FM97.5 / LIVE

ნინოწმინდა–ახალციხის გზის 15 კილომეტრიანი მონაკვეთი შენდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 01.05.2019
ნინოწმინდა–ახალციხის ცენტრალური მაგისტრალზე 14.6 კმ–იანი მონაკვეთი შენდება. ამ მიმართლებით 10 წელზე მეტია გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ განხორციელებულა.

ნინოწმინდა–ახალციხის გზის 15 კილომეტრიანი მონაკვეთი შენდება

დღეს, პირველ მაისს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე ჯავახეთს სტუმრობს. მან სამცხე–ჯავახეთის რწმუნებულთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

მისი თქმით, ამ დროისთვის სამცხე–ჯავახეთში გზის რეაბილიტაციისთვის 25 პროექტი ხორციელდება: "ჯამში 128 კილომეტრის მშენებლობა იგეგმება და ამისთვის 84 მილიონი ლარი იხარჯება. წელს ნოემბრამდე 25–დან 20 პროექტი დასრულდება".

ნინოწმინდა–ახალციხის გზის 15 კილომეტრიანი მონაკვეთი შენდება

კონკრეტულად, ახალციხე–ნინოწმინდის სარეაბილიტაციო მონაკვეთი სოფლებს, გორელოვკას და ჟდანოვს გაივლის და საქართველო-სომხეთის საზღვართან დასრულდება. ამ გზით სარგებლობენ, როგორც ადგილობრივები, ასევე, სომხეთის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები, ხორციელდება საზტრანზიტო გადაზიდვებიც.

ათეული წელია ამ მიმართულებით გზის საფარი დაზიანებულია. გარკვეულ მონაკვეთებში ასფალტი საერთოდ აღარაა, ამიტომ ტრანსპორტის გადაადგილება ფერხდება.

პროექტის ფარგლებში გზის სრული რეაბილიტაცია იგეგმება. როგორც სამინისტროში აცხადებენ: "გაფარდოვდება არსებული გზის სიგანე, რეაბილიტირდება სამი რკინაბეტონის ხიდი და წყალგამტარი მილები. მოწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და ადგილობრივ გზებთან მიერთებები. ასევე, გათვალისწინებულია საავტომობილო გზის საგზაო ნიშნებით აღჭურვა, ზღუდარების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა. პროექტის დასრულების შემდეგ, ახალციხიდან ნინოწმინდის მიმართულებით სომხეთის საზღვრამდე გადაადგილება უსაფრთხოდ და კომფორტულად იქნება შესაძლებელი".

უწყების ცნობით, ზამთრის მკაცრი კლიმატური პირობების გამო სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაოები დროებით შეჩერებული იყო. მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე სამუშაოები განახლდა და აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 13 808 673 ლარია. სამუშაოები 2018 წლის ივლისში დაიწყო და 2 კმ-იან მონაკვეთზე დაგებულია ასფალტ-ბეტონის საფარი, ხოლო 2 კმ-იან მონაკევთზე მოწყობილია მიწის ვაკისი. ამ დროისთვის სარეაბილიტაციო მონაკვეთზე მიწის სამუშაოები მიმდინარეობს.

"საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდას (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე, მიმდინარე წელს პროექტი მომზადდება და სარეაბილიტაციო სამუშაოები ზაფხულში დაიწყება დაზიანებულ 5 კმ-იან მონაკვეთზე (კმ91-კმ97)", – აცხადებენ ინფრადტურტურის სამინსიტროში.

ნინოწმინდა–ახალციხის გზის 15 კილომეტრიანი მონაკვეთი შენდება

[sknews.ge]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 ასპინძაში სახალხო დღესასწაული ‘ასპინძობა’ პირველად ჩატარდება

24.01.2020 ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

24.01.2020 კოხტა-პლატოს სასრიალო ტრასა გაიხსნა

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის  10-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ხაშური–ახალციხე–ვალეს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია სრულდება
ქუთაისი–ბენარის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო
რა ეტაპზეა და როდის დასრულდება  ინფრასტრუქტურული პროექტები აბასთუმანში
ბათუმი – ახალციხის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იწყება
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
რა ეტაპზეა ბათუმი–ახალციხის  დამაკავშირებელი გზის მშენებლობა