FM97.5 / LIVE

ასპინძაში 'ასპინძის ბრძოლის' დღე აღნიშნეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.04.2019
20 აპრილს, „ასპინძის ბრძოლის“ დღეს, ასპინძაში, ომში გარდაცვლილების მოსახსენიებლად პარაკლისი აღავლინეს, ასევე, ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები შეასრულეს.

ასპინძაში 'ასპინძის ბრძოლის' დღე აღნიშნეს

ასპინძის ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, ასპინძის ომის ამსახველი მონუმენტური ძეგლი, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ მამუკა მელიქიძემ, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.

ასპინძის წმინდა გიორგის სახელობის ხვილიშის დეკანოზმა მამა ზოსიმემ ძეგლთან, 1770 წლის 20 აპრილს ასპინძის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

პანაშვიდის დასრულების შემდეგ, ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა "წუნდამ" ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები შეასრულა.

ასპინძაში 'ასპინძის ბრძოლის' დღე აღნიშნეს

საქართველოში რუსეთ-ოსმალეთის ომი 1768 წელს დაიწყო. 1769 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის მცირერიცხოვანი სამხედრო კორპუსი გენერალ ტოტლებენის მეთაურობით შემოვიდა. 1770 წლის აპრილის შუა რიცხვებში ერეკლე მეორე 7000 კაცითა და სამი ზარბაზნით, ხოლო ტოტლებენი 1 200 ჯარისკაცითა და არტილერიით ბორჯომის ხეობით ახალციხისაკენ გაემართნენ. ქართველთა და რუსთა ჯარები აწყურის ციხეს მიადგნენ. მისი აღების შემდეგ მოკავშირეებს ახალციხისათვის უნდა შეეტიათ. მოულოდნელად გენერალმა ტოტლებენმა ბრძოლის ველი მიატოვა და, თავის ჯართან ერთად, უკან გაბრუნდა. მომხდარის მიუხედავად, ერეკლემ წინსვლა განაგრძო და 20 აპრილს ასპინძასთან გამართულ ბრძოლაში ოსმალთა 8000 კაციანი კორპუსი გაანადგურა. ერეკლე მეორე ქართველთა ჯარს პირადად სარდლობდა. მან თავისი ხელით მოკლა ლეკთა სახელგანთქმული ბელადი მალა ჩალა (კოხტა ბელადი). ქართველთა ზარალი სულ რამდენიმე კაცს შეადგენდა, ოსმალების მხრიდან კი, რომელთაც დაღესტნელი ლეკებიც ეხმარებოდნენ, ცოცხალი თითქმის არავინ გადარჩენილა. ქართველებმა გამარჯვებით ვერ ისარგებლეს, რადგან ქართლში მისული ტოტლებენი მეფის საწინააღმდეგო საქმიანობას ეწეოდა, ამიტომ ერეკლე სასწრაფოდ თბილისში დაბრუნდა, ტოტლებენი კი იმერეთში გადავიდა.

ასპინძაში 'ასპინძის ბრძოლის' დღე აღნიშნეს

[sknews.ge]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

31.05.2020 კორონავირუსი და ქრონიკური დაავადებები - ინფოგრაფიკა

31.05.2020 ‘სომხეთიც და საქართველოც უნდა ვიყოთ მზად, დავეხმაროთ ერთმანეთს’ - ფაშინიანo

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

'ასპინძის ბრძოლიდან' 250 წელი გავიდა
246 წელი ასპინძის ისტორიული ბრძოლიდან
ასპინძაში,  'ასპინძის ბრძოლის' დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა
სამცხე–ჯავახეთში 9 აპრილის მემორიალები ყვავილებით შეამკეს [Photo]
ასპინძაში, სოფელ დამალაში "ცოტნეობა" აღინიშნება
ასპინძაში ცოტნე დადიანის ხსენების დღე ღონისძიებით აღინიშნა
სამცხე –ჯავახეთში აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალები ყვავილებით შეამკეს