FM97.5 / LIVE

ახალციხეს უკრაინიდან 14 ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი ეწვია

მთავარისიახლე, ეკონომიკა 17.04.2019
დღეს, 17 აპრილს, ახალციხის ციხეზე, უკრაინიდან ჩამოსული ტურისტული კომპანიების თანამშრომლებს სამხარეო ადმინისტრაციისა და თვითმმართველობების წარმომადგენლებმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი გააცნეს.

ახალციხეს უკრაინიდან 14 ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი ეწვია

შეხვედრაზე სტუმრებს ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის მერებმა საკუთარი მუნიციპალიტეტების ისტორიული ძეგლები და ტურისტული ადგილები ვიდეორგოლების საშუალებით უჩვენეს.

ელენა პიჟიკოვა უკრაინაში ერთ–ერთ დიდი ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელია. მისი აზრით სამცხე–ჯავახეთს კარგი ტურისტული პოტენციალი გააჩნია: „ძალიან მომწონს თქვენი ქვეყანა და ეს რეგიონიც. ჩვენი სააგენტო აერთიანებს სხვა პატარა სააგენტოებს და ჩვენგან იღებენ ისინი ინფორმაციას. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვვენს ტურისტებს გავესაუბროთ და ვუთხრათ თუ როგორი კარგი ქვეყანაა საქართველო და განსაკუთრებით ეს რეგიონი. ჩვენ ვურჩევთ მათ აქ ჩამოსვლას“.

უკრაინული ტურისტული კომპანიების საქართველოში ვიზიტი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ახალციხის ციხისა და მერიის თანამშრომლები უკრაინაში ტურისტულ ფესტივალზე იყვნენ.

სტუმრებმა დღეს ახალციხის ციხე და ბორჯომის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს, ხვალ ვარძიას მოინახულებენ და ზეგ უკრაინაში გაემგზავრებიან.

ახალციხეს უკრაინიდან 14 ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი ეწვია

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 ‘ეს არის სპორტსმენის არდაფასება’ - ბექა ბერძენიშვილი ახალციხის მერიაზე

12.12.2019 ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხე საერთაშორისო ტურისტული კომპანიების ყურადღების ცენტრში მოხვდა
ციხის ტერიტორიაზე დღეს ტურისტული საინფორმაციო ცენტრიც  გაიხსნება
რეწვის სახელოსნოების ფესტივალს ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები სტუმრობენ
კვირის აქცენტი: ახალციხის ტურისტული პოტენციალი [Video]
ტურისტული LightBox-ები ახალციხეში [Photo]
ვიზიტორები 101 ქვეყნიდან – როგორია სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალი
ახალციხის ტურისტულ პოტენციალს უკრაინის საერთაშორისო გამოფენაზე ეცნობიან