FM97.5 / LIVE

რისთვის ჭრიან კლდეს აბასთუმანში ეროვნულ პარკის ტერიტორიაზე

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 23.04.2019
აბასთუმანში, ბორჯომ–ხარაგაულის ერონული პარკის ტერიტორიაზე, ყოფილი ტუბსაავადმყოფოს მიმდებარედ, კლდის ნაწილს ჭრიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ ივანიშვილი ვერტმფრენის დასაჯდომს აკეთებს, პარკის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ ხანძარსაწინააღმდეგო ავზებს აშენებენ და აქ მხოლოდ სახანძრო ვერტმფრენი დაჯდება.

რისთვის ჭრიან კლდეს აბასთუმანში ეროვნულ პარკის ტერიტორიაზე

აბასთუმანში, ყოფილი ტუბსაავადმყოფოს უკან კლდის ფერდობზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული ტერიტორია საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკს ეკუთვნის. ტუბის მიმდებარედ ფართს კი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორში რეგისტრირებული კომპანია ფლობს.

„მანდ ივანიშვილი იკეთებს ვერტმფრენის დასაჯდომს, მაგიტომ ჭრიან კლდეს. აქამდე აბასთუმანში ეგეთი ადგილი არ იყო და ამიტომაც გადაწყვიტეს ეგრე“, – ამბობენ აბასთუმნელები.

„ჩვენი დაფინანსებით არაერთი პროექტი ხორციელდება აბასთუმანში, თუმცა ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილის გაკეთება არცერთი პროექტით გათვალისწინებული არ გვაქვს“, – გვითხრეს ფონდ „ქართუში“.

ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში კი ამბობენ, რომ აქ ხანძარსაწინააღმდეგო ავზებს აშენებენ და შესაბამისად გათვალისწინებულია სივრცე სახანძრო ვერტმფრენის დასაჯდომადაც.

„ჩვენი დაკვირვებით ყველაზე მეტი ხანძრის შემთხვევა, სწორედ აბასთუმანში ფიქსირდება. ახლა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შემდეგ, უფრო გაიზრდება კურორტზე ვიზიტორების რაოდენობა და ხანძრის უფრო მეტი საფრთხე გაჩნდება, ამიტომ ვერტმფრენიც და სხვა ქვეითებიც მოახერხებენ აქედან წყლის აღებას და ხანძრის ჩაქრობას“, – გვითხრა ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის დირექტორმა ლევან საბანაძემ.

მისივე თქმით, ავზების მშენებლობა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით დაიწყო და სამშენებლო სამუშაოებისათვის ნებრათვაც მათ გასცეს, ხოლო ტერიტორია, სადაც მშენებლობა უნდა დაწყებულიყო, ადიგენი მუნიციპალიტეტმა შეარჩია.

„ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ხდება ჩვენი ნებართვით, სხვანაირად ვერცერთი კომპანია დაცულ ტერიტორიაზე სამუშაოს ვერ განახორცილებდა. პროექტის დეტალები ზუსტად არ ვიცი, ერთადერთი რასაც მივაქციეთ ყურადღება ის არის, რომ მაგ ტერიტორიაზე არცერთი ხე არ მოიჭრება და ამით ბუნებას ზიანი არ მიადგება“, – აცხადებს საბანაძე.

მისი განმარტებით, ავზები წყლით ამავე ტერიტორიაზე არსებული არხებიდან შეივსება და აქ მოეწყობა ავზებამდე მიმსასვლელი გზაც. რა თანხაა გაწერილი პროექტის განსახორციელბლად და როდის უნდა დასრულდეს მისი მშენებლობა, ან რა ფართობს მოიცავს აღნიშნული სამუშაოები, ამ და სხვა დეტალებზე დაცული ტერიტორიების სააგენტომ ინფორმაციის გამოთხოვა წერილობით მოგვთხოვა.

რისთვის ჭრიან კლდეს აბასთუმანში ეროვნულ პარკის ტერიტორიაზე

იმ ადგილთან ახლოს, სადაც ავზები შენდება, ყოფილი ტუბსაავადმყოფოს ტერიტორიაა. ეს ადგილი კი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა ოფშორში რეგისტრირებულმა კომპანიამ იყიდა და აქ სამომავლოდ სასტუმროს მშენებლობა იგეგმება.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

გარემოსდამცველები აბასთუმანში საპროტესტო აქციებს გეგმავენ
აბასთუმანში ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორული კომპანია სასტუმროს  აშენებს
ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრის ლოკალიზება უჭირთ
აბასთუმანში ტუბსაავადმყოფოს დემონტაჟი მიმდინარეობს
აბასთუმანში ნახანძრალი ადგილის დამუშავება მიმდინარეობს
ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის განვითარებისთვის 250 000 დოლარი დაიხარჯება
ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკში ტყე იწვის