FM97.5 / LIVE

ადიგენში საოლქო და საარჩევნო კომისიები დაკომპლექტებულია

მთავარისიახლე, არჩევნები 16.04.2019
2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნებისთვის N38 ადიგენის საარჩევნო საოლქო და აბასთუმნის N2 საუბნო კომისიები უკვე დაკომპლექტდა. ასევე, გამოიყო ის ადგილები, სადაც სააგიტაციო მასალები შეიძლება გამოიკრას.

ადიგენში საოლქო და საარჩევნო კომისიები დაკომპლექტებულია

ადგენის საოლქო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა მაჭარაშვილი ამბობს, რომ ოლქშიც და უბანზეც კომისიის წევრები ის პირები არიან, რომლებიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იყვნენ: „თითქმის არაფერი შეგვიცვლია არჩევნებში გამოცდილი წევრები დავტოვეთ და პარტიებმა თავად შეცვალეს რამდენიმე მათგანი“.

N38 ადიგენის საარჩევნო კომისიის შემადგენლობა ასეთია:


ჯაბა მაჭარაშვილი – თავმჯდომარე, ცესკო ;

იმედა ტყემალაძე – თავმჯდომარის მოადგილე, ცესკო ;

ლელა ადოშვილი –მდივანი, ცესკო ;

თეა ბერიშვილი –წევრი, ცესკო ;

თეა დანგაძე– წევრი, ცესკო;

ქეთევან ობოლაშვილი – წევრი ცესკო (დროებითი);

ვასილ გიქოშვილი –წევრი პ/გ"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ;

ილია ფოფხაძე – წევრი პ/გ"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ;

ცირა ჭაღიაშვილი– წევრი პ/გ"ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის" ;

მირანდა კბილაშვილი – წევრი პ/გ"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო";

ნონა ჭიჭინაძე – წევრი პ/გ"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო";

მამუკა კალანდაძე წევრი – პ/გ"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო";

უკვე დამტკიცებულია აბასთუმანში იმ შენობა–ნაგებობების ნუსხა, რომლის მიხედვითაც საარჩევნო სუბიექტებს თავიანთი სააგიტაციო მასალის განთავსების უფლება აქვთ, ეს შენობა–ნაგებობებია:

დ.აბასთუმნის კულტურის სახლი, დ.აბასთუმანში არსებული საბავშვო ბაღის ღობე, დ.აბასთუმანში ზ.ფალიაშვილის, შ.რუსთაველის, ლ.ასათიანის ქუჩებზე, აღობილის, არაზინდოს და ობსერვატორიის დასახლებებში არსებული გარე განათების ბოძები.

2019 წლის, 19 მაისის არჩევნებში დაბა ადიგენის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 1 098 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.
როგორც უკვე ცნობილია, აბასთუმნის შუალედურ არჩევნებში, მხოლოდ ერთი, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. ოპოზიციურ პარტიებს და საინიციატივო ჯგუფებს არჩევნებში კანდიდატი არ ეყოლებათ.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ადიგენის საოლქო კომისია არჩევნებს შეცვლილი წევრებით ჩაატარებს
რა შემადგენლობით ჩაატარებენ არჩევნებს საოლქო კომისიები
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე სუბიექტების საარჩევნო ნომრები ცნობილია
ვინ არიან ასპინძის საოლქო კომისიის  წევრები
აბასთუმანში ბოლო დღეს ერთდროულად ცხრა კანდიდატი დარეგისტრირდა
ვინ ჩაატარებს არჩევნებს ახალციხეში – რა შეიცვალა საოლქო კომისიაში
ცესკო,12:00 საათის მონაცემები:"ოცნება"–50%,"ნაციონალები"–27%