FM97.5 / LIVE

‘აღიარე’ – სომეხთა გენოციდიდან 104 წელი გავიდა [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.04.2019
ახალციხეში მცხოვრებმა ეთნიკურმა სომხებმა, 1915 წლის გენოციდის დროს დაღუპულები გაიხსენეს და ქალაქში ტრადიციული მსველელობა მოაწყვეს.

‘აღიარე’ – სომეხთა გენოციდიდან 104 წელი გავიდა [ფოტო/ვიდეო]

ახალციხეში მცხოვრები ეთნიკურად სომხები დღეს, 23 აპრილს, 20:00 საათისათვის, რაბათში გრიგოლ განმანათლებლის სომხური სამოციქულო ეკლესიის ეზოში შეიკრიბნენ და ჩირაღდნებით, ასევე დროშებით გენოციდის მსხვერპლთა მემორიალისაკენ მსვლელობა მოაწყვეს.



ისინი, შეძახილით „აღიარე“ თურქეთსა და მსოფლიოს 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი გენოციდის აღიარებისაკენ მოუწოდებენ.

„20–ზე მეტი ქვეყანა აღიარებს გენოციდს, ამიტომ თურქეთსა და მათ შორის საქართველოსაც მოვუწოდებთ აღიაროს. ამასთან დაკავშირებით ვაწყობთ მსვლელობას და ამით ვიხსენებთ გენოციდისას გარდაცვლილებსაც“,–ამბობს ედვარდ აივაზიანი.

ხვალ, 24 აპრილს დილიდან სომხურ სამოციქულო ეკლესიაში გენოციდისას გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი წირვა ჩაატარდება. 13:00 საათიდან კი ისევ გაიმართვება ქალაქში მსვლელობა გენოციდის მსხვერპლთა მემორიალისაკენ.

‘აღიარე’ – სომეხთა გენოციდიდან 104 წელი გავიდა [ფოტო/ვიდეო]

‘აღიარე’ – სომეხთა გენოციდიდან 104 წელი გავიდა [ფოტო/ვიდეო]

‘აღიარე’ – სომეხთა გენოციდიდან 104 წელი გავიდა [ფოტო/ვიდეო]

‘აღიარე’ – სომეხთა გენოციდიდან 104 წელი გავიდა [ფოტო/ვიდეო]

‘აღიარე’ – სომეხთა გენოციდიდან 104 წელი გავიდა [ფოტო/ვიდეო]

შეგახსენებთ, რომ ეთნიკური სომხების მასობრივი დეპორტაციის დაწყების თარიღად 1915 წლის 24 აპრილი ითვლება, როდესაც ხელისუფლებამ 250–მდე სომეხი ეროვნების ინტელექტუალი და თემის ლიდერი ჯერ დააპატიმრა, შემდეგ კი სიკვდილით დასაჯა. სომხები, რომლებიც ოსმალთა იმპერიის არმიაში მსახურობდნენ, განაიარაღეს და მოკლეს, კონფისკაცია გაუკეთეს მათ ქონებასაც. პროცესი 1918 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა. სომხური მხარე ამბობს, რომ სამი წლის განმავლობაში 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

თურქეთი მიიჩნევს, რომ დაღუპულთა რიცხვი ბევრად ნაკლებია. ასევე, უარყოფს ტერმინს – "გენოციდი". თურქული მხარე აცხადებს, რომ ეთნიკურ სომეხთა უმრავლესობა პირველი მსოფლიო ომის დროს სამხედრო შეტაკებებს შეეწირა, ისევე როგორც ათასობით ეთნიკურად თურქი. გენოციდის დროს დაღუპულები სომხურმა ეკლესიამ 2015 წელს წმინდანად შერაცხა.

საქართველოს სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარებული არ აქვს.

სომეხი ეროვნების მოქალაქეები ყოველ წელს ითხოვენ თურქეთისგან, აღიაროს სომეხთა გენოციდი. ისევე, როგორც ამას ითხოვენ საქართველოსგან.

[ლუბა გიორგაძე, ნანა ინასარიძე–ახალციხე]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.06.2019 რა პერსპექტივა აქვს მესხურ პროდუქციას ევროპულ ბაზარზე [ფოტო/ვიდეო]

26.06.2019 კახარეთის სკოლაში ახალ საპირფარეშოს ააშენებენ

26.06.2019 აწყურის ტაძრის რეაბილიტაციას ოთხი მილიონი ლარი დაემატება

26.06.2019 'ახალციხელობის' ღონისძიებების განრიგი ცნობილია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ახალციხეში გენოციდისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართა [Photo/Video]
სომეხთა გენოციდიდან 101 წელი გავიდა [Photo]
ახალციხეში სომეხთა გენოციდის 101–ე წლისთავი აღნიშნეს [Video]
ახალციხეში სომეხთა გენოციდის მსხვერპლებს იხსენებენ [Photos]
ახალციხეში გენოციდის 102–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video]
ახალციხეში გენოციდის 103–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video]
სცენაზე გაცოცხლებული ისტორია – მოსწავლეებმა სომეხთა გენოციდი გაიხსენეს