FM97.5 / LIVE

ფონდმა ‘ერთად შევძლებთ’ პირველი საქველმოქმედო აქცია გამართა

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.04.2019
საქველმოქმედო ფონდი „ერთად შევძლებთ“ ახალციხეში, სიმსივნით გარდაცვლილი, 28 წლის ბარბარე ძინძიბაძის მრავალშვილიან ოჯახას დაეხმარა. ფონდი თანხას ბარბარეს დასახმარებლად აგროვებდა, თუმცა ვერ მოეწსრო. ამიტომ მისი გარდაცვალების შემდეგ შეგროვილი თანხა მის შვილებს გადასცა.

ფონდმა ‘ერთად შევძლებთ’ პირველი საქველმოქმედო აქცია გამართა

ბარბარე სიმსივნის მძიმე სენით გარდაიცვალა და სამი შვილი დედის გარეშე დარჩა. ბარბარეს გარდაცვალებამდე მისი მეუღლე, დიაკვანი პანტელეიმონი საზოგადოებას დახმარებას სთხოვდა, რადგან ბარბარეს ძვირადღირებული მკურნალობის საშუალება ოჯახს აღარ ჰქონდა. ფონდი „ერთად შევძლებთ“ სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა და გადაწყვიტა, რომ პირველი საქველმომექდო აქციაც ბარბარეს დასახმარებლად გაემართა.

„ჩვენი მიზანი იყო, ფონდის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, დავხმარებოდით მამა პანტელეიმონის ოჯახს,რადგან ფონდის დაარსების მიზეზი მამაოს მეუღლის ბარბარეს ავადმყოფობასთან ბრძოლის შესაგროვებელი თანხა იყო. ფონდის საბჭოს წევრების საერთო გადაწყვეტილებით ჩავთვალეთ, რომ პირველი შეგროვილი თანხიდან ამ მრავალშვილიან ოჯახს დავხმარებოდით. რასაც ამ ადამიანებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ მათ საჭირო საყოფაცხოვრებო ტექნიკა და საკვები პროდუქტები გადავეცით. რა თქმა უნდა, საქველმოქმედო აქციების განხორციელებას მომავალშიც გავაგრძელებთ“, - გვითხრა საქველმოქმედო ფონდის “ერთად შევძლებთ" თავმჯდომარემ ბიბი გოგოლაძემ.

[sknews.ge]


23.07.2019 ‘ტექსტი ბავშვის ინტერესთან ახლოს უნდა იყოს’ - შეფასებები 'დედაენის' სკოლაში დაბრუნებაზე

22.07.2019 ეროვნულები ლიტერატურის გამოცდით გრძელდება

21.07.2019 ახალციხის მეხუთე სკოლის ჩამონგრეულ გალავანზე პასუხისმგებლობას მერია იღებს

19.07.2019 პედაგოგები უცხო ენებისა და ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.07.2019 ვიზიტორები 101 ქვეყნიდან – როგორია სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალი

22.07.2019 ‘საიდან იცის გამოძიების დეტალები?’– ბაღების დირექტორი ენზელ მკოიანს უჩივლებს

22.07.2019 ტემპერატურა იკლებს – როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში

22.07.2019 აგარების მონასტრამდე მისასვლელ გზაზე გადაადგილება შეზღუდულია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

„წამლების საყიდლად თვეში 2000 ლარი მჭირდება“ –  28 წლის ბარბარე დახმარებას ითხოვს
ბარბარე ძინძიბაძის დასახმარებლად ახალციხეში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
ავანგარდი: 'ერთად ჩვენ შევძლებთ' [Audio]
ხუთი თვის ბარბარეს გადასარჩენად ოჯახი დახმარებას ითხოვს
სოსო მელიქიძის დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გაიმართება
„სიკეთე გადამდებია“  – საქველმოქმედო აქცია ახალციხეში
24 ნოემბერს მესხეთის თეატრში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება