FM97.5 / LIVE

ქაღალდი, მინა, პლასტმასი და მეტალი – ნარჩენების დახარისხება სავალდებულო ხდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 17.04.2019
სამცხე–ჯავახეთის ექვსივე თვითმმართველობამ მუნიციპალური ნარჩენების გადამუშავების ხუთწლიანი გეგმა შეიმუშავა. 2019 წელს მათ ნარჩენების სეპარირების წესი უნდა დანერგონ,2020 წლიდან კი განხორციელება დაიწყონ.

ქაღალდი, მინა, პლასტმასი და მეტალი – ნარჩენების დახარისხება სავალდებულო ხდება

2020 წლიდან, საქართველო ნარჩენების გადამუშავების ახალ მოდელზე გადავა, ამიტომ მომავალ წლამდე, ყველა მუნიციპალიტეტი უნდა აღიჭურვოს ინვენტარითა და შესაბამისი ტრანსპორტით, ასევე, ამ სიახლის შესახებ თვითმმართველობების წარმომადგენლებმა მოსახლეობას ინფორმაცია უნდა მიაწოდონ.

ნარჩენების სეპარირება, ანუ დახარისხება, სახლებიდან დაიწყება. ნაგვის მოსაგროვებლად ოთხი სხვადასხვა ყუთი იქნება საჭირო, რადგან ქაღალდი–მუყაოს, მინის, პლასტმასისა და მეტალის ცალცალკე განთავსება სავალდებულო იქნება. ოთხი სხვადასხვა კონტეინერი დაიდგმება ქუჩაშიც, სეპარირებულ ნარჩენს კი გადამამუშავებელ საწარმოში მუნიციპალიტეტი შესაბამისი ნაგავმზიდებით გაიტანს.

„თავიანთ სახლებში დაახარისხებენ თუ არა ნარჩენებს, ეს მოქალაქეების თვითშეგნებაზე იქნება დამოკიდებული. წელს მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება სწორედ იმისათვის, რომ ხალხს ამის შესახებ შევატყობინოთ“, – ამბობს გარემოს დაცვის სამინისტროს ნარჩენების მართვის სამმართველოს წარმომადგენლი ქრისტინე ვარდანიშვილი.

ამ დროისთვის ქვეყანაში ოთხივე ტიპის, ქაღალდი–მუყაოს, მინის, პლასტმასისა და მეტალის გადამამუშავებელი საწარმოები მუშაობს. რაც შეეხება სხვა ტიპის ნარჩენებს, მათ ისევ ნაგავსაყრელებზე განათავსებენ. თუმცა, 2024 წლამდე ყველა რეგიონში მხოლოდ ერთი ნაგავსაყრელი იმუშავებს, დანარჩენებს კი დახურავენ.

ნარჩენების შეგროვებასა და დამუშავებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, მთავრობის დადგენილებითაა – „მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ – განსაზღვრული.

სიახლეების დასანერგად კი მუნიციპალიტეტებმა ნარჩენების გადამუშავების ხუთწლიანი გეგმა შეიმუშავეს, რეკომენდაციებისთვის დოკუმენტი გარემოს დაცვის სამინისტროს გადაუგზავნეს და უკან დაბრუნებული ვერსია საკრებულოებში დაამტკიცეს.

მაგალითად, ახალციხის მუნიციპალიტეტმა მოსამზადებელი სამუშაოები, რაც სხვადასხვა ქუჩაზე კონტეინერების და მცირე ზომის ურნების დამონტაჟებას გულისხმობს, თებერვლიდან დაიწყო. გეგმის მხიედვით, მათ ეტაპობრივად უნდა აღმოფხვრან სტიქიური ნაგავსაყრელებიც. მოსახლეობასთან გამართონ საინფორმაციო შეხვედრები, ჩაატარონ ტრენინგები და ასევე, შეიმუშაონ ნარჩენების შეგროვების ოპტიმალური მარშრუტების განრიგი და რუკა, სადაც განთავსდება კონტეინერები.

ახალციხის მერიიდან წერილობით მიღებული ინფორმაციის მიხედვით, პირველ ეტაპზე სეპარირება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასა და ახალციხის ციხეზე დაიწყეს. მერიას შენობიდან ქაღალდის გადამამუშავებელ საწარმოში გატანას ინდივიდუალური მეწარმე თემურ თაბუნიძე, ციხიდან პლასტმასის გატანას კი არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავიშრი“ უსასყიდლოდ უზრუნველოფს.

ახალციხის მერიაში ამბობენ,რომ სეპარირებისათვის შესაბამის კონტეინერებსა და ტრანსპორტს მათ ცენტრალური ხელისუფლება გადასცემთ, თუმცა როდის ეს ჯერ უცნობა, მანამდე კი ადგილობრივებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს გამართავენ.

ახალციხის მსგავსად ჯერ მხოლოდ ქაღალდის სეპარირება დაიწყეს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებმაც.

გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად, თბილისსა და რეგიონებში ნარჩენების სეპარირების სკთხზე აქტიურად მუშაობს, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი. მისი წარმომადგენელი კახა რუხაია ამბობს, რომ მუნიციპალიტეტებში გაწერილი გეგმების ბოლომდე მისაყვანად აუცილებელია ფინანსური რესურსი: „ამისთვის სახელმწიფომ ინვესტიციები უნდა მოიზიდოს“.

მისივე თქმით, ნარჩენების გადამუშავებისთვის გეგმის ასამოქმედებლად როგორც თვითმმართველობის, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობისა და მეწარმეების კომპლექსური ჩართულობაა საჭირო.

საქართველომ ნარჩენების მართვის სეპარირების წესის დანერგვაზე ვალდებულება ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების დოკუმენტზე ხელისმოწერისას აიღო.

ახალი მოდელის ამოქმედების შემდეგ, მუნიციპალური ნარჩენების მართვას „ნარჩენების მართვის კოდექსი“ დაარეგულირებს და კანონდამრღვევები სწორედ აღნიშნულის მიხედვით დაჯარიმდებიან.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.09.2020 26 სექტემბერი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეა

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

25.09.2020 რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს

25.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვნებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველო მყარი ნარჩენების სეპარირება-გადამუშავებაზე გადადის
მუნიციპალიტეტებმა  ნარჩენების მართვის 5- წლიანი გეგმა უნდა შეიმუშავონ
ნარჩენების მართვის უწყებათაშორისი საბჭოს პირველი შეხვედრა
ნარჩენების მართვა – დისკუსია ახალციხეში
გარემოს დაბინძურებისთვის 15 იანვრიდან ჯარიმები ამოქმედდება
რა წერია ახალციხის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის გეგმაში
ახალციხეში ნარჩენების მართვაზე იმსჯელებენ