FM97.5 / LIVE

ქართველ მუსლიმთა კავშირი ჭელაში მომხდარის გამოძიებას ითხოვს

მთავარისაზოგადოება 31.08.2013
ქართველ მუსლიმთა კავშირი, ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას გამოძიების დაწყებას, პრემიერ-მინისტრს კი პოზიციის დაფიქსირებას და გამოძიების პირად კონტროლზე აყვანას სთხოვს.

ქართველ მუსლიმთა კავშირი ჭელაში მომხდარის გამოძიებას ითხოვს
სოფელ ჭელაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ქართველ მუსლიმთა კავშირმა ფეისბუქის გვერდზე განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ქართველ მუსლიმთა კავშირის სახელით, მინდა კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარება გამოვთქვა, იმ შემაშფოთებელ ფაქტთან დაკავშირებით, რაც მოხდა ადიგენის რაიონის სოფ. ჭელაში მინარეთის ბარბაროსული მეთოდებით აღების თაობაზე. სამწუხაროა ისიც, რომ დღემდე უცნობია საზოგადოებისთვის თუ ვისი მხრიდან იყო გაცემული ბრძანება ასეთი „გრანდიოზული“ სპეცოპერაციის შესახებ. სახელისუფლებო ორგანოებში ოპოზიცია პოზიციის, პოზიცია კი ოპოზიციისაკენ იშვერს თითს. ამათი ურთიერთბრალდებების ფონზე ხელისუფლება არ ფიქრობს ჩვენი მუსლიმი მრევლის უფლებების დაცვას.

ჩვენ მუსლიმი მრევლი დავრჩით ყოვლად შეურაცხყოფილი მიღებული გადაწყვეტილებების გამო. ჯერ იყო და უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენეს ჩვენს წმინდა სამლოცველოს, რომელსაც მოჰკვეთეს მარჯვენა ბარბაროსული მეთოდებით: ვერტმფრენის თანმხლებით, ავტომატების სროლით,ხალხზე ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფის მიყენებით, დაპატიმრებით, არასწორი სასამართლო განაჩენებითა და უსამართლოდ დაკისრებული ფულადი ჯარიმის სახით. თითქოსდა ყველაფერში მუსლიმი მრევლი ყოფილა დამნაშავე.

ამ სპეცოპერაციას ხელისუფლება პროვოკაციას და მათ წინააღმდეგ დაგეგმილს უწოდებს, თუ ამაში გულწრფელები არიან მაშინ რატომ არ სჯიან პროვოკატორებს და სპეცოპერაციის ორგანიზატორებს? ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ საქართველოს მოსახლეობა, რომ თითქოსდა მინარეთი იყო არაკანონიერი გზით შემოტანილი, არასწორად მოხდა მისი განბაჟება და ამიტომ მოხდა მისი დემონტაჟი. ამაში სადაო მათ კი არა ჩვენ გვაქვს, ნუთუ ჩვენ შევუშალეთ მებაჟეებს კონსტრუქციის განბაჟებაში ხელი? თითქოსდა ექსპერტიზის ჩატარების მიზნით მოხდა მინარეთის აღება, სასაცილოა, დაახლოებით 2–3 ტონამდე წონის რკინის კონსტრუქციის დათვაალიერება და შემოწმება ადგილზე ვერ მოხდებოდა? მაგრამ მათ სამიზნე არა მინარეთი, არამედ მუსლიმთა წელში გატეხვა იყო.

უხილავი შავი ძალების მიზანი იყო დესტაბილიზაცია, დაპირისპირების გამოწვევა მუსლიმ და ქრისტიან მრევლს შორის, რაც მუსლიმთა წინამძღვრების მხრიდან თავიანთი მრევლის მიმართ დროული ახსნა განმარტებით იქნა აღკვეთილი.

ქართველ მუსლიმთა კავშირი ჭელაში მომხდარის გამოძიებას ითხოვსჩვენ მუსლიმთა წინამძღოლები და ჩვენი მრევლი უკმაყოფილებას გამოვთქვამთ მინარეთის ამ ფორმით დაბრუნებაზე. მინარეთი არ დაუბრუნებიათ ჩვენთვის, იგი იმყოფება სოფელ ჭელადან 1,5 კმ–ში დაპატიმრებული. მას იცავს პოლიცია თითქოს იმის გამო, რომ არავინ მიაყენოს შეურაცყოფა, ან არ განადგურდეს. სინამდვილეში მუსლიმებმა რომ არ აიღონ და არ დაამონტაჟონ თავის ადგილზე ამის გამო ხდება მისი დაცვა.

ჩვენ არ ვუპირისპირებით და არასდროს დავუპირისპირდებით არამუსლიმ მოსახლეობას, მათაც მივმართავ გამოიჩინონ გონიერება და არ დაგვიპირისპირდნენ ჩვენ. გავრცელდა არასწორი ინფორმაცია თითქოსდა საპატრიარქოში მოხდა შეთანხმება მინარეთის არ აღდგენასთან დაკავშირებით. ჩვენი მხრიდან ასეთ შეთანხმებას არ ჰქონია ადგილი, მაგრამ ჩვენთვის უცნობია რატომ გაავრცელეს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა ეს განცხადება. საქართველოს კონსტიტუციდან გამომდინარე არცერთი აღმსარებლობა არაა ვალდებული შეუთნახმდეს სხვა აღმსარებელს ააგოს თუ არა თავისი სამლოცველო. ეს პრეროგატივა სახელმწიფოს ეკუთვნის. ჩვენზე მონიჭებული უფლების აღსრულებაში ხელშეწყობას სახელმწიფოსგან მოვითხოვთ.

ქართველ მუსლიმთა კავშირი უდიდეს მადლობას უხდის არასამთავრობო და უფლებადამცველ ორგანიზაციებს, რელიგიურ უმცირესობებს, სახალხო დამცველის აპარატს,რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს და ყველა იმ მართლმადიდებელს, ვინც ობიექტურად შეაფასა ეს უხამსი მოვლენა და დაგვიდგა გვერდში.

სინანულით მინდა მივმართო ყველა იმ პირს მათ შორის ზოგიერთ მინისტრებს, რომელთა განცხადებები იყო ასეთი მღელვარების დროს პირდაპირ ცეცხლზე ნავთის დასხმა, თავი შეიკავონ ადამიანთა უფლებების შემლახველი განცხადებებისგან. ვთხოვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას, დროულად გამოიძიოს მომხდარი, რათა ქვეყანაში აღდგენილი იქნას სამართლიანობა. ზემოთ მოხსენებულიდან გამომდინარე მოვითხოვთ შემდეგს:

1. პრემიერ მინისტრმა მომხდართან დაკავშირებით გააკეთოს შესაბამისი შეფასება და პირად კონტროლზე აიყვანოს მომხდარის გამოძიება.

2. თუ მინარეთის განბაჟებაში ნამდვილად იყო შეცდომა დაშვებული, დაისაჯოს ყველა ის პირი ვინც დაუშვა შეცდომა, რის საფუძველზეც ჩვენ მუსლიმები დავრჩით დაზარალებული.

3. გამოძიებულ იქნას შეესაბამებოდა თუ არა კანონს მინარეთის დემონტაჟი.

4. გამოძიებულ იქნეს რამდენად შეესაბამებოდა სამართლიანობას მინარეთის სპეცოპერაციით აღება.

5. გამოვლენილი და დასჯილი იქნას ყველა ის პირი ვინც დაგეგმა უკანონო, ბარბაროსული სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც აღებული იქნა მინარეთი, სულიერი, ფიზიკური და მატერიალური ზარალი მიადგა ხალხს.

6. დაზარალებულ მოსახლეობას რომლებიც უკანონოდ იქნენ დაპატიმრებულნი, გასამართლებულნი და დაჯარიმებულნი ფულადი ჯარიმით, გააუქმონ ჯარიმები და პირიქით, მიყენებული სულიერი და ფიზიკური ზიანის სანაცვლოდ კომპენსაციის სახით აუნაზღაურდეთ ზარალი.

7. მინარეთი დაუბრუნდეს სამლოცველოს, საიდანაც იქნა უკანონოდ აღებული.

ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნების მიმართ თუ დავინახავთ ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ დადებით ნაბიჯებს, აი მაშინ იქნება სამართლიანობა აღდგენილი. სხვა შემთხვევაში ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი კონსტიტუციური უფლებების დაცვას, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საერთაშორისო დონეზე.

ამასთანავე მინდა გაცნობოთ, რომ ქართველმა მუსლიმმა მრევლმა 2013 წლის 30 აგვისტოს კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი სურვილი ქ. ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით. მათ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, ქართველ მუსლიმთა კავშირის და სხვა მუსლიმური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად შეარჩიეს სათანადო ადგილი და აღავლინეს ლოცვა. ამასთანავე ქ. ბათუმის მეჩეთში პარასკევის ლოცვის შემდეგ დაიწყო მშენებლობისათვის შემოწირულობის შეგროვება. ვთხოვთ ყველა ქველმოქმედსა და გულისხმიერ ადამიანს განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა, დაგვიდგეს გვერდში როგორც სულიერად ასევე მატერიალურად ამ საღვთო საქმეში", - ნათქვამია განცხადებაში.

[sknews.ge]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ქართველ მუსლიმთა კავშირი განცხადებას ავრცელებს
ქართველ მუსლიმთა კავშირი: 'საქართველოში დემოკრატია იმარჯვებს'
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი განცხადებას ავრცელებს
ტარიელ ნაკაიძე: ჭელაში მინარეთი აუცილებლად უნდა აღდგეს
TDI მინარეთის დემონტაჟზე პრემიერის პოზიციას აფასებს
ვის უკავშირებს ჭელაში ვითარების დაძაბვას მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს