FM97.5 / LIVE

წინასაარჩევნო განწყობები აბასთუმანში

მთავარისიახლე, საზოგადოება, არჩევნები 22.04.2019
27 დღეში აბასთუმანში ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნები გაიმართება. თუმცა, ჯერ კურორტზე ისევ საპრეზიდენტო არჩევნები გეგონება, მოსაცდელებსა და გარეგანათების ბოძებზე გამოკრული სალომე ზურაბიშვილის პლაკატებია.

წინასაარჩევნო განწყობები აბასთუმანში

აბასთუმნელები ერთ თვეში ცხრა კანდიდატიდან ერთ–ერთს აირჩევენ. მიუხედავად, ადიგენის ერთადერთ უბანზე კანდიდატების სიმრავლისა, დაბას არჩევნების მოახლოება დიდად არ ეტყობა.

„რა აზრი აქვს ჩემს არჩევნებზე მისვლას და ხმის მიცემას?! ყველაფერი ისედაც გადაწყვეტილია! სხვა კანდიდატებიც რომ იყვნენ, ისიც კი არ ვიცი ვის უნდა ენდო და შემოხაზო, ან ეს არჩევნები საერთოდ რას შეცვლის“, – ამბობს ადგილობრივი სულხან თეთრუაშვილი.

აბასთუმნელების ნაწილი ღიად აცხადებს, რომ „ოცნების“ კანდიდატს ხმას არ მისცემს: „ნებისმიერ სხვას მივცემდი ხმას ოღონდ ოცნებას არა. ოღონდ ეგენი სამუდამოდ წავიდნენ და სხვა არაფერი მინდა, არც ხალხს პატრონობენ და არც ქვეყანას, ყველას საკუთარი ინტერესები აქვს“.

ნაწილი კი ამბობს, რომ იმას მისცემს ხმას, ვინც ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი იქნება: „როგორ არ მივცემთ ხმას „ოცნებას“ რამდენი კანდიდატიც უნდა ყავდეთ სხვა პარტიებს. კარმები დაგვირიგა ბატონმა ბიძინამ, ამდენი მშენებლობები მიდის, მეტი რაღა გვინდა?!“ – კითხულობს როზა იორდანიანი.

მის მოსაზრებას იზიარებს ადგილობრივი რევაზ ვაშაძე. მას სჯერა, რომ „ოცნების“ კანდიდატი გენადი ბოლქვაძე აბასთუმენლებს ყველა პრობლემას მოუგვარებს: „კურორტზე ყველა ვიცნობთ, კარგი ადამიანია პიროვნულადაც და გვჯერა რომ ჩვენს პრობლემებს მიიტანს საკრებულომდე“.

„ქართულმა ოცნებამ“ გენადი ბოლქვაძე დეპუტატობის კანდიდატად საარჩევნო ოლქში რეგისტრაციამდე რამდენიმე კვირით ადრე წარადგინა, მას კურორტზე უკვე შტაბიც გახსნილი აქვს და კამპანიასაც აქტიურდ აწარმოებს, თუმცა ჯერ წინასაარჩევნო დაპირებების შესახებ „სამხრეთის კარიბჭესთან“ სასაუბროდ ვერ მოიცალა. რაც შეეხება რეგისტრირებულ სხვა პარტიების კანდიდატებს, მათ შესახებ ცნობილი ორი დღის წინ გახდა, ამ დრომდე „სამხრეთის კარიბჭემ“ ვერცერთ მათგანთან დაკავშირება ვერ შეძლო.

ადიგენში წარმოდგენილმა ოპოზიციურმა პარტიებმა „ევროპულმა საქართველომ“ და „ნაციონალებმა“ კი თავიდანვე განაცხადეს, რომ „ტყუილად აბასთუმანში არჩევნებზე რესურსის ხარჯვას არ აპირებენ“. რაც შეეხება, კანდიდატების ერთდროულად რეგისტრაციას, პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ფორმალობაა და ასე „ოცნებას“ კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა უნდა.

„იმხელა რესურსი აქვს გამოყენებული ბიძინა ივანიშვილს აბასთუმანში, რომ ჩვენი მხრიდან კანდიდატის წარდგენას აზრი არ აქვს. თუმცა, საარჩევნო პროცესებს აუცილებლად დავაკვირდებით. ახლა ერთდროულად დაარეგისტრირეს ისეთი კანდიდატები ხალხი რომ საერთოდ არ იცნობს და სურთ დემოკრატიული ფონი შექმნან “, – ამბობს „ევროპული საქართველოს“ ადიგენის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე სიმონ პარუნაშვილი.

„ნაციონალები“ კი ეჭვობენ, რომ ცხრა კანდიდატიდან რვა წინასაარჩევნო კამპანიაში საერთოდ არ ჩაერთვება: „აგერ წარმოადგინეს ცხრა კანდიდატი და ვნახოთ, საერთოდ ჩაერთვებიან თუ არა წინასაარჩევნო კამპანიაში“ – აცხადებს ენმ–ს ადიგენის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ოგანესიანი.

შუალედურ არჩევნებზე მონაწილე ცხრა კანდიდატიდან ყველა მათგანის ერთ დღეს დარეგისტრირება ეჭვებს უჩენს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც.

„შესაძლოა ისინი ფორმალურად დარეგისტრირდნენ. საინტერესოა, ექნებათ თუ არა მათ საარჩევნო პროგრამა და ჩაერთვებიან თუ არა წინასაარჩევნო კამპანიაში“, – ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ქეთი ბებიაშვილი.

2019 წლის 19 მაისს აბასთუმანში შუალედური არჩევნები ჩატარდება. აბასთუმანში რეგისტრირებული სულ 1 098 ამომრჩეველია.

წინასაარჩევნო განწყობები აბასთუმანში

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


20.05.2019 ‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში

14.05.2019 ახალციხის სამუსიკო სკოლის მოსწავლემ გრან-პრი მოიპოვა

13.05.2019 მიხეილ ბატიაშვილი: სექტემბრიდან მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება

13.05.2019 პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.05.2019 რატომ არ არის ახალციხეში ფეხბურთი პოპულარული [ფოტო/ვიდეო]

21.05.2019 გოგაშენი–ვარძიის დამეწყრილი გზა გეოლოგებმა შეისწავლეს

21.05.2019 რა ღონისძიებები გაიმართება 26 მაისს

21.05.2019 NDI: მოსახლოების 60%-ს გადაწყვეტილი არ აქვს არჩევნებში ხმას ვის მისცემს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

‘ბიძინამ კარმები დაარიგა, ჩვენ ხმას ვინ მოგვცემს'– ‘ევროპელებს’ აბასთუმანში კანდიდატი არ ეყოლებათ
დეპუტატობის ‘უჩინარი’ კანდიდატები აბასთუმანში
აბასთუმანში შუალედურ არჩევნებზე კანდიდატი მხოლოდ ‘ოცნებას’ ეყოლება
აბასთუმანში ბოლო დღეს ერთდროულად ცხრა კანდიდატი დარეგისტრირდა
აბასთუმანი არჩევნებამდე ერთი დღით ადრე
აბასთუმანში დეპუტატობის კანდიდატი ‘ოცნებიდან’ გენადი ბოლქვაძეა
აბასთუმანში 'ქართულმა ოცნებამ' ხმების 93,89% მიიღო