FM97.5 / LIVE

‘ვანის ქვაბებს’ ილიაუნის და ფლორენციის უნივერსიტეტის მეცნიერები შეისწავლიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.04.2019
სამონასტრო კომპლექსი, ქვის ცვენის გამო 2018 წლის ოქტომბერში ძეგლთა დაცვის სააგენტომ ტურისტებისთვის დაკეტა. კლდეში ნაკვეთი 16 სართულიანი სამონასტრო კომპლექსის შესწავლა მაისიდან დაიწყება.

‘ვანის ქვაბებს’ ილიაუნის და ფლორენციის უნივერსიტეტის მეცნიერები შეისწავლიან

„კვლევა მაისში დაიწყება და ამის შემდეგ უკვე გვეცოდინება, თუ რგოგორ უნდა წარიმართოს სარესტავრაციო პროცესი და რა უნდა გაკეთდეს ძეგლის რეაბილიტაციისა და კონსერვაციის კუთხით. შესწავლის მიმდინარეობისას „ვანის ქვაბებში“ ქვათაცვენის საწინააღმდეგო სპეციალურ კონსტრუქციას დავამონტაჟებთ", - აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბექა ბარამიძე.

ძეგლს ილიაუნისა და ფლორენციის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფები ერთად შეისწავლიან. ძეგლის კვლევა წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამისთვის სააგენტოს 10 000 ლარი აქვს გამოყოფილი. კომპლექსის მრავალწლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები კი 2020 წელს დაიწყება, თუმცა დასრულების თარიღი ჯერ უცნობია.

„ჰიდროლოგიური და გეოლოგიური შესწავლა გვჭირდება, რომ ვიცოდეთ წყლის ნაკადების და კლდოვანი მასების შლის რეალური მიზეზები, ეს საშუალებას მოგვცემს საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, სამონასტრო კომპლექსის და არქიტექტურული ნაგებობების სრულფასოვან რეაბილიტაციას შევუდგეთ“, - ამბობს ბარამიძე.

ისტორიულ კომპლექსში განსაკუთრებით რთული მდგომარეობა გამოქვაბულებშია, აქ ეროზირებული კლდის ფენები ყოველდღიურად იშლება. კომპლექსის ტერიტორიაზე ორი, იოანე ნათლისმცემლისა და წმინდა გიორგის სახელობის ტაძრებია.

ვანის ქვაბები VIII-XVI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და კულტურის ძეგლია. ის ასპინძიდან 27 კმ-ში სოფელ თმოგვის სამხრეთ-დასავლეთით, ზღვის დონიდან 1 386 მეტრზე მდებარეობს.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


23.07.2019 ‘ტექსტი ბავშვის ინტერესთან ახლოს უნდა იყოს’ - შეფასებები 'დედაენის' სკოლაში დაბრუნებაზე

22.07.2019 ეროვნულები ლიტერატურის გამოცდით გრძელდება

21.07.2019 ახალციხის მეხუთე სკოლის ჩამონგრეულ გალავანზე პასუხისმგებლობას მერია იღებს

19.07.2019 პედაგოგები უცხო ენებისა და ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.07.2019 ვიზიტორები 101 ქვეყნიდან – როგორია სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალი

22.07.2019 ‘საიდან იცის გამოძიების დეტალები?’– ბაღების დირექტორი ენზელ მკოიანს უჩივლებს

22.07.2019 ტემპერატურა იკლებს – როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში

22.07.2019 აგარების მონასტრამდე მისასვლელ გზაზე გადაადგილება შეზღუდულია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

‘ვანის ქვაბები მხოლოდ ნაწილობრივ უნდა დაიკეტოს’ –  მონასტრის წინამძღვარი [Photo/Video]
ვანის ქვაბები ტურისტებისთვის დაიკეტა
რა დახვდებათ ახალი ტურისტებს ვანის ქვაბებში [Photo/Video]
მონასტრის წინამძღვარმა ვანის ქვაბებში მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ჩასვა [Photo]
ვანის ქვაბებში კედლის ამოშენებაზე ნებართვა 2012 წელს გაიცა
‘მეტალოპლასტმასის ფანჯრებზე პასუხისმგებლობას ვიღებ, კედელი სააგენტომ ამოაშენა’ – მონასტრის წინამძღვარი
ვარძიის გადარჩენისთვის 4–წლიანი პროექტი დაიწყო