FM97.5 / LIVE

ახალციხეში კრივის მწვრთნელს აღსრულების ბიურომ დარბაზი დააცლევინა

მთავარისიახლე, სამართალი 01.05.2019
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ახალციხის მესამე საჯარო სკოლაში კრივის მწვრთნელს, გევორქ შუშანიანს სპორტული დარბაზი დააცლევინა. კრივისთვის საჭირო ინვენტარი დაწესებულების ეზოში გამოიტანეს.

ახალციხეში კრივის მწვრთნელს აღსრულების ბიურომ დარბაზი დააცლევინა

ახალციხის მესამე საჯარო სკოლის სპორტის დარბაზი კრივის ინვენტარისგან დღეს, პირველ მაისს დაცალეს.

ერთ თვიანი ვადა, რომელიც მწვრთნელს, გევორქ შუშანიანს, ნებართვის გარეშე დაკავებული დარბაზის დასაცლელად ბიურომ მისცა, სწორედ დღეს ამოიწურა.

„გავიდა ის მოცემული ვადა, მაგრამ სკოლის დირექტორმა მითხრა, რომ შეგვეძლო ეს ინვენტარი დარბაზში დაგვეტოვებინა და ბავშვებს ვარჯიში გაეგრძელებინათ. შეიძლება ითქვას, რომ მან მოგვატყუა. ახლა არ ვიცი სად უნდა წავიღო ეს ინვენტარი ან საერთოდ სად უნდა წავიდეთ“, – ამბობს კრივის მწვრთნელი გევორქ შუშანიანი.

აღნიშნულზე, ახალციხის მესამე სკოლის დირექტორი სუსანა აკოპოვა „სამხრეთის კარიბჭესთან“ კომენტარს არ აკეთებს.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში კი ამბობენ, რომ ერთ თვიანი ვადის გასვლის შემედეგ, გევორქ შუშანიანს კვლავ დროის გახანგრძლივება სურდა, თუმცა ვადა აღარ გაუგრძელეს.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მესამე სკოლაში კრივის მწვრთნელს სკოლის საკუთრებაში არსებული სპორტის დარბაზი უკვე წელიწადზე მეტია ნებართვის გარეშე უკავია. პირველ აპრილს, მას დარბაზის დაცლა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მოსთხოვა, რის გამოც 40 მოსწავლე სავარჯიშო სივრცის გარეშე რჩება.

ქალაქში თავისუფალი ფართის მოძიების მიზნით, შუშანიანმა ახალციხის მერს ზაზა მელიქიძესაც მიმართა.

ახალციხეში კრივის მწვრთნელს აღსრულების ბიურომ დარბაზი დააცლევინა

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში აღსრულების ბიურო კრივის მწვრთნელს მესამე სკოლის დარბაზს ატოვებინებს
’40-მდე მოსწავლით გარეთ ვრჩები’– ახალციხეში მოკრივეებისთვის სავარჯიშო ადგილი ვერ გამოინახა
ახალი ამბები - 2 მაისი [აუდიო]
ახალციხეში კრივის ჩემპიონატი გაიმართა
ახალციხეში კრივის საქალაქთაშორისო ტურნირი გაიმართა [ფოტო]
ახალი ამბები – 2 აპრილი [Audio]
78 წელი სპორტის სამსახურში