FM97.5 / LIVE

ახალციხეში მძლეოსნობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.05.2019
ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, მძლეოსნობაში ახალციხის ღია პირველობაზე ჩემპიონატი გაიმართა.

ახალციხეში მძლეოსნობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა

მძლეოსნობის ტურნირში მონაწილეობა სომხეთისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულმა სპორტსმენებმა მიიღეს. შეჯიბრი სხვადასხვა მანძილზე რბენაში, სიგრძეზე ხტომასა და ბირთვის კვრაში გაიმართა.

საბოლოოდ, გამარჯვებულები და პრიზიორები 20 კატეგორიაში გამოვლინდნენ. მათ სერთიფიკატები , მედლები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

ტურნირში ახალციხელმა მძლეოსნებმა 16 საპრიზო ადგილი დაიკავეს. ასევე 5 ოქროს, 7 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
I ადგილი და ოქროს მედლები მოიპოვეს: ახალციხელმა მძლეოსნებმა მინდია ენდელაძემ (500 მეტრზე რბენა), ვლადიმერ შუშანიანმა (88 მეტრზე რბენა ბიჭებში), მარიამ კაპანაძემ (1200 მეტრზე რბენა), ჟორჟიკ მანველიანმა (1500 მეტრზე რბენა უფროსი ბიჭები) და დერენიკ არზუმანიანმა (2 კილომეტრზე რბენა ბიჭებში).

II საპრიზო ადგილებისა და ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ: მარიამ ზედგინიძე (800 მეტრზე რბენა გოგონებში), არსენ იშხანიანი (800 მეტრზე რბენა ბიჭებში), გაიანე უსტიანი (1500 მეტრზე რბენა უფროს გოგონებში), ჰასმიკ მარქარიანი (1600 მეტრზე რბენა გოგონებში), მარიამ ენდელაძე ( 2 კილომეტრზე რბენა გოგონებში) და არსენ იშხანიანი (2 კილომეტრზე რბენა ბიჭებში). II ადგილი და ვერცხლის მედალი მოიპოვა ირინა მიკიტიუკმაც სიგრძეზე ხტომაში.

III ადგილზე გავიდნენ და ბრინჯაოს მედლები მიიღეს შალვა ლეკიშვილმა (100 მეტრზე რბენა), ანუკი ენდელაძემ (800 მეტრზე რბენა), მათევოს მზიკიანმა (2 კილომეტრზე რბენა ბიჭებში) და ანუკი ენდელაძემ (2 კილომეტრზე რბენა გოგონებში).

ამანათრბენში (4 X 200) კი, რომელშიც ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ, გაიმარჯვება მოიპოვეს მე-3 საჯარო სკოლამ (I ადგილი), მე-5 საჯარო სკოლამ (II ადგილი) და წყრუთის საჯარო სკოლამ (III ადგილი).

შეჯიბრი ახალციხის მძლეოსნობის სპორტული კლუბის ორგანიზებითა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. ტურნირს საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ახალციხეში მძლეოსნობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა

[sknews.ge]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

ახალციხელმა მძლეოსნებმა 9 ოქროს მედალი მოიპოვეს
ახალციხელი მძლეოსნები ტურნირიდან ათი მედლით დაბრუნდნენ
მძლეოსნობის რესპუბლიკური ჩემპიონატი  ახალციხეში
პირველი ადგილი 400 მეტრზე გარბენში–მინდია ენდელაძის წარმატება ბაქოში
ახალციხელმა მძლეოსანმა ბაქოში ორი ოქროს მედალი მოიპოვა
ახალციხემ მძლეოსნობის ღია ჩემპიონატს უმასპინძლა
ახალციხელმა სპორტსმენებმა კიკბოქსინგში 2 ოქროს და 4 ვერცხლის მედალი აიღეს