FM97.5 / LIVE

ადიგენში მომხდარი ავარიის დროს, საჭესთან საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იჯდა

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 30.04.2019
ადიგენში, სოფელ ბენარაში, 29 აპრილს, საღამოს მომხდარი ავარიის დროს, "მერსედესის" მარკის ავტომობილს სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მართავდა. შემთხვევის შედეგად ხუთი პირი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდა.

ადიგენში მომხდარი ავარიის დროს, საჭესთან საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იჯდა

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ვარხნის მკვიდრია. როგორც "სამხრეთის კარიბჭესთან" ფაქტის თვითმხილველი ყვება, იგი ამ დროს თავისი კუთვნილი მანქანით სასაფლაოდან შინ ბრუნდება და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ "მერსედესის" მძღოლი სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომელია.

შეკითხვაზე, რა აჩვენა ალკოტესტმა და იყო თუ არა ის ნასვამ მდგომარეობაში, გვპასუხობენ, რომ "შესაბამისი ექსპერტიზები დანიშნულია და გამოძიება მიმდინარეობს. მას შემდეგ რაც ექსპერტიზის პასუხები იქნება, გაირკვევა ავარია ვისი ბრალეულობით მოხდა".

შსს მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით იძიებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

შემთხვევა, გუშინ, 29 აპრილს საღამოს, სოფელ ბენარაში, აბასთუმნის გადასახვევთან მოხდა. ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი "ჟიგული" და "მერსედესი" შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა პოლიციის თანამშრომელი. სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს ჟიგულში მსხდომებმა. მათ შორის ორი ხუთწლამდე ბავშვი იყო.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ადიგენში, ავარიის დროს დაშავებული 2 წლის ბავშვი თბილისში გადაიყვანეს
ადიგენში ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
ასპინძასა და ახალდაბაში პოლიციის თანამშრომლები ავარიაში მოყვნენ
ნიჯგორში ავარიის შედეგად 20 წლის მამაკაცი დაშავდა
ახალციხეში ავარიის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა
ავარია ივლიტასთან – დაშავდა ორი ახალგაზრდა
ადიგენში ავარიის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა