FM97.5 / LIVE

რომელ სოფლებში შეძლებს მესხეთის თეატრი წარმოდგენების გამართვას [ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.04.2019
მიმდინარე წელს მესხეთის სახელმწიფო თეატრმა გასულ წლებთან შედარებით მეტი წარმოდგენა უნდა გამართოს. სამცხე–ჯავახეთში კი 246 დასახლებული პუნქტიდან, მხოლოდ 40–მდე სოფელია ისეთი, სადაც სპექტაკლის საჩვენებლად შესაბამისი ინფრასტრუქტურაა მოწყობილი.

რომელ სოფლებში შეძლებს მესხეთის თეატრი წარმოდგენების გამართვას [ვიდეო]

მესხეთის სახელმწიფო თეატრი წელს რვა პრემიერის ნაცვლად ხუთს გამართავს. სოფლებში კი იმაზე მეტ წარმოდგენებს გამართავს, ვიდრე გასულ წლებში მართავდა. ამ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე კვირით ადრე მესხეთის თეატრის მსახიობებმა დაბალი ხელფასები გააპროტესტეს, ახალციხის მერიამ კი სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად ხელფასების მატების მიზნით თეატრის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებები დაიწყო. ერთი თვის შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსახიობებს ხელფასები პრემიერების შემცირებისა და სოფლებში წარმოდგენების გამართვის ხარჯზე მოემატებოდათ.

მესხეთის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლია სულუაშვილმა მაშინ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ სოფლებში აქამდეც ხშირად გადიოდნენ და სამომავლოდ მეტი გასვლითი სპექტაკლისთვისაც მზად არიან: „მუსხი, ურაველი, აწყური, ვალე, გიორგიწმინდა, სხვილისი, საყუნეთი – სპექტაკლებს ამ სოფლებში ვდგამდით და სამომავლოდაც ვაპირებთ. ზოგადად ყოველ წელს თვეში რამდენიმე გასვლით წარმოდგენას ვმართავთ ხოლმე, თუმცა წელს ეს რიცხვი გაიზრდება, რადგან ნაკლები პრემიერა გვექნება“.

ზიკილია, გურკელ-წინუბანი, ზემო სხვილისი, წყალთბილა, გიორგიწმინდა, წყორძა და ივლიტა ეს იმ სოფლების ჩამონათვალია, რომლებშიც ახალციხის მერიის ცნობით, მესხეთის თეატრი მიმდინარე წელს წარმოდგენებს გამართავს. ამ სოფლებში იმიტომ რომ კლუბებსა და ახალგაზრდულ სახლებში ინფრასტრუქტურა ზედმეტნაკლებად მოწყობილია.

მაგალითად გიორგიწმინდაში კლუბი შარშან გარემონტდა, შეიცვალა კარ–ფანჯარა და სკამები. დარბაზში, რომელიც 40 მაყურებელს იტევს, სპექტაკლი გასულ წლს მხოლოდ ერთხელ გაიმართა.

ადგილობრივები გვიყვებიან, რომ წლების წინ აქ თეატრალური წარმოდგენებიც ხშირად იმართებოდა და კინოჩვენებებიც, თუმცა ბოლო წლებში კულტურის სახლი უფუნქციოა.



„მაშინ აბონიმენტებს გვაძლევდნენ, რამდენი წელია უკვე არანაირი გასართობი აღარაა სოფელში. არადა ახლაგაზრდებს სჭირდებათ“, - ამბობს გიორგიწმინდაში მცხოვრები ავთანდილ კახიშვილი.

მისი თქმით, თუ სოფელში თეატრი მივა, ბილეთის ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს: „ზოგს პურის ფულიც ენატრება, ამაზეა დამოკიდებული წავალთ თუ არა, ისე უნდა ქნან, რომ ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის“.

„იმ დღეს შვილიშვილს ვაჩვენებდი ქალაქში, აქ თეატრია და ერთხელაც წაგიყვან მეთქი და აქ თუ მოვლენ, მაგას რა სჯობს. საბავშვო თეატრიც რომ იყოს, სადაც ბავშვს ასწავლიდნენ მსახიობობას, აუცილებლად ვატარებდი ბავშვს“, - ამბობს გიორგიწმინდაში მცხოვრები მარინა ბლიაძე.
ვიდეო - ლალი ჩაჩანიძე.

გიორგიწმინდაზე გაცილებით დიდი დარბაზი აქვს სოფელ წყორძის კულტურის სახლს, თუმცა შენობა ავარიულია. ამჟამად აქ ოცდაათამდე კომლი ცხოვრობს, სკოლის და სასმელი წყლის არქონის გამო ახალგაზრდები სოფელს მასიურად ტოვებენ, თუმცა წყორძელები ამბობენ, ახალგაზრდები ზაფხულში ისევ სოფელში ბრუნდებიან და მათ გასართობი სჭირდებათ.

„ბიბლიოთეკაც გვქონდა, თეატრი არა მარა სკეტჩები კვესელაძეს მოჰქონდა ხოლმე და დიდი ჟრიამული იყო სოფელში. ზაფხულში ახალგაზრდები აქ ისვენებენ, მაგრამ მეზობელ სოფლებში გადადიან, იქ დისკოთეკებიაო. თეატრს თუ მოიტანენ, ისინიც გაიხარებენ“, - ამბობს ოლღა სუდაძე, რომელიც კულტურის სახლთან ცხოვრობს.

რომელ სოფლებში შეძლებს მესხეთის თეატრი წარმოდგენების გამართვას [ვიდეო]

წყორძაში კულტურის სახლი ავარიულია. ამიტომ თუ შენობაში სარემონტო სამუშაოები არ ჩატარდება აქ წარმოდგენების გამართვა რთული იქნება.
თვითმმართველობაში ამბობენ, რომ სავარაუდოდ შენობა წელს გარემონტდება.



ისევე როგორც ახალციხეში, სულ რამდენიე სოფელშია წარმოდგენის გამართვა შესაძლებელი ასპინძაშიც. ეს სოფლებია: ტოლოში, ოშორა, ჭობარეთი და ხიზაბავრა.

ადიგენში სპექტაკლს მხოლოდ უდეში, არალსა და ვარხანში აჩვენებენ. სხვა ყველა სოფლის კულტურის სახლი ამორტიზებულია და რემონტს საჭიროებს.

ბორჯომის მერიიდან გვწერენ, რომ მესხეთის თეატრს მათ სოფლებში წარმოდგენები არსდროს გაუმართავთ. აქ მოწესრიგებული შენობებია ტაძრისში, მზეთამზეში, ახალდაბაში, კორტანეთში, ქვაბისხევსა და ჭობისხევში.

„მესხეთის თეატრი ადრე ამოდიოდა გასტროლებზე ნინოწმინდაში და სპექტაკლები ტარდებოდა ქალაქ ნინოწმინდის კულტურის ცენტრში, სადაც ყველანაირი პირობებია. ჩვენ კვლავ მზად ვართ მივიღოთ ნინოწმინდის კულტურის ცენტრში“, – ვკითხულობთ ნინოწმინდის მერიიდან წერილობით გამოთხოვილ ინფორმაციაში. რაც შეეხება სოფლებს, კულტურის სახლებში მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა აქვთ განძაში, სათხაში, დიდი კონდურაში, ეშტიასა და დიდ ხანჩალში.

რაც შეეხება ახალქალაქს აქ კლუბები გარემონტებულია ოლავერდში, გოგაშენში, კარტიკამში, მერენიში, დიდი სამსარში, პტენაში, დილისკაში, ხავეთში, კიროვაკანში, ბურნაშეთში, კოჩიოში, კუმურდოში და კორხში.

ავარიულია ბარალეთის, ოკამის, სულდას, აბულის, ბეჟანოს, ბავრას, მურჯახეთის, ხორენიას, ხანდოს, ლომატურცხის, ალასტანის, ვაჩიანის, აზავრეთის, ღადოლარის, ორჯას, აგანას, გოკიოს, ხოსპიოსა და ვარევანის კლუბები.

რომელ სოფლებში შეძლებს მესხეთის თეატრი წარმოდგენების გამართვას [ვიდეო]

[ავთო ინასარიძე, ნანა ინასარიძე – ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

ხელფასი გასვლითი სპექტაკლების ხარჯზე გაიზრდება – რაზე შეთანხმდნენ მერია და თეატრი
'მიზერულად, მაგრამ მოგვიმატეს' – მესხეთის თეატრის მსახიობებს ხელფასი გაეზარდათ
ნინოწმინდის სამ სოფელში კულტურისა და რიტუალების სახლებს გაარემონტებენ
რისთვის სჭირდება მესხეთის თეატრს ახალციხის გამგეობის დახმარება
თოჯინების თეატრი ახალ სეზონზე ხუთ პრემიერას გამართავს
მესხეთის თეატრი ახალი სეზონისთვის ემზადება
დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს