FM97.5 / LIVE

‘ვერ წარმომიდგენია დღე თეატრის გარეშე’ – ცირა ტაბატაძის 35 წელი სცენაზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.04.2019
ბორჯომიდან მესხეთის თეატრში სამუშაოდ ერთი წლით წამოვიდა, თუმცა უკვე ამ თეატრში სამ ათეულ წელზე მეტს ითვლის. სცენაზე ხან მებრძოლი ქალია, ხან ქვრივი, ხან მეძავი და ხანაც მდივანი. მისთვის დიდი და პატარა როლები არ არსებობს. ამბობს, რომ ყველა ეპიზოდი მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა.

‘ვერ წარმომიდგენია დღე თეატრის გარეშე’ – ცირა ტაბატაძის 35 წელი სცენაზე

ცირა ტაბატაძე მსახიობობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა და როგორც კი ლაპარაკი დაიწყო პერფორმანსებს დგამდა. სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა, მოგვიანებით, 1985 წელს კი მესხეთის თეატრში სამუშაოდ ჩამოვიდა.

„ჩემი პირველი სპექტაკლი მესხეთის თეატრში იყო „ჭინჭრაქა“. აქ მე ხელახლა დავიბადე. პირველად რომ მოვედი, ყველა არაჩვეულებრივად დამხვდა, კარგი მსახიობები იყვნენ. ერთი წლით ჩამოვედი თუმცა, აგერ უკვე 35 წელია ვერ ვშორდები აქაურობას. ოჯახში არ ვატარებდი იმდენ დროს, რამდენსაც აქ“.

ცირა ბორჯომში, ახალციხეში გადმოსვლამდე, გათხოვდა. მას მეუღლე, ორი შვილი და ორი შვილიშვილი ჰყავს. ამბობს, რომ შვილები სცენაზე გაზარდა: „ორი გოგონა მყავს და ორივემ თეატრალურის განხრით გააგრძლა სწავლა“.

‘ვერ წარმომიდგენია დღე თეატრის გარეშე’ – ცირა ტაბატაძის 35 წელი სცენაზე

სცენა მისი ცხოვრების ნაწილია. აქ ყველაფრის კეთების უფლება აქვს და აბსოლუტურად თავისუფალია: „დღეს რომ ვიქნებით მეფეები და დიდგვაროვნები, ხვალ მათხოვრებს ვითამაშებთ, ზეგ კი მეძავებს და დედოფლებსაც... ზოგადადაც ჩვენი ცხოვრებაც თამაშია“.

სამი ათეული წლის განმავლობაში ბევრი საოცნებო როლი შეასრულა, თუმცა განსაკუთრებით ჩეხოვის „გედის სიმღერაში“ ნათამაშებ როლს გამოარჩევს: „სამხატვრო ხელმძღვანელი მაშინ ზურა სიხარულიძე იყო. ამ სპექტაკლში ქვრივს ვთამაშობდი. გასტროლზე ვიყავით წასულები, ეს როლი სხვას უნდა ეთამაშა, თუმცა უცებ მე მომკიდეს ხელი და შემაგდეს სცენაზე“.

მესხეთის თეატრის სცენას არაერთი სასაცილო ისოტრიაც უკავშირდება. ერთ–ერთი ასეთი ამბავი ჯავახიშვილის „მუსუსის“ ჩვენების დროს შეემთხვა. აქ იგი ფეფელოს როლს თამაშობდა: „მუსუსში“ არის მომენტი, როდესაც საბძელში შეყავს მიხოს ფეფელო. დარბაზში ჩემი ნათესავი იჯდა, გვერდით ვინც ახლდა იმას ეუბნებოდა, ჩემი მაზლიშვილი თამაშობსო და იმ მომენტზე, როცა მიხო საბძელში მიმათრევს, სცენაზე კი დედაჩემი ყვირის გაფუჭდა, გაფუჭდაო, ეს ჩემი ნათესავი წამოხტა სკამიდან და ყვირილი დამიწყო, ჩემ სახლში ფეხმოდგმული აღარ დაგინახოო. კინაღამ სპექტაკლი ჩამიშალა“.

‘ვერ წარმომიდგენია დღე თეატრის გარეშე’ – ცირა ტაბატაძის 35 წელი სცენაზე

ამბობს რომ ხშირად მატერიალური პრობლემების გამო თეატრიდან წასვლაზეც უფიქრია, თუმცა, ეს გადაწყვეტილება სისრულეში ვერასდროს მოიყვანა: „მსხიობის ხელფასი ყოველთის ორი კაპიკია, მაგრამ ვერ ვქენი, ვერ დავტოვე სცენა. თეატრი ჩემი სიცოცხლეა, ჩემი სულის ნაწილი“.

მესხეთის თეატრის პარალელურად, ცირა ტაბატაძე 18 წელია ახალციხის თოჯინების თეატრშიც მუშაობს: "ვიდრე სარკეში არ ჩავიხედები და დავინახავ, რომ რომ უკვე 59 წლის ვარ, სულ 25 წლის გოგო მგონია თავი და ასეთივე განწყობით ვარ პატარებისთვისაც სცენაზე. ვთამაშობ და ვცუნცრუკობ ბავშვებთან ერთად. გული არ მიბერდება და დღესაც შემიძლია, რომ სცერნაზე ვიკუნტრუშო“.

ცირას კინოშიც უთამაშია. გადაიღეს „დონ კიხოტის“ ხუთ სერიაში, ასევე, მოკლემეტრაჟიან ფილმში „შნო“. თუმცა, ამბობს, რომ სცენა ყველაფერს ურჩევნია: „ვერც კი წარმომდიგენია დღე, რომ გავიღვიძო და თეატრში წასასვლელი არ ვიყო“.

‘ვერ წარმომიდგენია დღე თეატრის გარეშე’ – ცირა ტაბატაძის 35 წელი სცენაზე

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


23.07.2019 ‘ტექსტი ბავშვის ინტერესთან ახლოს უნდა იყოს’ - შეფასებები 'დედაენის' სკოლაში დაბრუნებაზე

22.07.2019 ეროვნულები ლიტერატურის გამოცდით გრძელდება

21.07.2019 ახალციხის მეხუთე სკოლის ჩამონგრეულ გალავანზე პასუხისმგებლობას მერია იღებს

19.07.2019 პედაგოგები უცხო ენებისა და ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.07.2019 ვიზიტორები 101 ქვეყნიდან – როგორია სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალი

22.07.2019 ‘საიდან იცის გამოძიების დეტალები?’– ბაღების დირექტორი ენზელ მკოიანს უჩივლებს

22.07.2019 ტემპერატურა იკლებს – როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში

22.07.2019 აგარების მონასტრამდე მისასვლელ გზაზე გადაადგილება შეზღუდულია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

მესხეთის თეატრში პრემიერა ‘რაც გინახავს,  ვეღარ ნახავ’ გაიმართება
მესხეთის თეატრის სცენაზე 2008 წლის აგვისტოს მოვლენები გაცოცხლდება
'გადაგდებული პორტრეტი' – პრემიერა მესხეთის თეატრში
50 წელი მესხეთის თეატრის სცენაზე
მესხეთის თეატრში ხვალ სეზონი იხსნება
მესხეთის თეატრში ოზურგეთის დასი სპექტაკლს გამართავს
მესხეთის თეატრში საშემოდგომო სეზონისთვის ემზადებიან