FM97.5 / LIVE

ახალციხის მერია ადგილობრივებს 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვაში ჩართვას სთავაზობს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 18.04.2019
დღეს, 18 აპრილს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის პროექტის „დაგეგმე შენი ბიუჯეტი“ პრეზენტაცია გაიმართა. ადგილობრივი თვითმმართველობა მოქალაქეების მიერ ინიცირებული წარმატებული იდეის განხროციელებისთვის, მომავალი წლის ბიუჯეტში 50 000 ლარს განსაზღვრავს.

ახალციხის მერია ადგილობრივებს 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვაში ჩართვას სთავაზობს

დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც სამუსიკო სკოლაში გაიმართა, ახალციხის მუნიციპალიტეტში მაცხოვრებლებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს პროექტის დეტალები გააცნეს. მოქალაქეებს საპროექტო იდეების წარდგენა და მათთვის ხმის მიცემა ელექტორნულად შეუძლიათ.

„გვინდა ბიუჯეტის ფორმირებისას მოქალაქეები ბოლომდე ჩართულები იყვნენ. ბიუჯეტი მოსახლეობასთან ერთად უნდა დაიგეგმოს, ისეთ ადამიანებთან ვისთვისაც სულ ერთი არ არის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტები“, – განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გურამ მელქიძემ.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დაინტერესებულ პირს იდეის გამოგზავნა სისტემა "ვოლისზე" 22 აპრილიდან პირეველ ივლისამდე შეეძლებათ. რვა ივლისამდე სამი კრიტეტიუმის მიხედვით გადაარჩევენ, შემდეგ კი ხმის მიცემა დაიწყება. ხმის მიცემა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებისმიერ პირს მხოლოდ ერთხელ შეუძლია. გამარჯვებული იდეის ავტორი 15 ოქტომბერს გამოვლინდება.

„სამი კრიტერიუმი გვექნება გასათვალიწინებელი, იდეა მუნიციპალიტეტის ტერიტორიას უნდა ეხებოდეს, ასევე, უნდა შედიოდეს ჩვენი მერის კომპეტენციაში და მისი განხორციელება არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს“, – განმარტავს გურამ მელიქიძე.

პროექტი, რომელიც მეორე წელია ხორციელდება ახალციხის მოქალაქეებს ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში უშუალო მონაწილეობის, მათთვის მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული საკითხების და საჭიროებების წარმოჩენისა და განხორციელების რეალურ შესაძლებლობას აძლევს.

გასულ წელს ყველაზე მეტი ხმა „ზდასრულთა განათლების ცენტრის“ ხელმძღვანელის თამარ კაპანაძის იდეამ დააგროვა, რომელიც ქალაქის ტერიტორიის გამწვანებას ისახავდა მიზნად. ხეების დარგვის პროცესი რამდნეიმე დღის წინ დაიწყო.

„ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა შეძლეს, რომ რეალურად მიეღოთ მონაწილეობა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში. ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას და იმედი მაქვს, რომ მომავალი წლების განმავლობაში უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება“, – ამბობს დემოკრატიული მმართველობის პროექტის ხელმძღვანელი ლევან სამადაშვილი.

სისტემა "ვოლისი" USAID GGI-ს, IDFI-ს და ესტონეთის "ელექტრონული მმართვლობის აკადემიის" მხარდაჭერით ამოქმედდა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

'დაგეგმე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი', პროექტის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება [R]
ახალციხის მერია 40 პროექტიდან იმას განახორციელებს, რომელსაც ხალხი მისცემს ხმას
სამოქალაქო ინიციატივებისთვის ხმის მიცემის პროცესი დაიწყო
რაში დახარჯავს ახალციხის მერია მომავალ წელს ფულს – ბიუჯეტის განხილვა
‘დაგეგმე შენი ბიუჯეტი’ – ინოვაციური პროექტი ახალციხელებისთვის ®
ახალციხის მერია ახალგაზრდებისთვის კონკურსს აცხადებს
კვირის აქცენტი: ‘დაგეგმე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი’ [ვიდეო]®