FM97.5 / LIVE

აბასთუმანში ტუბსაავადმყოფოს დემონტაჟი მიმდინარეობს

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 19.04.2019
აბასთუმანში, იმ შენობას, სადაც 12 წლის განმავლობაში ტუბერკულუზით დაავადებულებს მკურნალობდნენ ანგრევენ. მედპერსონალი კი ახალ, ფილტვის სარეაბილიტაციო ცენტრში გადასასვლელად ემზადება.

აბასთუმანში ტუბსაავადმყოფოს დემონტაჟი მიმდინარეობს

აბასთუმანში ტუბსაავადმყოფოს შენობის ნაწილი უკვე დანგრეულია. ტერიტორიაზე, სადაც მძიმე ტექნიკა მუშაობს, „სამხრეთის კარიბჭე” არ შეუშვეს. აქ ადგილს სასტუმროს ასაშენებლად ამზადებენ.

„ჯერ პროექტი ჩვენ არ გვაქვს, რომ ზუსტად ვიცოდეთ როგორი იქნება შენობა, მაგრამ თანამედროვე და გრანდიოზული სასტუმრო რომ იქნება, ეს ვიცით“, – გვითხრეს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში.

აბასთუმანში ტუბსაავადმყოფოს დემონტაჟი მიმდინარეობს

15 თებერვლას ტუბსაავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია აქუციონის წესით მართლაც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა ოფშორში რეგისტრირებულმა კომპანიამ იყიდა. 16004.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც ერთი შენობა–ნაგებობაა განთავსებული, 2974.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ნანგრებვი, ასევე, 4607.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 3 485 000 ლარად შპს „სანაპიროს ხედმა“ შეიძინა. მისი 100%–იანი წილის მფლობელი სააქციო საზოგადოება „ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელია“. ეს კომპანია პანამაშია რეგისტრირებული. რაც შეეხება მის ივანიშვილთან კავშირს, ამის შესახებ 2017 წელს, თბილისში იპოდრომთან დაკავშირებული საკითხების დროს გაირკვა. ოთხ ზონად დაყოფილ ტერიტორიას იპოდრომთან შპს „ინვესტალ კაპიტალი“ ფლობს, „ინვესტალ კაპიტალის“ 100%–იანი წილის მფლობელი კი სწორედ სააქციო საზოგადოება „ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელია“.

აბასთუმანში ტუბსაავადმყოფო პაციენტებისთვის სამკურნალოდ მარტში, მანამდე დაიკეტა, ვიდრე ახალ სარეაბილიტაციო ცენტრს გახსნიდნენ. საავადმყოფოში მკურნალი 25 პაციენტიდან, 18 სახლში გაუშვეს და ამბულატორიულ მკურნალობაზე გადაიყვანეს, ექვსი თბილისში ტუბერკულიოზისა და ფილტვით დაავადებულთა ეროვნულ ცენტრში, ერთი კი ფსიქიატრიულში გადაიყვანეს.

ამ დროისათვის, ახალ ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრში ეზოს მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს და შენობაში კი მალე ახალ ინვენტარს შეიტანენ. სარეაბილიტაციო ცენტრი მუშაობას სავარაუდოდ მაისის ბოლოდან დაიწყებს.

აბასთუმანში ტუბსაავადმყოფოს დემონტაჟი მიმდინარეობს

აბასთუმანში ტუბსაავადმყოფოს დემონტაჟი მიმდინარეობს

აბასთუმანში ტუბსაავადმყოფოს დემონტაჟი მიმდინარეობს

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.11.2019 ‘მომავალში უფრო ტიტულოვან ჩემპიონატებს მოვიგებ’-15 წლის ძიუდოისტი ასპინძიდან

10.11.2019 ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება

09.11.2019 ‘რუსეთის მიერ დაგეგმილი აქტი განხორციელდა’– კახა გოგიძე კინოთეატრებთან გამართულ აქციაზე

09.11.2019 ‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო დემონტაჟის შემდეგ [ფოტო]
‘დაავადებისგან თითქმის განკურნებულები იყვნენ’– ტუბის დირექტორი სახლში გაშვებულ პაციენტებზე
აბასთუმანის ტუბსაავადმყოფო ისე დაკეტეს, რომ ჯერ ახალი არ გაუხსნიათ
აბასთუმანში ‘ცისარტყელას’ მიმდებარე ტერიტორია ნახევარ მილიონად იყიდება
აბასთუმანში ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის მენეჯერი კახა ბერიძე იქნება
აუქციონზე კურორტ აბასთუმანში სამი მიწის ნაკვეთი 584 000 ლარად გაიყიდა
პრეზიდენტი აბასთუმანში ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრს სტუმრობს