FM97.5 / LIVE

NDI-მ მრჩეველთა საბჭოს ეფექტიანობის შესახებ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 25.04.2019
ახალციხის მერიასთან არსებული სამოქალაქო საბჭოს წევრებმა დღეს, 25 აპრილს, მოქალაქეებისა და არასამთავრობო სექტორის წარმოამდგენლებისგან რეკომენდაციები მოისმინეს.

NDI-მ მრჩეველთა საბჭოს ეფექტიანობის შესახებ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ ნინო რუხაძის არჩევის შემდეგ საბჭომ მდივნად ჯილდა უჩიძე აირჩია.

„შევთანხმდით, რომ სამი თვის ნაცვლად წევრები ორ თვეში ერთხელ შევიკრიბებით. ასევე შეხვედრებზე გავაჟღერებთ კონკრეტულ გეგმებსა და რეკომენდაციებს, რასაც მერიას წერილობითი ფორმით მივაწვდით. ამის შემდეგ კი დაველოდოთ მათ ნაბიჯებს“, - ამბობს საბჭოს თავმჯდომარე ნინო რუხაძე.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში საბჭოს იდეები მედიისთვისაც გახდება ცნობილი.

ზაზა მელიქიძის აზრით, მსგავსი საბჭო ყველა მუნიციპალიტეტში უნდა ფუნქციონირებდეს: „ის უნდა მუშაობდეს საზოგადოების საჭიროებებზე, მოქალაქეებს ნამდვილად აქვთ ინტერესი და ჩვენ მზად ვართ მრჩეველთა საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების განსახორციელებლად“.

შეხვედრაზე სტუდენტმა თაკო თუმანიშვილმა საბჭოში ახალგაზრდების მეტ ჩართულობაზე ისაუბრა: „წინა შეხვედრაზე ითქვა, რომ ახალციხე სტუდენტური ქალაქია, თუმცა საბჭოში არ არიან სტუდენტები, ვფიქრობ უკეთესი იქნება თუ ახალგაზრდების აზრს მეტად გავითვალისწინებთ“.
„ახალგაზრდებთან კომუნიკაცია ჩვენც გვაქვს დღისწესრიგში,“ - უპასუხა რუხაძემ.

ომარ ჯაყელმა საბჭოს ეკონომიკური საკითხებით დაინტერესებისკენ მოუწოდა და მხარის ინდუსტრიულ პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება: „აქ გვაქვს უმაღლესი ხარისხის ბაზალტი და აგატი, რაღაც მიზეზების გამო ორივეგან წარმოება გაჩერებულია. მსგავს საკითხებზე უნდა დავფიქრდეთ“.

შეხვედრის მიზანი საბჭოს გაძლიერება, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პარტნიორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობაა.

შეხვედრა NDI-მ ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის (NED) დაფინანსებით გამართა.

NDI-მ მრჩეველთა საბჭოს ეფექტიანობის შესახებ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


25.02.2020 როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები

24.02.2020 ახალციხის სამხატვრო სკოლაში ერთი დღით სწავლა შეწყდება

22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.02.2020 ასპინძის მერიაში ექვსი ვაკანტური პოზიციაა

25.02.2020 ბაკურიანელი და–ძმა ტრამპლინიდან ხტომაში მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებს

25.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

25.02.2020 საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერის ‘მრჩეველთა საბჭოს’ თავმჯდომარედ ნინო რუხაძე აირჩიეს
ახალციხის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს  შეხვედრა გაიმართა
ახალციხის მერის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა
მერიის  მრჩეველთა საბჭოს პირველ  სხდომაზე  ახალციხის პრობლემებზე იმსჯელეს
უსაფრთხოების საბჭოს მდივნად ვახტანგ გომელაური დაინიშნა
სკოლებში სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყო
ნარჩენების მართვის უწყებათაშორისი საბჭოს პირველი შეხვედრა