FM97.5 / LIVE

ფინკა ბანკის და 'აგროსფეროს' სპეციალური შეთავაზება ფერმერებს [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 18.04.2019
2019 წლის 17 აპრილს, ფინკა ბანკსა და და ფერმერთა სერვის ცენტრების ქსელ “აგროსფეროს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობა ითვალისწინებს ექსკლუზიურ პირობებს აგრო სესხზე, რომლის საპროცენტო განაკვეთი 2%-დან (ეფექტური 2.68%-დან) განისაზღვრა.

ფინკა ბანკის და 'აგროსფეროს' სპეციალური შეთავაზება ფერმერებს [R]

ფინკა ბანკის აგრო სესხის ექსკლუზიური პირობებით ისარგებლებენ ის ფერმერები, რომლებიც “აგროსფეროს” მაღაზიათა ქსელში შეიძენენ სასოფლო-სამეურნეო აღჭურვილობას და მასალებს, მცენარეთა დაცვის საშუალებებს, სასუქებს, სათესლე მასალას და სხვა წარმოდგენილ პროდუქციას.

აგრო სესხის ვადა 6-დან 15 თვემდეა, სესხის თანხა 4 501 ლარიდან 60 000 ლარამდე, 10 000 ლარამდე სესხის მიღება შესაძლებელია მომხმარებელთან ადგილზე ვიზიტის გარეშე, აგრო სესხის დამტკიცების და გაცემის საკომისიო - 0%.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ფინკა ბანკის საკრედიტო მიმართულების ხელმძღვანელმა ირაკლი აბაშიძემ და “აგროსფეროს” ასორტიმენტის მართვისა და განვითარების დირექტორმა მიხეილ გაგუნაშვილმა.

„აგრო სესხზე მომხმარებელს ვთავაზობთ ექსკლუზიურ პირობებს და გვაქვს მართლაც უპრეცედენტოდ დაბალი პროცენტი - წლიური 2%-დან (ეფექტური 2.68%-დან), რაც დიდი შეღავათია ჩვენი ფერმერებისთვის. ეს არის შესაძლებლობა მარტივად შეიძინონ მეურნეობისთვის საჭირო როგორც ინვენტარი, ისე მასალები. მომხმარებლებს სესხის აღება შეუძლიათ სწრაფად და მარტივად, დამატებითი პროცედურების გარეშე“ - აღნიშნავს ირაკლი აბაშიძე.

„აგროსფეროს“ ასორტიმენტის მართვისა და განვითარების დირექტორი მიხეილ გაგუნაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს შეთავაზება სწორედ გაზაფხულზე იწყება, რადგან ეს პერიოდი ფერმერებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. „აგროსფეროში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს და ექსკლუზიური პირობებით ფერმერებს საშუალება ექნებათ შეიძინონ მათთვის საჭირო მცენარეთა დაცვის საშუალებები, სასუქები, სათესლე მასალა, აგროტექნიკა, აგროინვენტარი, წვეთოვანი მორწყვის სისტემები, ასევე მეღვინეობის დანადგარები, ფილტრაციის სისტემები, მუხის კასრები, დამხმარე მასალები და ა.შ.“

ფინკა ბანკი უკვე 20 წელზე მეტია მომსახურებას უწევს მცირე და საშუალო მეწარმეებს და ფერმერებს საქართველოს ყველა რეგიონში.

„აგროსფერო“ მომხმარებელს სთავაზობს წამოდგენილ პროდუქციასთან დაკავშირებულ დაგეგმვისა და მოხმარების საკითხებში პროფესიონალურ კონსულტაციას.


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

03.12.2019 ადიგენში ხანძრით დაზარალებულების დასახმარებლად დასკვნას ელოდებიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

ფინკა  ბანკის სპეციალური შეთავაზება ფერმერებისათვის - აგრო სესხი წლიური 2%-დან (ეფექტური 2.68%-დან) ®
ფინკა ბანკში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა [R]
ფინკა ბანკში სესხების პორტირების აქცია - ‘ჩვენთან უფრო იაფია’ დაიწყო ®
ფინკა ბანკის ავტო სესხი – საინტერესო სიახლე მომხმარებლებისთვის [R]
ფინკა ბანკის ახალი საკრედიტო პროდუქტები უკვე ხელმისაწვდომია [R]
ფინკა ბანკში სესხების საზაფხულო აქცია დაიწყო ®
აგროსესხი გამარტივებული პირობებით - თიბისი ბანკის ახალი შეთავაზება ფერმერებს [R]