FM97.5 / LIVE

ახალქალაქში ბანერების საკითხის შესწავლაში სამხარეო ადმინისტრაცია ჩაერთო

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.04.2019
ახალქალაქში ბანერებზე შცდომით დაწერილი სოფლების დასახელებების საქმეში სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტის დავალებით ჩაერთო.

ახალქალაქში ბანერების საკითხის შესწავლაში სამხარეო ადმინისტრაცია ჩაერთო

სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხზე რამდენიმე უწყებასთან ერთად მუშაობენ. მათ ინფორმაციის მოძიება და დამუშავება სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ენის პალატას და პუბლიცისტ კუკური მეტრეველს სთხოვეს.

როგორც მეტრეველი „სამხრეთის კარიბჭესთან“ განმარტავს, აბრებზე შეცდომით დაწერილი სოფლების დასახელებების საკითხის შესწავლა უკვე დაასრულა და მასალებს უახლოეს დღეებში სამხარეო ადმინისტრაციას გადასცემს.

„16 სოფელია, სადაც აბრაზე სახელი შეცდომით წერია. მიზეზი ისაა, რომ დაახლოებით, 2006–2014 წლებში, ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფლების სახელები საჯარო რეესტრს არასწორად მიაწოდა და მათ მონაცემებში ამ დასახლებების სახელები არასწორად აისახა, შემდეგ კი ეს აბრებზე გადაიტანეს. მსგავსი სიტუაციაა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, თუმცა აქ შესწავლა ჯერ არ დამიწყია. შეცდომით დაწერილი ბანერები აქაც ერთობლივი ძალისხმევით უნდა შევცვალოთ“, – ამბობს კუკური მეტრეველი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში გვითხრეს, რომ მათ მონაცემებში სოფლების, დაბებისა და ქალაქების სახელები იმის მიხედვით აისახება, რასაც მუნიციპალიტეტის მერია, ან მათი წარმომადგენლები მიაწვდიან: „კონკრეტული მუნიციპალიტეტების შესახებ, რეესტრში მონაცემები ასახულია ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების გამგებლების მომართვის საფუძველზე. თუ სახელები შეცდომითაა დატანილი, უფლებამოსილი პირის მომართვის შემთხვევაში რეესტრში ცვლილებას შვიდ დღეში ავსახავთ“.

ახალქალაქის ყოფილი გამგებელი (2013–2017) ედუარდ აღასარიანი ამბობს, რომ მისი გამგებლობის პერიოდში სოფლებისთვის დასახელებები არ შეუცვლიათ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს მოქმედ მერს იური უნანიანსაც.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ მას შემდეგ რაც შესწავლა დასრულდება და საჯარო რეესტრშიც აისახება სოფლების შესწორებული დასახელებები, ბანერების შესაცვლელად სამუშაოებს თავად განახორციელებენ: „რომელ ადგილსაც ჩათვლიან საჭიროდ, იმ ადგილზე შევცვლით. ჩვენი სამსახურები უზრუნველყოფენ დემონტაჟს და ახლის დადმას“.

მუნიციპალიტეტების რეესტრის მონაცემების ნახვა შესაძლებელია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: http://mreg.reestri.gov.ge/

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ათობით სოფლის აბრაზე სოფლის დასახელებები შეცდომით წერია. აღნიშნულის შესახებ პირველად სოციალურ ქსელში პუბლიცისტმა კუკური მეტრეველმა დაწერა.

[თინათინ ზაზაძე, ახალქალაქი]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

03.12.2019 ადიგენში ხანძრით დაზარალებულების დასახმარებლად დასკვნას ელოდებიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

ახალქალაქში აბრებზე შეცდომით დაწერილი დასახელებები ივლისიდან შეიცვლება
ახალქალაქში აბრებზე შეცდომით დატანილი დასახელებები ისევ არ შეუცვლიათ
ახალქალაქში აბრებზე შეცდომით დატანილი დასახელებები შეიცვლება
ახალქალაქში აბრებზე შეცდომით დატანილი დასახელებები შეცვალეს
ახალქალაქის მერიამ სოფლების აბრების საკითხის შესწავლა დაიწყო
ახალქალაქის სოფლების აბრებზე დატანილი სახელები მეორედ გადაღებეს
ჯავახეთში სოფლის არასწორი სახელწოდებები პრობლემად რჩება