FM97.5 / LIVE

აბასთუმანში 9.3 მლნ-ად აშენებულ ავტოსადგომს 200 ელექტრომობილის დამტენი ექნება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 22.04.2019
საქართველოს მთავრობა აბასთუმაში ელექტრომობილების ყველაზე მასშტაბური დამტენი ცენტრის მოწყობას გეგმავს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული აუქციონის პირობების მიხედვით, აბასთუმანში 9.3 მილიონი ლარის ღირებულების ავტოსადგომი უნდა აშენდეს.

აბასთუმანში 9.3 მლნ-ად აშენებულ ავტოსადგომს 200 ელექტრომობილის დამტენი ექნება

ავტოსადგომის ფართობი 4.2 ჰექტარი იქნება, სადაც პარკინგთან ერთად 150 ადამიანზე გათვლილი მოსაცდელიც აშენდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საპროექტო დოკუმენტების შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს:

ღია ავტოსადგომი მინიმუმ 1000 მანქანაზე. აქედან: 200 ავტოსადგომი ელექტრო მანქანისთვის, სატენი პორტალებით, რომელთაგან 100 ავტოსადგომი უნდა იყოს გადახურული; 10 ავტობუსის ავტოსადგომი; ავტოსადგომის ტერიტორიაზე შესასვლელ/გამოსასვლელი გზების მოწყობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურით, ნაგებობებით/კონსტრუქციებით (მაგ. ხიდი) და მათი დაკავშირება ცენტრალურ სამანქანო გზასთან. ამასთანავე, არ უნდა გაწყდეს ტერიტორიასთან არსებული გრუნტის გზა;

ტენდერი 18 აპრილს გამოცხადდა, წინადადებების წარდგენის ვადა კი 10 მაისს იწურება.

აბასთუმანში ელექტრომობილების პარკინიგის მოწყობა შესაძლოა კავშირში იყოს ბიძინა ივანიშვილის მიერ 26 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებასთან, როდესაც მან თქვა, რომ აბასთუმანი ელექტრომობილების ქალაქი უნდა გახდეს და რომ ის “ექსპერიმენტის” ფარგლებში ადგილობრივებს თავად დაურიგებდა ელექტრომობილებს.

“ვისარგებლებ შემთხვევით და იმასაც გეტყვით, სამი კვირით ვიყავი წელს აბასთუმანში. მინდა, გაზაფხულზე უკვე ეს ექსპერიმენტი დავიწყო, აბასთუმანი გახდეს მხოლოდ ელექტრომობილების რეგიონი, მე საკუთარი ხარჯებით, სახელმწიფოს არ აქვს ამის საშუალება, იქ ადგილობრივებს დავეხმარები და მოვახერხებ, რომ წელსვე პრეცედენტი შეიქმნას, რომ აბასთუმანში იმოძრავებენ მხოლოდ ელექტრომანქანები და ჩვენ ამას კარგად გავაპიარებთ ტურიზმისთვის, ბევრს ვუყიდი, ბევრს სხვა მხრით დავეხმარები, რომ გამოცვალონ და ახლა ამას ვერ მოვყვები აქ გადაცემაში და აბასთუმანში ამას იქეთ კიდევ ბევრ ძალიან რამეს ვაპირებთ და ვაკეთებთ ხელისუფლებასთან ერთად და პირადადაც, რომ შევქმნათ პირველი პრეცედენტი, რომ გვაქვს რეგიონი უსუფთავესი. ძალიან არაორდინალურია აბასთუმანი, მსოფლიოში არ არის მსგავსი. ამას დაემატება იქ ჩვენი მხრიდან, ობსერვატორიაზეც ზრუნვა მიდის ცალკე, და გაისიდან მე ვაპირებ თუ მოვახერხე, აბა ვნახოთ როგორ გამოვა, რომ ცალკე ვაკეთებთ მანქანების სადგომს დიდს, იქედან ადგილობრივებს ცალკე დავეხმარები. მე მგონი მოვახერხებთ, ბევრი ხალხი არ ცხოვრობს აბასთუმანში. 800 ოჯახია სულ. შევქმნათ პრეცედენტი გაისის გაზაფხულიდან,” - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე.

აბასთუმანში 9.3-მილიონიანი ავტოსადგომის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.

ამავე თემაზე:


გამოკითხვა: რას ფიქრობთ აბასთუმანში ელექტრომობილების შემოყვანაზე

[sknews.ge]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

ივანიშვილი: მინდა დავიწყო ექსპერიმენტი, რომ აბასთუმანი გახდეს ელექტრომანქანების რეგიონი
ელექტრომობილების პარკინგი აბასთუმანში - ტენდერი ხელახლა გამოცხადდა
გამოკითხვა: რას ფიქრობთ აბასთუმანში ელექტრომობილების შემოყვანაზე? [Video]
გამოვლინდა კომპანია, რომელიც აბასთუმანში ელექტრომობილების პარკინგს გააკეთებს
აბასთუმანში ელექტრომობილების პარკინგის მშენებლობა დაიწყო
აბასთუმანში პარკინგის მოსაწყობად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა ერთმა კომპანიამ მიიღო
ბაკურიანში მრავალსართულიანი ავტოსადგომი აშენდება