FM97.5 / LIVE

დეპუტატობის ‘უჩინარი’ კანდიდატები აბასთუმანში

მთავარისიახლე, პოლიტიკა 24.04.2019
აბასთუმანში, 2019 წლის შუალედურ არჩევნებში მონაწილე ცხრა კანდიდატიდან წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული ჯერ მხოლოდ „ოცნების“ კანდიდატია. დანარჩენი რვა კურორტზე არ გამოჩენილა. ადგილობრივები არცერთ მათგანს არ იცნობენ. უშედეგოდ ცდილობს უკვე ოთხი დღეა მათთან დაკავშირებას „სამხრეთის კარიბჭეც“.

დეპუტატობის ‘უჩინარი’ კანდიდატები აბასთუმანში

საკრებულოს შულაედურ არჩევნებამდე 25 დღით ადრე N2 აბასთუმნის საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული ცხრა კანდიდატიდან წინა საარჩევნო კამპანიაში ჩართული მხოლოდ ერთი, „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი გენადი ბოლქვაძეა. იგი 25 წელია აბასთუმანში ცხოვრობს და ადგილობრივები კარგად იცნობენ. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, როგორც კურორტზე მცხოვრებლები ამბობენ, არცერთი მათგანი ადგილობრივი არაა. აბასთუმანში 20–მდე გამოკითხული ადგილობრივი ამბობს, რომ მათი სახელები და გვარები პირველად „სამხრეთის კარიბჭისგან“ გაიგეს.

„ბოლქვაძის გარდა სხვა კანდიდატებიც თუ იყვნენ ესეც არ ვიცოდი. მაგ გვარის ხალხი მგონი აბასთუმანში საერთოდ არ არის და ჩვენ საიდან უნდა ვიცოდეთ. არ ვიცით დანარჩენი რვა კანდიდატი ვინ არის. აქაურები არ არიან და რისი იმედი აქვთ ეგეც არ ვიცი“, – გვეუბნება ადგილობრივი კაკო ცისკარაძე.

დეპუტატობის ‘უჩინარი’ კანდიდატები აბასთუმანში
გენადი ბოლქვაძე


„ოცნების“ კანდიდატი გენადი ბოლქვაძე ქედის რაიონში, სოფელ ახოში დაიბადა. ჯარში სავალდებულო სამსახური აბასთუმანში გაიარა, ოჯახიც აქვე შექმნა და დასახლდა. ამბობს რომ კარგად იცნობს დაბას და მისი პრობლემების შესახებაც ყველაფერი კარგად იცის. „ქართულ ოცნებას“ კი 2012 წლიდან შეუერთდა და ფიქრობს, რომ ამ გუნდის წევრებთან ერთად ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს.

მისი თქმით, აბასთუმანში მთავარი პრობლემა უმუშევრობა იყო, თუმცა ეს მას შემდეგ გადაიჭრა, რაც კურორტზე მასშტაბური მშენებლობები დაიწყო.

ბოლქვაძე ფიქრობს, რომ ამ არჩევნებში უკონკურენტოა და ამას მისი სახელი განსაზღვრავს, თუმცა ვერც იმას უარყოფს, რომ რეალრუად გამარჯვებაში ბიძინა ივანიშვილის მიერ კურორტზე წამოწყებული მაშსტაბური მშენებლობები დაეხმარება.

ისევე როგორც ადგილობრივები, დანარჩენ რვა კანდიდატს არც გენადი ბოლქვაძე იცნობს: „წარმოდგენა არ მაქვს ვინ არიან, ან საიდან არიან. ის ზუსტად ვიცი, რომ აბასთუმნელები არ არიან. ჩამოვიდნენ, ჩაატარონ წინასაარჩევნო კამპანია, მათ ჩვენ ხელს არაფერში შევუშლით, კონკურენტებად ისეც არ მოვიაზრებ“.

ცხრავე კანდიდატმა, რეგისტრაციისთვის N38 ადიგენის საარჩევნო ოლქს 19 აპრილს, რეგისტრაციის ბოლო დღეს მიმართა. მას შემდეგ „სამხრეთის კარიბჭე“ ამაოდ ცდილობს მათი საკონტაქო ინფორმაციის მოძიებას. კანდიდატების წარმდგენი პარტიები საზოგადოებასთან ურთიერთბის სამსახურის წარმომადგენლებთან გვამისამართებენ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები კი პარტიების ხელძღვანელებთან.

„პარტიის თავმჯდომარე როცა გადაწყვეტს, რომ კანდიდატმა კომენტარი გააკეთოს, ჩვენ თვითონ დაგიკავშიორდებით, კონკრეტულ დროს ვერ დაგისახელებთ. პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი კი დავით ალხანაშვილია“, – გვითხრეს „პოლიტიკური პლატფორმა –ახალი საქართველოს“ მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

აბასთუმანში დეპუტატობის კანდიდატი ‘ოცნებიდან’ გენადი ბოლქვაძეა
აბასთუმანში ბოლო დღეს ერთდროულად ცხრა კანდიდატი დარეგისტრირდა
აბასთუმანი არჩევნებამდე ერთი დღით ადრე
წინასაარჩევნო განწყობები აბასთუმანში
გენადი ბოლქვაძე საკრებულოში დეპუტატის საქმიანობას შეუდგა
წინასწარი მონაცემებით, აბასთუმანში ‘ოცნების’ კანდიდატმა გაიმარჯვა
‘ბიძინამ კარმები დაარიგა, ჩვენ ხმას ვინ მოგვცემს'– ‘ევროპელებს’ აბასთუმანში კანდიდატი არ ეყოლებათ