FM97.5 / LIVE

ეროვნულ უმცირესობათა საბჭო განცხადებას ავრცელებს

მთავარისაზოგადოება 30.08.2013
საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო როგორც პოლიტიკოსებსა და სხვა საჯარო პირებს, ისე ყველა რელიგიურ თემს მიმართავს დიდი სისათუთით მოეკიდონ საქართველოში არსებულ სხვადასხვა რელიგიათა და ეთნოსთა ისტორიული თანაცხოვრების სანიმუშო გამოცდილებას

ეროვნულ უმცირესობათა საბჭო განცხადებას ავრცელებს
"საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო პერიოდში, საქართველოში, მუსლიმ თემის წარმომადგენლებთან მიმართებით მომხდარი ექსცესების გამო, რაც ზოგიერთ შემთხვეევაში, მოსახლეობის ან სახელმწიფო უწყების ცალკეულ წარმომადგენელთა მხრიდან განხორციელებული ქმედებებით ან უმოქმედობით გამოიხატა.

ბოლო პერიოდში, მუსლიმ თემთან მიმართებით (ნიგვზიანი, წინწყარო, სამთაწყარო) მომხდარი ფაქტები, ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის შვილებს შორის რელიგიური ნიშნით გაუცხოებას და ვითარების დაძაბვას. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით აღმაშფოთებელი იყო 26 აგვისტოს ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მეჩეთის მინარეთის დემონტაჟის ფაქტი, რამაც მუსლიმ მრევლში და საქართველოს მოქალაქეთა მნიშვნელოვან ნაწილში ნეგატიური შეფასება და პროტესტი გამოიწვია.

ვთვლით, რომ გადაუდებელი აუცილებლობაა იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დროული და ეფექტური ღონისძიებები განახორციელოს: 1. ვითარების განმუხტვისთვის; 2. რელიგიური ნიშნით შესაძლო კონფრონტაციისა და დაძაბულობის პრევენციისთვის; 3. რელიგიური ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე და შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტებზე მოახდინოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი რეაგირება.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ სოფელ ჭელას ქრისტიანი და მუსლიმი მოსახლეობის საარაკო კეთილმეზობლობა და ჰარმონიული თანაცხოვრება, ქვეყანაში არსებული რელიგიური შეუწყნარებლობის ფონზე, სწორედ რომ სამოქალაქო თვითშეგნების, სოლიდარობისა და ტოლერანტობის საოცარი და ნათელი წერტილი იყო. ეს არის სოფელი, სადაც მუსლიმები ქრისტიან მეზობლებს ეკლესიის აშენებაში ეხმარებოდნენ და ქრისტიან მეზობელთაგან ხელი არავინ მოუწერა ერთ-ერთ „საინიციატივო ჯგუფს“ მეჩეთის დანგრევის მოთხოვნის განცხადებაზე. უფრო მეტიც, მას შემდეგ, რაც მინარეთის დემონტაჟი მოხდა, ნაცემ და დაპატიმრებულ ხალხს ახალციხეში ჩამოჰყვა მთელი სოფელი, მათ შორის იყვნენ როგორც მუსლიმი ისე ქრისტიანი ჭელელები.

ჩვენთვის, როგორც სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებისათვის, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ სწრაფად და ობიექტურად გამოიძიოს მომხდარი ფაქტი და, მინარეთის დროული დაბრუნებით, სოფელ ჭელის მორწმუნე მუსლიმებს დარღვეული უფლებები აღუდგინოს.

ასევე, მივმართავთ როგორც პოლიტიკოსებს და სხვა საჯარო პირებს, ისე ყველა რელიგიურ თემს ბრძნულად და დიდი სისათუთით მოეკიდონ საქართველოში არსებულ სხვადასხვა რელიგიათა და ეთნოსთა ისტორიული თანაცხოვრების სანიმუშო გამოცდილებას, გაითვალისწინონ ჩვენს ახლომდებარე რეგიონში არსებული რელიგიური დაპირისპირებებით გამოწვეული კონფლიქტები და ერთი ხელის მოსმით, ვიწრო პოლიტიკურ თუ რელიგიურ ინტერესებს არ შესწირონ საქართველოში სამართლიანობა, უსაფრთხოება და მშვიდობა.

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო გამოვხატავთ ჩვენ სურვილსა და მზადყოფნას ვითანამშრომლოთ საქართველოს ხელისუფლებასთან ქვეყანაში მშვიდობის, რელიგიათა შორის თანხმობის, საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სისტემის გაძლიერებისა და ქვეყნის განვითარებისთვის სხვა მნიშვნელოვან საკითხებში", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ დღეს, 30 აგვისტოს გაავრცელა.

[sknews.ge]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჭელაში არსებული ვითარებით რელიგიათა საბჭო დაინტერესდა
'დემოკრატ მესხთა კავშირს' ტოლერანტობის ქომაგის ტიტული მიენიჭა
ჭელას ბიბლიოთეკის თანამშრომელი ტოლერანტობის ქომაგად დაასახელეს
'სამხრეთის კარიბჭეს' ტოლერანტობის ქომაგის ტიტული მიენიჭა
ომბუდსმენი განათლების სამინისტროს მოუწოდებს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევებზე კონკრეტული ღონისძიებები გაატაროს
საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრები პარლამენტს მიმართავენ
EMC: რელიგიური ნაგებობების მშენებლობის პრაქტიკა გადასახედია