FM97.5 / LIVE

სოფელ ნიჯგორში პოლიციელს სცემეს

მთავარისიახლე, სამართალი 17.04.2019
ახალციხის რაიონული სამმართველოს საექსპერტო–კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომელი არსენ ასპანიძე მშობლიურ სოფელში, ნიჯგორში სცემეს. ფაქტზე ორი პირი, ამავე სოფლის მკვიდრები დააკავეს, პოლიციელი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სოფელ ნიჯგორში პოლიციელს  სცემეს

შემთხვევა სოფელში 13 აპრილს, ერთ–ერთი ბრალდებულის პ.წ–ს საცხოვრებელ სახლში მოხდა. საქმის მასალების მიხედვით პ.წ. პოლიციელს თანასოფლელთან ნ.ლ–სთან ერთად ფიზიკურად დაუპირისპირდა. ბრალდებულების ადვოკატის ნუგზარ სამარჯიშვილის თქმით, ჩხუბის მიზეზი პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობას არ უკავშირდებოდა, პ.წ–ს მასთან პირადი კონფლიქტი ჰქონდა.

112–ზე არსენ ასპანიძემ დარეკა. სამართალდამცველებმა ორივე პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. მათ ბრალი 15 აპრილს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს. 16 აპრილს კი ასპინძის მაგისტრანტმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პ.წ–ს 5 000 ლარი, ხოლო ნ.ლ–ს 4 000 ლარი შეუფარდა.

„დაპირისპირების მიზეზი ძალიან პირადული საკითხი იყო. რეალურად, პოლიციელს პ.წ. დაუპირისპირდა, ნ.ლ აშველებდა, თუმცა ისიც როგორც ჩხუბის თანამონაწილე ისე დააკავეს, რადგან ასპანიძე ამბობს, რომ ნ.ლ–ც მირტყამდაო“, – გვიყვება ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი.

ასპანიძე ამ დრომდე თბილისის ერთ–ერთ საავადმყოფოში წევს. როგორც პოლიციაში აცხადებენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. თანასოფლელების თქმით, მას შემთხვევის შემდეგ ოპერაციის გაკეთებაც დასჭირდა.

[sknews.ge]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

16.01.2020 NDI – წინა წლებთან შედარებით ეკლესიის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

თაღლითობის ფაქტზე ასპინძის რაიონში მცხოვრები მამაკაცი დააკავეს
ახალციხეში, რესტორანში მომხდარი ჩხუბის გამო, 4 პირი დააკავეს
დაუდასტურებელი ინფორმაციით, შალვა აბულაძე დააკავეს
რესტორანში ჩხუბის გამო ოთხი დაკავებულიდან, ერთს  პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს
ცოლის ცემაში ბრალდებულ პოლიციელს განაჩენი გამოუტანეს
ჟურნალისტი, რომელიც ცემაში პოლიციელს  ადანაშაულებს, მთავარი პროკურორს შეხვდა
შსს 13 საათზე საგანგებო ბრიფინგს გამართავს