FM97.5 / LIVE

მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრება გაუქმდა

მთავარისიახლე, განათლება 16.04.2019
მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრება გაუქმდა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრება გაუქმდა

სამინისტროში განმარტავენ, რომ ვინაიდან ზოგადი განათლების შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილების საფუძველზე საჯარო სკოლებში საატესტატო გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა, 2018-2019 სასწავლო წელს, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრების რეჟიმი აღარ იმოქმედებს და მათთვის სასწავლო წელი 20 მაისს დასრულდება.

სამინისტროს ცნობით, წელს, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 30% და მეტის გაცდენის გამო ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციის პერიოდად 21-22 მაისი, ხოლო საგამოცდო პერიოდად 23 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით განისაზღვრება. ექსტერნატის გამოცდებისთვის მოსწავლეთა რეგისტრაცია საჯარო სკოლის მიერ ელექტრონულად განხორციელდება.

რაც შეეხება ექსტერნის გამოცდებს, როგორც ცნობილია ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი გააცდინა, ის მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე ფასდება.

თავისუფალი დასწრების პრაქტიკა 2012-2013 სასწავლო წლიდან მოქმედებდა. გამომდინარე იქიდან, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი გრაფიკით, სკოლის გამოსაშვები გამოცდები სასწავლო წლის დასრულებისთანავე იწყებოდა, აუცილებელი ხდებოდა გაცდენების ზღვრულ ოდენობაზე მეტის მქონე მოსწავლეების ექსტერნატის წესით შეფასების პროცესი ამ დროისთვის დასრულებული ყოფილიყო. სწორედ ამიტომ, სამინისტროს გადაწყვეტილებით მე-12 კლასელებისთვის, ყოველწლიურად, თავისუფალი დასწრების რეჟიმი სასწავლო წლის დასრულებამდე ერთი თვით ადრე დაიშვებოდა და ამ პერიოდში მათ მიერ გაცდენილი საგაკვეთილო საათები უკვე დაგროვილი გაცდენების რაოდენობას არ ემატებოდა.

[sknews.ge]


23.05.2019 პენსიონერი მასწავლებლები სკოლის დატოვების სანაცვლოდ, ჯილდოს მიღების სურვილს გამოთქვამენ

23.05.2019 პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 24 მაისს დასრულდება

22.05.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა ტექნოლოგიურ კონკურსში საქართველოს პირველობა მოიპოვეს

20.05.2019 ‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.05.2019 ჯავახეთის დაცული ტერიტორიები ფართოვდება

24.05.2019 'ბედნიერებაა, როცა საკუთარ სკოლაზე ზრუნავ'– ეკოდამცველები ლელოვნის სკოლიდან [ვიდეო]

24.05.2019 ასპინძაში, ხუთ სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება

24.05.2019 'სამშობლოს სიყვარულს სქესი არ აქვს'– ქალი სამხედროები ახალციხის მე -13 ბატალიონიდან [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

იწყება რეგისტრაცია ექსტერნის გამოცდებისთვის
ექსტერნად გამოცდების ჩაბარების მსურველთა  რეგისტრაცია 14 თებერვლიდან დაიწყება
საქართველოს სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს
მე-12 კლასელებისთვის გამოცდების ექსტერნად ჩაბარების ვადები დადგინდა
რა შემთხვევაში მიიღებენ ატესტატს გამოსაშვებ გამოცდებში ჩაჭრილი მოსწავლეები
სკოლებში გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დაიწყება
მე–12 კლასის   გამოსაშვები გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია