FM97.5 / LIVE

სხვილისში დაწყებული სამეზობლო დავა სასამართლოში გაგრძელდება

მთავარისიახლე, სამართალი 24.04.2019
ახალციხეში, სოფელ სხვილისში მცხოვრები ხაჩიკ გრიგორიანი საკუთარ მიწის ნაკვეთამდე შემოვლითი გზით მიდის. ამბობს, რომ გზა, რომლითაც წლების განმავლობაში გადაადგილდებოდა, მეზობლებმა ჩაუკეტეს. რამდენიმე თვიანი დავის მიუხედავად მხარეები ვერ მორიგდნენ, ამიტომ გრიგორიანმა სარჩელი სასამართლოში შეიტანა.

სხვილისში დაწყებული სამეზობლო დავა სასამართლოში გაგრძელდება

ხაჩიკ გრიგორიანი სხვილისში გზის პირზე ცხოვრობს. მას წლების განმავლობაში ბინა დაკეტილი ჰქონდა და ოჯახთან ერთად რუსეთში იყო წასული, სოფელში დაბრუნების შემდეგ კი საქონელი მოიშენა და ფერმაც გააკეთა. თუმცა ამბობს, რომ გზა რომელიც მის მიწის ნაკვეთს უკავშირდება და საქონელსაც ატარებდა, ახლა მეზობლებმა ქვებითა და ჯოხებით ჩაუხერგეს.

„ჩემი ეზოს გავლით მიწის ნაკევთამდე ვერ მივალ, რადგან გასავლელი წინ კიდევ რამდენიმე ადგილობრივის მიწაა, ამიტომ ცენტრალუტრი გზით უნდა მოვუარო. მეუბნებიან, ეს გზა შენ არ გეკუთვნისო. ამიტომ არც ჩემ ძროხებს ატარებენ. ამის გამო მიწევს, რომ ცენტრალური გზის შემოვლით ვატარო საქონელი იმისთვის, რომ ნახირს შეუერთდნენ“, – ამბობს გრიგორიანი.

მისი თქმით, გზა რომელიც მეზობლის ნაკვეთებზე გადის საერთოა და არავის აქვს უფლება იქ გავლა შეუზღუდოს.

გრიგორიანს დავა ორ მეზობელთან აქვს, თუმცა არცერთმა მათგანმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარი არ ისურვა: „რამენაირად მოვაგვარებთ საქმეს“, – გვითხრეს მათ.

საქმის მოსაგვარებლად კი გრიგორიანმა უკვე სასამართლოს მიმართა. მის ინტერესებს ადვოკატი ლარისა შელეკიძე დაიცავს.

„მეზობლებს არანაირი უფლება არ აქვთ, რომ საერთო გზით სარგებლობა შეუზღუდონ გრიგორიანს. მათ ხაჩიკს არასწორი ნახაზები უჩვენეს, რომ თითქოს ამ გზაზე ერთ–ერთი ნაკვეთი მათი საკუთრებაა და სწორედ ამიტომ აქვთ უფლება გზაზე გავლა აეკრძალათ“, – ამბობს შელეკიძე და ამატებს, რომ ვითარების უკეთ გასარკვევად კომპანია შპს „უნივერსალ პლიუსს“ ექსპერტიზის ჩატარება დაუკვეთეს – „აღნიშნულმა კომპანიამ მოახდინა აღნიშნული მიწის ნაკვეთების ვიზუალური დათვალიერება და მის გარშემო არსებული სიტუაციების შესწავლა, რომელიც შედარებულ იქნა საჯარო რეესტრის რეგისტრირებულ და წარმოებაში მყოფ მონაცემებთან. ექსპერტიზის მიხედვით, გრიგორიანის მიწის ნაკევთამდე მისასვლელი გზა, რომელიც ახლა ქვებით და ტოტებითაა ჩახერგილი, ნამდვილად დაურეგისტრირებელია და მისით სარგებლობა მომჩივანს შეუძლია“.

ახალციხის რაიონულ სასამართლოში გრიგორიანმა სარჩელი 23 მარტს შეიტანა, თუმცასხდომა ჯერ არ ჩანიშნულა.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

‘ადგილი უკანონოდ გამოუყვეს, მაგისი სიძე დეპუტატია’ – დავა მიწის ნაკვეთის გამო
„ფარავან ჰესის“  მშენებლობის გამო დაზარალებული თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს
დეპუტატ ამბარცუმ ბაბოიანის სიმამრის საქმეზე სასამართლო გაიმართა
სამეზობლო დავა ავტოფარეხსა და მიწის ნაკვეთზე
სასამართლომდე მისული სამეზობლო დავა ახალქალაქში
იური ჯიმშერაძემ სასამართლოდან სარჩელი უკან გამოიხმო
ინფორმაცია მიწის რეგისტრაციის მსურველთათვის