FM97.5 / LIVE

‘რეგიონებში საშინელი სოციალური მდგომარეობაა’– ფოფხაძის პოლიტიკური გეგმები

მთავარისიახლე, პოლიტიკა 16.04.2019
გედევან ფოფხაძის განცხადებით, შემოდგომამდე ჩამოყალიბდება მესამე პოლიტიკური ძალა, რომელშიც სუფთა ბიოგრაფიის მქონე ახალი სახეები გაერთიანდებიან. ამ ძალას კი 2020 წლის არჩევნებზე ის ადამიანები დაუჭრენ მხარს, რომლებსაც არც ივანიშვილი მოსწონთ და არც სააკაშვილი.

‘რეგიონებში საშინელი სოციალური მდგომარეობაა’– ფოფხაძის პოლიტიკური გეგმები

„ქართული ოცნების“ დატოვების შემდეგ გედევან ფოფხაძე საზოგადოებრივ მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ შეუერთდა. მისი თქმით მოძრაობა, რომელიც 2012 წლამდე მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს უწევდა ორგანიზებას, ისევ გააქტიურდა, ამის საჭიროება კი ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური ფონისა და „ქართული ოცნების“ შეუსრულებელი დაპირებების გამო დადგა.

„ამ მოძრაობის გააქტიურების მიზეზი მიანც გახდა სასამართლოს თემა და მურუსიძე ჩინძალაძის სიის შემოტანა პარლამენტში, თუმცა ბევრი სხვა საკითხიც დაგროვდა. საშინელი სოციალური მდგომარეობაა ქვეყანაში, რეგიონებში განსაკუთრებით. პარლამენტში რუსთაველის ქუჩიდან რომ მივიდე ჩემს სამსახურში, ტაქსით უფრო იაფი მიჯდება ვიდრე ფეხით, იმდენი ადამიანი ითხოვს მოწყალებას, რომ გვერდს ვერ აუვლი, ვიღაცას უნდა დაეხმარო“, – ამბობს გედევან ფოფხაძე.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ მმართველობაში ხარვეზები აქვს, გარდა ამისა ადამიანები, რომლებიც „ნაციონალების ზონდერები“ იყვნენ ახლა „ქართული ოცნების“ სახეები არიან: „ჩვენ არ მოგვწონს სააკაშვილთან დაკავშირებული წარსული, მაგრამ ასევე, არ მოგვწონს აწმყო, რომელიც ივანიშვილთან იქნება დაკავშირებული. ჩვენ არ გვინდა მომავალი, რომელიც შეიქმნება ამ ორი ძალის კინკლაობის ფონზე. ჩვენ გვინდა ის მომავალი, რომელსაც შევქმნით ჩვენი პრობლემების, სირთულეების, გამოწვევების პოზიტიური გააზრებით და იმის გათვიცნობიერებით, თუ რა სჭირდება ქვეყანას.

ფოფხაძის აზრით, 2020 წლის არჩევნები მესამე პოიტიკური ძალის გარეშე, ძალიან დიდ მარაზმამდე მიიყვანს საზოგადოებას: „ასეთ მოცემულობაში, როდესაც ხალხს სააკაშვილის დროინდელი უსამართლობა ახსოვს და ხედავს, რომ დღესაც კარგი არაფერი არ ხდება, ეკარგება არჩევნებზე მისვლის სურვილი. რა აიჩიოს სააკაშვილის ციხის გულაგი თუ „ოცნების“ გაუთავებელი შეუსრულებელი დაპირებები. უკვე განწყობა ისეთია, რომ საარჩევნო აქტიურობის მოტივაცია ნულდება, ეს კი აწყობს ორივე პოლიტიკურ პოლუსს. ამიტომ ჩვენ უნდა შევთავაზოთ საზოგადოებას პოზიტიური პოლიტიკური აქტიურობა, უნდა დავუსაბუთოთ ხალხს, თუ რომელ ეკონომიკურ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კუტურულ, პოლიტიკას დაუჭირონ მათ მხარი პოზიტიური აქტიურობის დონეზე“.

იგი მომავალში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას კატეგორიულად გამორიცხავს, ისევე როგორც „ქართულ ოცნებასთან“. ამბობს, რომ ექვსწლიანი პერიოდში მმართველ გუნდს ღიად პირველად იპოთეკების საკითხზე დაუპირისპირდა: „იპოთეკური სესხები თავის დროზე ფორმდებოდა არა სესხის გარანტიად, არამედ უძრავი ქონების წართმევის მიზნით და ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალდა ამ თაღლითების მიერ. ეს იყო პირველი თემა, როდესაც მე გამოვედი და ვთქვი გამოსახლებები შევაჩეროთ, კომისია შევქმნათ გავერკვეთ მდგომარეობაში. მე ამ პოზიციის გატანის შესაძლებლობა არ მომეცა. კიდევ იყო სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც სხვადასხვა დროს გუნდისგან განსხვავებული პოზიცია მქონდა“, – იხსენებს ფოფხაძე.

მმართველი გუნდის ერთ–ერთი აქტიური და უკვე ყოფილი წევრი, ახალი პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბებისათვის იბრძოლებს: „გვინდა ჩვენი აქტურობა საზოგადოებამდე მივიტანოთ. პრინციპში ეს პროცესი დაწყებულიცაა, მოაზრეებს ვეძებთ, ვიკრიბებით და ვყალიბდებით ის ადამიანები, რომლებიც ამ პოზიციის გამზიარებლები ვართ“.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

13.06.2019 13 ივნისიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საბუთების მიღება დაიწყო

12.06.2019 ახალციხეში საგამოცდო ცენტრი პირველ საჯარო სკოლაში გაიხსნება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.06.2019 როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში

17.06.2019 ახალციხე–ასპინძის მაგისტრალზე, ავარიული მონაკვეთის მიმდებარედ, ალტერნატიული გზა გაკეთდება

17.06.2019 საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის, ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი ლარი გაიცემა

17.06.2019 'ტურისტებს საკუთარ სახლში ვმასპინძლობთ' - როგორ ჩაერთნენ ახალციხელები ტურიზმში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

გედევან ფოფხაძე 'დაიცავი საქართველოს' უერთდება
გედევან ფოფხაძე: 'ძალიან ბევრი მაქვს საზოგადოებისთვის სათქმელი'
'მიმდინარეობს 'ოცნების' 'ნაციონალიზაციის' პროცესი' – ფოფხაძე
გედევან ფოფხაძე ამომრჩეველს შეხვდა [R]
'ეს არის სწორი გადაწყვეტილება'– ფოფხაძე ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე
გედევან ფოფხაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს [R]
გედევან ფოფხაძე 'ოცნებას' ტოვებს