FM97.5 / LIVE

ახალციხეში, ავეჯის მაღაზიაში ფიზიკური დაპირისპირების გამო პოლიცია გამოიძახეს

მთავარისიახლე, სამართალი 26.04.2019
ახალციხეში, რუსთაველის N57–ში მდებარე „ავეჯის სახლში“ შესულ ორ მოქალაქესა და მაღაზიის მესაკუთრის ნათესავს შორის დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ახალციხეში, ავეჯის მაღაზიაში ფიზიკური დაპირისპირების გამო პოლიცია გამოიძახეს

ინციდენტი დღეს, 26 აპრილს, დაახლოებით, 16:00 საათზე მოხდა. ამ დროს მაღაზიაში ორი კაცი შევიდა. როგორც მაღაზიის მესაკუთრე ვლადიმერ გრიგორიანი ამბობს, მათ შორის ერთ–ერთი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.

„ამ დროს მაღაზიაში ჩემი მეუღლე და ბუღალტერი იყვნენ. ეს ორი კაცი ერთმანეთს ელაპარაკებოდა და თან იგინებოდნენ, ზუსტად ამ მომენტში ჩემი ნათესავი კაცი შესულა მაღაზიაში და უთქვამს, დატოვეთ აქაურობა, ნუ იგინებითო. ამას მოყვა ჩხუბი, მერე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ“, – გვიყვება ვლადიმერ გრიგორიანი და ამატებს, რომ ამ დროს იგი საწყობში იყო და მაღაზიაში მოგვიანებით მივიდა – „როცა შემოვედი უკვე პოლიცია იყო მოსული. 112–ზე იმ ორი კაციდან ერთ–ერთს დაურეკია“.

ამ წუთებში მაღაზიის ბუღალტერი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ „გამოკითხვა დაწყებულია, გამოძიება კი იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ დანაშუალის ნიშნები გამოვლინდება“.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


23.08.2019 პირველკლასელებისთვის ჯავახეთის სკოლებს 950 კომპიუტერი გადაეცათ

23.08.2019 ვინ მოამზადებს ქართული ენის სწავლის მსურველ არაქართულენოვან პედაგოგებს

23.08.2019 აბიტურიენტებისთვის პროგრამების შეცვლის ვადა 26 აგვისტოს იწურება

23.08.2019 მასწავლებლობის მაძიებელთა პროგრამა ამოქმედდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.08.2019 ადიგენში ბავშვი ცხენიდან გადმოვარდა და დაშავდა

23.08.2019 დაავადებათა კონტროლის ცენტრი სიცხეებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

23.08.2019 ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა

23.08.2019 ‘ვგრძნობ, რომ ტვირთად ვიქეცი და თითქოს გამირბიან’ – გარემო, რომელიც გთრგუნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში 37 წლის კაცი მამის ცემის ბრალდებით დააკავეს
'აქცია 20+1' კაფელ–მეტლახის მაღაზიაში [R]
ახალციხეში, მაღაზიაში მომხდარი ქურდობა გახსნილია
სოფელ ყვიბისში მაღაზია გაქურდეს
ერთ კვირაში ახალციხეში სამი სახლი გაქურდეს
ახალციხეში  მაღაზიის სათავსოს ცეცხლი გაუჩნდა

რას ამბობენ გამათბობლების მაღაზიებში ტექნიკოსების კვალიფიკაციაზე