FM97.5 / LIVE

პავლე ათუნაშვილი ვალეში მესხური ოდის რეაბილიტაციისთვის ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.04.2019
ვალეში მცხოვრები პავლე ათუნაშვილი პაპისეული მესხური ოდის გადარჩენას ითხოვს. ოდას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ აქვს, თუმცა ორ საუკუნეზე მეტს ითვლის და სიძველისგან ნაწილი ჩამოშლილია.

პავლე ათუნაშვილი ვალეში მესხური ოდის რეაბილიტაციისთვის ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

58 წლის პავლე ათუნაშვილმა ბავშვობა ვალეში, დედის წინაპრებისგან დატოვებულ, ჩიტაშვილების ოდაში გაატარა. სულ რამდენიმე წლის წინ, სახლი მოშორებით აიშენა და ოჯახთან ერთად იქ გადავიდა. ახლა მიწურ სახლში, მხოლოდ მესხური დარბაზია შემორჩენილი, რომელსაც პატარა ბუხარი და მერცხლისბუდისებური ჭერი აქვს. სახლის სხვა ნაწილი, მაგალითად ე.წ. ფურნის სახლი დანგრეულია. უკვე სულ დაინგრა ამ ოდის გვერდით მდებარე შედარებით პატარა მიწური სახლი, სადაც პავლე ათუნაშვილის ძმა ცხოვრობდა. ამიტომ ვიდრე მისი ოდაც იგივე ბედს გაიზიარებს, ათუნაშვილი სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს.

„რამდენიმე დღის წინ იყვნენ მოსულები, არ ვიცი მგონი ძეგლთა დაცვიდან, დაათვალიერეს და წავიდნენ. მინდა, რომ აღადგინონ, ამას დიდი ფული სჭირდება. ამიტომ მზად ვარ, ეს ოდა ძეგლთადაცვის სააგენტოსაც გადავცე“, – ამბობს პავლე ათუნაშვილი.

მისი ოდა ვალეში ახალციხის მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

„ყოველ წელს ვამოწმებთ მუნიციპალიტეტში არსებული ოდების მდგომარეობას, თან მახლდა ძეგლთა დაცვის სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი. მოვინიშენთ ყველა ოდის მდგომარეობა“, – ამბობს ახალციხის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი რეზო ანდღულაძე.

კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოში გვითხრეს, რომ „დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, მათ დარბაზების რეაბილიტაციის გეგმა რეგიონში არ აქვთ“.

პავლე ათუნაშვილი კი აცხადებს, რომ ოდა ერთ წელში შესაძლოა საერთოდ დაინგრეს: „ასეც რომ არ იყოს, მეზობლები მეუბნებიან, რომ ბავშვები თამაშობენ ზევიდან და შეიძლება ჩავარდნენ ნანგრევებში, ან შიგნით შევიდნენ და თავზე ჩამოენგრეთ, ისინიც მართლები არიან, როდემდე შეიძლება იყოს ასე?!“.

ვალეში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მხოლოდ ორ მესხურ ოდას აქვს. სხვა მიწური სახლების დიდი ნაწილი დანგრეულია, ნაწილი კი ნგრევის პირასაა.

პავლე ათუნაშვილი ვალეში მესხური ოდის რეაბილიტაციისთვის ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

პავლე ათუნაშვილი ვალეში მესხური ოდის რეაბილიტაციისთვის ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

პავლე ათუნაშვილი ვალეში მესხური ოდის რეაბილიტაციისთვის ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

პავლე ათუნაშვილი ვალეში მესხური ოდის რეაბილიტაციისთვის ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

პავლე ათუნაშვილი ვალეში მესხური ოდის რეაბილიტაციისთვის ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


20.05.2019 ‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში

14.05.2019 ახალციხის სამუსიკო სკოლის მოსწავლემ გრან-პრი მოიპოვა

13.05.2019 მიხეილ ბატიაშვილი: სექტემბრიდან მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება

13.05.2019 პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.05.2019 რატომ არ არის ახალციხეში ფეხბურთი პოპულარული [ფოტო/ვიდეო]

21.05.2019 გოგაშენი–ვარძიის დამეწყრილი გზა გეოლოგებმა შეისწავლეს

21.05.2019 რა ღონისძიებები გაიმართება 26 მაისს

21.05.2019 NDI: მოსახლოების 60%-ს გადაწყვეტილი არ აქვს არჩევნებში ხმას ვის მისცემს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

‘რაბათში აღმოჩენილი აბანოები არ დაუზიანებიათ’ – მერიის ძეგლთა დაცვის სამსახური
მესხურ ყველ 'ტენილს' არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ორსაუკუნოვანი მესხური დარბაზები ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]
ნიკოლოზ ანთიძე: ‘სააგენტო შეისწავლის აქვს თუ არა მოხეს შენობას კულტურული ღირებულება’
‘ისტორიულ აბანოებთან დაკავშირებით მესაკუთრესთან ხელშეკრულება გაფორმდება’ – ძეგლთა დაცვა
შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება - 17 აპრილი [Audio]
ახალციხეში ორსაუკუნოვანი ისტორიული სახლი ნგრევის პირასაა