FM97.5 / LIVE

რა თანხა ამოიღო მერიამ ერთ წელში ახალციხეში დასუფთავების გადასახადიდან

მთავარისიახლე, ეკონომიკა 25.04.2019
ახალციხეში მცხოვრებლები ერთი წელია რაც ნარჩენების მოსაკრებელს იხდიან. ამ ხნის განმავლობაში მერიამ ადგილობრივებისგან 15 000 ლარი ამოიღო.

რა თანხა ამოიღო მერიამ ერთ წელში ახალციხეში დასუფთავების გადასახადიდან

ათწლიანი პაუზის შემდეგ ახალციხეში ადგილობრივებმა ნაგვის მოსაკრებლის გადახდა 2018 წლის პირველი მაისიდან დაიწყეს. ამ დროიდან მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მერიაში მოსაკრებლის სახით სულ 15 000 ლარი შევიდა.

რაც შეეხება იურიდიულ პირებს, ამ ხნის განმავლობაში მათგან ამოღებულმა თანხის ოდენობამ 162 000 ლარი შეადგინა. აქედან 129 600 ლარი ქალაქიდან, 35 000 კი თემიდან.

„ერთი წლის მონაცემები 20 პროცენტს წარმოადგენს, თუმცა ცუდი შედეგი ნამდვილად არაა, მითუმეტეს რომ ჯერ აპრილის მონაცემები შემოსული არაა. თუ გავითვალისწინებთ სხვა მუნიციპალიტეტების მაგალითს, ჩვენგან განსხვავებით ისინი დიდი ხანია ამ გადასახადს იხდიან და წარმოიდგინეთ 45–50 პროცენტს ვერ ცდებიან“, – ამბობს ახალციხის მერიის ეკონომიკური დაგეგმვის ადგილობრივი მოსაკრებლებისა და გადასახადების განყოფილების უფროსი გიორგი თედორაძე.

წლის განმავლობაში ქვითარი ოჯახს ერთხელ მისდის. მასზე მითითებულია როგორც თვის, ასევე წლის გადასახადი ანგირიშის ნომერი.

„გადასახადზე წინააღმდეგობა არ ყოფილა, პირიქით მოსახლეობა მოხარული იყო. ისინი ადგილზე მოდიოდნენ, ზოგი ტელეფონზე რეკავდა და ცდილობდნენ გაესწორებინათ შეცდომები თუ რაიმეს აღმოაჩენდნენ ქვითარზე“, – ამბობს თედორაძე.

შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობამ ახალციხეში მცხოვრებლებისგან დასუფთავების გადასახადის ამოღება 2018 წლის პირველი მაისიდან დაიწყო.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.11.2019 თოჯინების თეატრში სპექტაკლი 'პატარა უფლისწული' გაიმართება

09.11.2019 ფილმმა 'და ჩვენ ვიცეკვეთ' მინსკის კინოფესტივალზე ჯილდო მიიღო

08.11.2019 თბილისში ფილმის ‘და ჩვენ ვიცეკვეთ’ ჩვენება პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

08.11.2019 ვინ იქნება სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

დასუფთავების მოსაკრებელი – რა თანხა შევიდა ადგილობრივებისგან ბიუჯეტში ერთ თვეში
ახალციხის მერიამ 8 იურიდიულ პირს სასამართლოში უჩივლა
დღეიდან ახალციხელები ნარჩენების მოსაკრებელს გადაიხდიან
კვირის აქცენტი: ახალციხეში დასუფთავების მოსაკრებლის ამოღებას იწყებენ [Video]
2017 წლიდან ახალციხელები დასუფთავების გადასახადს გადაიხდიან
ახალციხეში დასუფთავების გადასახადის ამოღებას იურიდიული პირების ხარჯზე გეგმავენ
ახალციხის სოფლებში დასუფთავების გადასახადზე ჩივიან