FM97.5 / LIVE

რელიგიის სააგენტომ სამცხე–ჯავახეთში რეგიონული წარმომადგენელი დანიშნა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 02.05.2019
რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტომ, სამცხე–ჯავახეთში რეგიონული წარმომადგენლობა შექმნა. მისი ხელმძღვანელი ისტორიკოსი ელვარდ ზაზაძე იქნება.

რელიგიის სააგენტომ სამცხე–ჯავახეთში რეგიონული წარმომადგენელი დანიშნა

რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე, რეგიონული წარმომადგენლობის შექმნის შესახებ, სამცხე-ჯავახეთში არსებული რელიგიური კონფესიებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს დღეს, ორ მაისს ესაუბრა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, წარმომადგენლობაში მხოლოდ ერთი ადამიანი იქნება, რომელიც რელიგიურ ორგანიზაციებსა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაციისთვის იმუშავებს. სააგენტოს წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთში ისტორიკოსი ელვარდ ზაზაძე იქნება, ვაშაყმაძის განმარტებით, იგი რეგიონისა და მისი ისტორიის ცოდნის შესაბამისად შეირჩა.

"ადგილობრივი მკვიდრია, აქვს პედაგოგიური გამოცდილება, მუშაობდა არქივში, სამხარეო მუზეუმში ერთ–ერთი წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი იყო, ამის გათვალისწინებით გადავწყვიტეთ, რომ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ყოფილიყო და ემუშავა ადგილობრივ რელიგიურ კონფესიებთან, რაშიც სრული მხარდაჭერა ექნება. მან რელიგიური კონფესიების პრობლემები თუ საკითხები ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებამდე უნდა მიიტანოს", – განაცხადა რელიგიის საქმეთა სააგენტოს ხელმძღვნალემა ზაზა ვაშაყმაძემ.

რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს რეგიონული წარმომადგენელობის ოფისი, ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსდება.
ახლად დანიშნული რეგიონული წარმომადგენელი, ელვარდ ზაზაძე ამბობს, რომ ადგილობრივ კონფესიებთან შეხვედრები უკვე დაწყებული აქვს: "მე ვიქნები ხიდი, ადგილობრივ უმცირესობებსა და ხელისუფლებას შორის, ყველა იმ საკითხს თუ პრობლემას მივიტან ხელისუფლებამდე, რაც მათ აინტერესებს და დავეხმარები მათ მოგვარებაში".

რელიგიურ საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს, რეგიონული წარმომადგენლობები უკვე შექმნილი აქვს ქვემო ქართლსა და აჭარაში.

რელიგიის სააგენტომ სამცხე–ჯავახეთში რეგიონული წარმომადგენელი დანიშნა

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


20.08.2019 ჯილდოს მიღების მსურველი პედაგოგებისთვის განცხადების შეტანის ვადა იწურება

19.08.2019 მასწავლებელთა გამოცდის შედეგები და გასაჩივრების ვადები ცნობილია

16.08.2019 სამაგისტრო გამოცდის შედეგები ცნობილია

16.08.2019 ახალციხელი სოფიო ტაბატაძე ლიეტუვაში სრული დაფინანსებით ისწავლის

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.08.2019 სოციალური მუშაკი: ‘ტყემლანაში მცხოვრები ოჯახიდან ბავშვების წამოყვანას არ ვგეგმავთ’

20.08.2019 ბორჯომ–ხარაგაულის პარკში საფეხმავლო ხიდებს მოაწყობენ

20.08.2019 სამოქალაქო ინიციატივებისთვის ხმის მიცემის პროცესი დაიწყო

20.08.2019 ‘თორი-დინამო’ - ბორჯომში რეგიონული ლიგა განახლდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

კვირის აქცენტი: რელიგიური კონფესიები სამცხე–ჯავხეთში [ვიდეო]
ზაზა ვაშაყმაძე მოხეში სასულიერო პირებს შეხვდა
საქართველოში რელიგიური რუკები შეიქმნა
ადიგენში სასაფლაოს  საკითხს რელიგიის სააგენტო განიხილავს
ადიგენიდან სამი მეჩეთი სარგებლობის უფლებით მუსლიმთა სამმართველოს გადაეცა
ოთხ რელიგიურ კონფესიას დაფინანსება გაუორმაგდა
ტარიელ ნაკაიძე  ზაზა ვაშაყმაძის  პასუხისმგებლობის საკითხის  დაყენებას ითხოვს