FM97.5 / LIVE

‘აჩუქე წიგნი’ – ახალციხე გიორგი კეკელიძის ინიციატივას შეუერთდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.04.2019
დღეს, 23 აპრილს კამპანიის „აჩუქე წიგნი“ ფარგლებში, ახალციხის ციხეზე ადგილობრივი თვითმმართველობის, სამხარეო ადმინისტრაციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საჯარო სკოლების წარმომადგენლებმა ერთმანეთს წიგნები აჩუქეს.

‘აჩუქე წიგნი’ – ახალციხე გიორგი კეკელიძის ინიციატივას შეუერთდა

კამპანია „აჩუქე წიგნი“ ახალციხის ციხის ადმინისტრაციის და ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

„შევუერთდით პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის ინიციატივას, 23 აპრილის წიგნის ჩუქების დღედ გამოცხადებას. დღევანელი შეხვედრით ჩვენ წარმოვაჩინეთ წიგნის ჩუქების პოპულარიზაციის საჭიროება. ჩვენც ვაჩუქეთ სამსახსოვროდ წიგნები და იმედი მაქვს ეს ინიციატივა გაგრძელდება. მინდა ვთხოვო ყველას ვისაც სურს წიგნი აჩუქროს მისთვის სასურველ ადამიანს, მიიღოს მონაწილეობა ამ აქციაში“, – განაცხადა ახალცხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ხმალაძემ.

შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს წიგნები აჩუქეს და ზედ სახალისო მინაწერები გაუკეთეს.

„ნებისმიერი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია ამ აქციაში ჩართვა, რადგან წიგნი ალბათ დღეს არის ის რასაც სამწუხაროდ მოწყვეტილია ახალგაზრდობა. ეს ინიცატივა ერთ–ერთი საუკუეთესოა იმისთვის, რომ ჩვენი მოსწავლეები დავუბრუნოთ წიგნს“, – განაცხადა აწყურის საჯარო სკოლის დირექტორმა ქეთევან პარუნაშვილმა.

მსგავსი სახის აქციაში მონაწილეობის მისაღებად მზადაა ახალციხის ციხის დირექტორი დავით ტაბატაძეც: „დღევანდელ შეხვედრაზე სხვადასხვა ინიციატივა გაჟღერდა, რაშიც ვგეგმავ მონაწილეობა მივიღო როგორც ახალციხის ციხეზე, ისე სხვაგანაც“.

23 აპრილს მსოფლიოში წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. თარიღი „იუნესკომ“ აირჩია და წიგნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. წიგნის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად საქართველოშიც აღინიშნება.

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, მწერლის გიორგი კეკელიძის ინიციატივით, 23 აპრილი წიგნების ჩუქების დღედ დაწესდა. კამპანიას „აჩუქე წიგნი“ საქართველოს ყველა ქალაქში შეუერთდნენ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.06.2019 ახალციხეს 'კინობასი' ეწვევა

26.06.2019 მძლეოსნობაში საქართველოს პირველობა ახალციხის მესამე და მეხუთე სკოლების გუნდებმა მოიპოვეს

26.06.2019 ახალქალაქში აბრებზე შეცდომით დაწერილი დასახელებები ივლისიდან შეიცვლება

26.06.2019 რა პერსპექტივა აქვს მესხურ პროდუქციას ევროპულ ბაზარზე [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ახალციხის უნივერსიტეტში წიგნების გამოფენა მოეწყო
მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში
ახალციხეში ახალი ‘მოხეტიალე წიგნები’ გამოჩნდა
პამაჯის სკოლას 500 წიგნი საჩუქრად გადაეცა
ნიაზ ბოლქვაძის წიგნის პრეზენტაცია ახალციხეში
რომან გოგოლაურს წიგნის გამოცემას მერია დაუფინანსებს
ვაჩუქოთ ბავშვებს წიგნები