FM97.5 / LIVE

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის დაწყებას მოსახლეობის პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 21.04.2019
პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის სამშენებლო სამუშაოების დაწყება დღეს, 21 აპრილს იგეგმება, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. სოფელ ბირკიანში შეკრებილი ადგილობრივი მოსახლეობა პოლიციას დაუპირისპირდა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის დაწყებას მოსახლეობის პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა

სოფელ ბირკიანში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულები არიან როგორც სპეციალური რაზმის წარმომადგენლები ასევე ადგილობრივები. დალეწილია შს სამინისტროს ტექნიკა და ერთ მანქანას ცეცხლიც გაუკიდეს.

აქ მცხოვრებლები ამბობენ, ჰესების, კერძოდ მდინარე ალაზანზე "ხადორი 3"-ის მშენებლობის გაგრძელების უფლებას არავის მისცემენ.

გრძელდება ასობით ადამიანის პროტესტი, კვლავ მობილიზებულია სპეცრაზმი და პოლიციის ტექნიკა, მათ შორის წყლის სატყორცნი მანქანები.

არასამთავრობო ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გაიყვანოს სპეციალური დანიშნულების რაზმი პანკისის ხეობიდან, სადაც ასობით დემონსტრანტი გამოვიდა „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობის დაწყების წინააღმდეგ. ამასთან, ისინი გადადგომისკენ მოუწოდებენ ეკონომიკის ახლადდანიშნულ მინისტრს, ნათია თურნავას.

ორგანიზაციები, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „მწვანე ალტერნატივა“ მოუწოდებენ:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საპოლიციო ძალისგამოყენება პანკისის ხეობაში და გამოიყვანოს ხეობაში შეყვანილი დამატებითი ძალები.

დაუყოვნებლივ გადადგეს ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების მინისტი ნათია თურნავა, რომელსაც აშკარა ინტერესთა კონფლიქტი აქვს ბიზნეს ინტერესებსა და სახელმწიფო ინტერესებს შორის და მისი დანიშვნიდან პირველივე დღეებში კრიზისი შექმნა პანკისის ხეობაში.

პროკურატურამ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება პანკისის ხეობაში მიმდინარემოვლენებთან დაკავშირებით, ძალაუფლების სავარაუდო გადამეტების გამოძიების მიზნით.

პარლამენტი დაინტერესდეს აღნიშნული თემით და გამოიყენოს საზედამხედველო მექანიზმები ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებისა და უფლებების დაცვისთვის;

დონორი ორგანიზაციები, ევროკავშირის წევრი ქვეყნები დაინტერესდნენ მათი ფინანსური დახმარებით მიმდინარე ენერგეტიკული პროექტების სავალალო გარემოსდაცვითი და სოციალური შედეგებით, რომლებიც განხორციელდა და ხორციელდება ევროკავშირისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პოლიტიკების უგულებელყოფით.

[sknews.ge]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

18.10.2019 ასპინძის საძოვრები ნაგავსაყრელიდან ისევ ბინძურდება

18.10.2019 ახალციხის მერიაში 10 პოზიციაზე 199 განცხადება შევიდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

დაპირისპირება პანკისის ხეობაში [ფოტო]
'დავწყნარდეთ და მერე გავარკვიოთ ვის სად შეგვეშალა' — გახარია
ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს
'5-მეგავატიანი ჰესისთვის ფორმიან ადამიანებს ქვები ესროლეთ?' – გახარია პანკისელებს
შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ძალადობა
ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავებს დაიცვან პანკისში მომუშავე ჟურნალისტების უსაფრთხოება
შსს: პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული იძულების პროპორციული სპეციალური საშუალებები