავარიის შედეგად დაშავებული სამი პაციენტი გვიან ღამით თბილისში გადაიყვანეს
ავარიის შედეგად დაშავებული 8 ადამიანიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა
ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს