FM97.5 / LIVE

ვინ ფლობს ვარძიის მიმდებარედ მიწის ნაკვეთებს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 25.04.2019
საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, ვარძიის მიმდებარედ 32 მიწის ნაკვეთია რეგისტრირებული. მისი ნაწილი სახელმწიფოს, ნაწილი კი კერძო კომპანიებს ეკუთვნის. კერძო კომპანიებიდან ყველაზე მეტ ფართს შპს „ვაზისუბნის მამული“ ფლობს, რომლის 50%–იანი წილის მფლობელიც მამუკა ხაზარაძეა.

ვინ ფლობს ვარძიის მიმდებარედ მიწის ნაკვეთებს

32–დან 19 მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს ბალანსზეა, 13 კი კერძო კომპანიებს ეკუთვნით. გასხვისებული მიწები ვარძიის მოპირდაპირე ფერდობზე და მის წინ მდებარე ვაკეზეა.

ხუთ სხვადასხვა ადგილზე მიწის ნაკვეთს ფლობს შპს „ვაზისუბნის მამული“, ჯამში 31 512 კვ. მეტრს. აღნიშნული კომპანია თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მფლობელობაშია. ხუთივე ნაკვეთი „ტერაბანკში“ იპოთეკითაა დატვირთული.

„ვაზისუბნის მამულის“ ხუთი ნაკვეთიდან ოთხი ვარძიის მოპირდაპირე ფერდზე შპს „ნიალასთან“ ახლოს მდებარეობს, ეს ის ადგილია, სადაც კულუტრული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ რუსეთში მცხოვრებ ბიზნესმენს 120– ნომრიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვა არ მისცა და სამუშაოები შეუჩერა.

შპს „ნიალა“ ამ ფერდზე 13 873 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთს ფლობს. მისი მფლობელები წარმოშობით ბორჯომელი, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, მოსკოვის ყოფილი ვიცე-მერი სოსო ორჯონიკიძე და ასპინძის ყოფილი გამგებელი ემზარ ასპანიძე არიან.

საქართველოს საპატრიარქოს ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქია აქ ორ მიწის ნაკვეთს ფლობს. მათი საერთო ფართობი ჯამში 29 800 კვ. მეტრია.

4 326 კვ. მეტრი ეკუთვნის შპს „ცერი 2008–ს“. აღნიშნული კომპანიის დირექტორი ზურაბ ზარიძეა. 33.34% წილის მფლობელი ნანა ტაბატაძეა, იგი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა, 33.34% ფლობს მაკა თევდორაძე, 16.66%–16.66% წილის მფლობელები კი ნატო კორსანტია და ალექსანდრე მიქაძე არიან.

„ვარძია 2011–ს“ ძეგლის მიმდებარედ 2 795 კვ. მეტრი უკავია; ამ კომპანიის დირექტორიც და 50%–იანი წილის მფლობელიც ბექა ლონდარიძეა. ამდენივეს ფლობს გიორგი მერაბიშვილი. ბექა ლონდარიძე საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტის (2008–2012) და "ნაციონალური მოძრაობის" წევრის გელა ლონდარიძის შვილია.

1 500 კვ მეტრს ფლობს გულქან მელიქიძე. იგი წლების განმავლობაში სოციალური მომსახურების ასპინძის რაიონული განყოფილების ხელმძღვანელი იყო;

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებს კუკური მეტრეველს, ნატო მეტრეველს და ნოდარ ბერიძეს 2400 კვ. მეტრი უკავიათ.

სახელმწიფო 18 ნაკვეთიდან ორი ასპინძის მუნიციპალიტეტის ბალანსზეა – ჯამში ეს ფართობი 339 164 კვ. მეტრია;

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ვარძიის პირდაპირ  კომპანია 'ნიალა'  მესხური სოფლის მსგავს სასტუმროს უკანონოდ აშენებდა
რა ქონებას ფლობს ასპინძის მერი როსტომ მაგრაქველიძე
‘თუ უარს გვეტყვიან, თუთის ხეებს დავრგავ’–ემზარ ასპანიძე ვარძიასთან სასტუმროს მშენებლობაზე
ვინ არის მოსკოველი ბიზნესმენი, რომელიც ვარძიაში სასტუმროს აშენებს
7 მიწის ნაკვეთი და 7 სახლი – რა ქონებას ფლობს ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე
რამდენ ჰექტარს ფლობს საპატრიარქო სამცხე-ჯავახეთში
სამუშაოები სააგენტოს უარის მიუხედავად მიმდინარეობდა-ანთიძე ვარძიასთან სასტუმროს მშენებლობაზე