FM97.5 / LIVE

ნარკოტიკების შეძენასა და ქურდობაში ბრალდებულის საქმეზე ექსპერტები დაკითხეს

მთავარისიახლე, სამართალი 01.05.2019
ახალციხის რაიონულ სასამართლოში, იმ ბრალდებულის საქმეზე, რომელიც ცემაში პოლიციის თანამშრომლებს ადანაშაულებს ჩვენება ცხრა მოწმემ მისცა.

ნარკოტიკების შეძენასა და ქურდობაში ბრალდებულის საქმეზე ექსპერტები დაკითხეს

ბორჯომის მკვიდრს ა.დ–ს ბრალი ნარკოტიკების შეძენასა და სახლის გაქურდვაში ედება. სხდომაზე სამი ექსპერტი, ხუთი გამომძიებელი და გაქურდული სახლის მესაკუთრე დაკითხეს.

„სახლში რომ შევედი ყველაფერი გადმონგრეული დამხვდა, მდივან–კრესლოები დაჭრილი, ეტყობა ეგონათ რამეს ვმალავდით. წაღებული იყო ოქრო–ვერცხლი და ბიჟუტერია“, – გაიხსენა სახლის მესაკუთრემ.

მისივე თქმით, სახლში და მათ შორის იმ საძინებელ ოთახში, საიდანაც ოქრო მოიპარეს, სამართალდამცველებმა თითის ანაბეჭდები პირველივე დღეს აიღეს, თუმცა იგივე საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად, პოლიციის თანამშრომლები მეორე დღესაც მივიდნენ: „მერე სხვა დღეებშიც იყვნენ მოსულები“.

ბრალდებულის ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე კი ამბობს, რომ საქმეში თითის ანაბეჭედების აღების მხოლოდ ერთი ოქმია: „კიდევ რომ მივიდნენ იგივე მოქმედებები ჩაატარეს და ანაბეჭდები აიღესო, მაგრამ ოქმი შედგენილი არ არის და საინტერესოა რატომ?“

ადვოკატს კითხვებს უჩენს ექსპერტ ელგუჯა კეღოშვილის ჩვენებაც, რომლის მიხედვითაც მან დაადგინა, რომ საძინებელ ოთახში გარდერობიდან აღებული თითის ანაბეჭდები ა.დ–ს ეკუთვნოდა. კეღოშვილს შესაბამისი მასალები იმის დასადგენად თუ ვის ეკუთვნოდა ანაბეჭდები, ქურდობიდან სამ დღეში გადაეგზავნა, თუმცა მან შესაბამისი დასკვნა 12 დღეში, 14 ოქტომბერს დაწერა: „ამისი დადგენა რამდენიმე საათშიც შეიძლებოდა, მაგრამ საექსპერტოს უფროსი ვარ და მილიონი საქმე მაქვს, ამიტომ ვერ მოვიცალე“.

„აი ზუსტად მაგაშია საქმე, რომ ვიდრე ნარკოტიკებზე არ დააკავეს ცხრა ოქტომბერს ბრალდებული და თითის ანაბეჭდები არ აიღეს, ისე დასკვნა არ გამოაქვეყნეს და ქურდობიდან 10 დღეში დაიწყეს დევნა ბრალდებულის, როცა შეიძლებოდა, რომ თუ მართლა ჩემი დაცვისქვეშმყოფი იყო დამნაშავე ცხელ კვალზე დაეკავებინათ“,– განაცხადა სასამართლო დარბაზში ადვოკატმა ირაკლი ბარძიმაძემ.

სხდომაზე კიდევ ერთი ექსპერტი კარაპეტ კირაკოსიანი დაიკითხა, რომელმაც ბრალდებულს წინასწარი დაკავების იზოლატორში ნერწყვის ნიმუში და თითის ანაბეჭდი აუღო. მან სხდომაზე განაცხადა, რომ ორივე პროცედურა მალე და ერთი ცდით ჩაატარა, პაკეტები დალუქა და იზოლატორი დატოვა. ბრალდებული კი ირმწუნება, რომ ასე არ ყოფილა: „სინამდვილეში ტუში გაუთავდათ, რამდენჯერმე სხვადასხვა ფურცელზე მაცდევინეს, მერე იზოლატორის უფროსი გააგზავნეს ახლის მოსატანად და ახლა მეუბნებით, რომ ერთ ცდაზე გააკეთეთ ყველაფერი?! ასე ჩემი თითის ანაბეჭდები გააყალბეთ და მერე დამაბრალეთ ბინის ქურდობა“.

სხდომაზე იმ უბნის ინსპექტორ–გამომძიებელიც დაიკითხა, სადაც ბრალდებული ცხოვრობს. როგორც მან სასამართლოს დარბაზში განაცხადა, ბრალდებულის ყველა მონაცემი ჰქონდა და მის სატელეფონო საუბრებსაც ხშირად უსმენდა. ადვოკატის შეკითხვაზე მოსმენა სასამართლოს გადაწყვეტილებით ხორციელდებოდა თუ არა გამომძიებელმა უპასუხა: „არ მახსოვს, მაგრამ მოსმენებს ხელმძღვანელობის დაკვეთით ვახორციელებდი“.

საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 21 მაისს გაიმართება.

გამოძიება ბორჯომში მცხოვრებ ა.დ–ს ახალციხეში ერთ–ერთი ბინის გაქურდვასა და ნარკოტიკის შეძენა–შენახვას ედავება. ბრალდებული ნარკოტიკების–შეძენა შენახვას აღიარებს, თუმცა ქურდობას კატეგორიულად უარყოფს.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც ის ნარკოტიკებზე დააკვაეს, ბორჯომის სამმართველოს შენობაში სცემეს და სახლის გაქურდვაც დააბრალეს.

ბრალდებულის შესაძლო ცემის ფაქტს პროკურატურა იძიებს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


20.08.2019 ჯილდოს მიღების მსურველი პედაგოგებისთვის განცხადების შეტანის ვადა იწურება

19.08.2019 მასწავლებელთა გამოცდის შედეგები და გასაჩივრების ვადები ცნობილია

16.08.2019 სამაგისტრო გამოცდის შედეგები ცნობილია

16.08.2019 ახალციხელი სოფიო ტაბატაძე ლიეტუვაში სრული დაფინანსებით ისწავლის

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.08.2019 სოციალური მუშაკი: ‘ტყემლანაში მცხოვრები ოჯახიდან ბავშვების წამოყვანას არ ვგეგმავთ’

20.08.2019 ბორჯომ–ხარაგაულის პარკში საფეხმავლო ხიდებს მოაწყობენ

20.08.2019 სამოქალაქო ინიციატივებისთვის ხმის მიცემის პროცესი დაიწყო

20.08.2019 ‘თორი-დინამო’ - ბორჯომში რეგიონული ლიგა განახლდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ვისი თითის ანაბეჭდები აღმოჩნდა ნინოწმინდაში მკვლელობის ადგილზე
ბრალდებული ახალციხის სამმართველოს უფროსსა და მის მოადგილეს ცემაში ადანაშაულებს
‘პოლიციაში გამლახეს’ – ბრალდებულმა სასამართლოში ზეწოლაზე ისაუბრა
‘ნარკოტიკი მართლა ვიყიდე, ქურდობას მაბრალებენ’ – ბრალდებული, რომელიც პოლიციას ცემაში ადანაშაულებს
შსს ბრალდებულის პოლიციაში შესაძლო ცემაზე: ფაქტს პროკურატურა იძიებს
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე ექსპერტი და გამომძიებელი დაკითხეს
‘ჩემი ცემის დროს, მანდ არ იყავი, როცა იარაღს პირში მიშვერდი?' – ბრალდებული პოლიციელს სასამართლო დარბაზში