FM97.5 / LIVE

საქმე, რომლის ფასიც ‘ღმერთმა იცის’ [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება, SK TV 20.04.2019
მათ ვერ ჰკითხავ, მოსწონთ თუ არა საკუთარი სამუშაო. მათ არც პროფესიული დღესასწაული აქვთ და ვერც „საუკეთესოს“ სტატუსს მიიღებენ როდისმე. ისინი აკეთებენ საქმეს, რომელიც ყველას სჭირდება, მაგრამ არავის სიამოვნებს.

საქმე, რომლის ფასიც ‘ღმერთმა იცის’ [ფოტო/ვიდეო]

ახალციხეში ორი სასაფლაოა - ერთი რაბათში, მეორე კი „ბოშამაილას“ დასახლებაში. თითოეულს თითო მესაფლავე ჰყავს. ისინი არიან სასაფლაოს მომვლელებიცა და დარაჯებიც. სამუშაო გრაფიკი არ აქვთ - მუშაობა ყველანაირ ამინდში, ნებისმიერ დღეს და დღის ნებისმიერ მონაკვეთში უწევთ.
ბარი, ლომი, წერაქვი და ნიჩაბი – მათი სამუშაო იარაღებია.

ოლა




მზისგან გადახუნებული ტყავის ქურთუკი და ზამთრის თბილი ფეხსაცმელი აცვია, თმასა და წვერში ჭაღარა შეჰპარვია, შრომისგან გაუხეშებული ხელები და გადაღლილი სახე აქვს - ის რაბათის სასაფლაოს ერთადერთი მესაფლავე, 55 წლის ავთანდილ-ოლა ტაბატაძეა.

სასაფლაოზე 1990 წლიდან მუშაობს, ჯერ დამხმარე იყო, უკვე 12 წელია მესაფლავე და დარაჯია. გაჭირვებამ აიძულა.

„რა შეჩვევა უნდოდა, სოფელში დაბადებული, გაზრდილი კაცი ვარ“, - გვეუბნება ოლა და იქვე ამატებს, - „რაც დავიბადე, “ლაფატკა” არ მომცილებია გვერდიდან“.

საფლავს მარტო თხრის. ხან თიხიანი მიწა ხვდება, ხან ქვა და ლოდი.

„დაბრკოლება მოთხრის დროსაა, მიწა მაგარია და გინდა თუ არა მაინც უნდა გააკეთო. ზოგან ადგილებია, სადაც ნასახლარები იყო. ზოგჯერ ისეთი ადგილის გათხრა მიწევს, სადაც კედელია".

სასაფლაოზე ტექნიკით ვერ შეხვალ, შესაძლოა სხვა საფლავი დააზიანო, ამიტომ ყოველთვის ხელით თხრის. ზოგჯერ სამი დღეც კი სჭირდება.
ერთხელ, ზაფხულში, დაღლილს ცოტა დასვენება გადაუწყვეტია, იქვე საფლავში, კედელს მიყრდნობია და ჩასძინებია. სასაფლაოს დირექტორს გაუღვიძებია დილით.

„დაღლილი კაცი ხან საფლავში დაიძინებს, ხან ხის ძირას. დაბნელდება და წასვლაც რომ დაგეზარება შეიძლება ჩამოჯდე და დაგეძინოს“.

ნათესავების დაკრძალვისას თვითონ არ მუშაობს, – „არ შეიძლებაო, ასე იძახიან, პირველი ბარი უნდა დაარტყაო და დანარჩენი სხვამ უნდა გააკეთოსო“.

„90-იან წლებში საფლავების ძარცვის ფაქტები ხშირი იყო“, - იხსენებს ოლა, - „ალუმინისა და რკინის გალავნებს იპარავდნენ, მას შემდეგ ასეთი რამ აღარ მომხდარა. ზოგს რიდი აქვს, ზოგს ეშინია და ვერ ეკარება“.

მძიმე შრომას იოლად მიეჩვია, ბევრად რთული იმ აუხსნელ შფოთთან შეჩვევა აღმოჩნდა, რომელიც პირველი საფლავის გათხრისას დაეუფლა. უკვე კარგა ხანია, ყოველი დაკრძალვის შემდეგ თითქმის უემოციოდ მიდის სახლში. ყველა საფლავი ახსოვს, რომელიც კი დღემდე გაუჭრია, მათ შორის ისეთიც, ყველაზე „მძიმე გასათხრელი“ რომ აღმოჩნდა.

ანაზღაურებას საფლავების მიხედვით იღებს - ერთი საფლავი 60 ლარი ღირს, თვეში ხან 120, ხან 200 ლარი გამოსდის. კითხვაზე, რამდენად უფასდება შრომა, ამბობს, რომ „ღმერთმა იცის“.

ანდრანიკი




ახალციხის „ბოშამაილას“ სასაფლაოზე 58 წლის ანდრანიკ გევორქიანი მუშაობს და ოლას მსგავსად, ისიც 16 წელია, მარტო თხრის.

ქართულად ლაპარაკი უჭირს, სიტყვა რომ ავიწყდება, რუსულს იშველიებს. გვიყვება, რომ ცოტა ხნით რუსეთშიც ცხოვრობდა. სამუშაოდ წავიდა, ცოტა ფული დააგროვა და დაბრუნდა ახალციხეში. მეორედ წასვლაც უნდოდა, თუმცა ოჯახმა აღარ გაუშვა, „პენსიონერი ხარო“.

„დავრჩი აქ და რა გავაკეთო. ეს რომ არ იყოს, პურის ფული საიდან უნდა ვიშოვო?!“, - სქელი, შეჭაღარავებული წარბების ქვემოდან გვიყურებს და პასუხს არც ელოდება. მომცრო ტანის, ჯან-ღონიანი კაცია, თეთრი წვერითა და დახეთქილი ხელებით.
სასაფლაოზე ისიც უმუშევრობამ მიიყვანა.

არ ახსოვს, ვისთვის გათხარა პირველი საფლავი. აღარც ითვლის უკვე მერამდენეა, - „მიჩვეული ვარ, არაფერი გრძნობა აღარ მიმყვება. ჩემი სამუშაო ესააა“.

„ბოშამაილაზე“ მიწა რაბათთან შედარებით რბილია, ამიტომ თუ ზამთარი და ყინვები არ არის, ერთი დღეც ჰყოფნის.

საქმე, რომლის ფასიც ‘ღმერთმა იცის’ [ფოტო/ვიდეო]
სასაფლაოს დირექტორი პავლე მაღრაძე


„ორივენი ძალიან მშრომელები არიან, არ იციან დავალების გადადება, თავის საქმეს ერთგულობენ. რთული საქმეა, მაგრამ რა ვქნათ, ვიღაცამ ხომ უნდა იმუშაოს? მარტო რაბათის სასაფლაოზე წელიწადში საშუალოდ 50-60 კაცს ვკრძალავთ“, - გვეუბნება ახალციხის ორივე სასაფლაოს დირექტორი, პავლე მაღრაძე.

ოლაც და ანდრანიკიც რაბათისა და ბოშამაილას სასაფლაოებზე უფრო მეტ დროს ატარებენ, ვიდრე შინ. გაჭირვებაში ნაპოვნი პროფესია, მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა, რომელიც დავალების გადადებას ვერ იტანს და დასვენებისა და შვებულების გარეშე ითხოვს იმ საქმის კეთებას, ყველას რომ სჭირდება და არავის რომ სიამოვნებს.

[თორნიკე ზაზაძე, ნანა ინასარიძე, ახალციხე]


20.05.2019 ‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში

14.05.2019 ახალციხის სამუსიკო სკოლის მოსწავლემ გრან-პრი მოიპოვა

13.05.2019 მიხეილ ბატიაშვილი: სექტემბრიდან მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება

13.05.2019 პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.05.2019 რატომ არ არის ახალციხეში ფეხბურთი პოპულარული [ფოტო/ვიდეო]

21.05.2019 გოგაშენი–ვარძიის დამეწყრილი გზა გეოლოგებმა შეისწავლეს

21.05.2019 რა ღონისძიებები გაიმართება 26 მაისს

21.05.2019 NDI: მოსახლოების 60%-ს გადაწყვეტილი არ აქვს არჩევნებში ხმას ვის მისცემს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

სასაფლაოს ღობეების ქურდობის ფაქტზე ახალციხეში მამაკაცი დააკავეს
ყველაზე ახალგაზრდა მეეზოვე ახალციხეში: „დედას საფლავი უნდა გამეკეთებინა, აქ მუშაობა იმიტომ დავიწყე“
ახალციხეში, სასაფლაოს ტერიტორიის ნაწილი დაიწვა
მეორე მსოფლიო ომში დაკარგული არლელი ჯარისკაცის საფლავი იპოვეს
რატომ არის საფლავები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში?
ლილი ზუმბაძე: ‘5 000–მდე  მიცვალებული გავკვეთე,  სასაფლაოზე რომ გავდივარ, მგონია მკვდრები მომდევენ’
საფლავის ადგილის თანხა ამიერიდან ახალციხის ბიუჯეტში შევა