FM97.5 / LIVE

მაისურაძე, სამსონიძე, გიქოშვილი – ყოფილი თანამშრომლები ახალციხის ციხის წინააღმდეგ

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.04.2019
ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული ექვსი თანამშრომლიდან ხუთს, ციხის ადმინისტრაცია ტურისტულ სეზონზე დროებით ხელშეკრულებას გაუფორმებს, მიუხედავად ამისა სამი მათგანი საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოში ჩივის.

მაისურაძე, სამსონიძე,  გიქოშვილი – ყოფილი თანამშრომლები ახალციხის ციხის  წინააღმდეგ

საქმის მწარმოებლის მაია მაისურაძის, გათბობა–გაგრილების სპეციალისტის ვეფხვია სამსონიძის და გამწვანების სპეციალისტის რეზო გიქოშვილის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე დაიცავს.

ადვოკატი ახალციხის ციხის ყოფილ თანამშრომლების სარჩელს სასამართლოში ხუთ მაისამდე შეიტანს. დღეს, 16 აპრილს კი ადგილობრივი თვითმმართველობიდან და ახალციხის ციხის ადმინიტრაციისგან იმ დოკუმენტებს გამოითხოვს, რის საფუძველზეც თანამშრომლები გაათავისუფლეს.

„განცხადებაში წერია, რომ ესენი გათავისუფლებულები არიან ოპტიმიზაციის გამო. თანამშრომლების გათავისუფლება ციხის დირექტორმა და ქალაქის მერმა კი არ უნდა გადაწყვიტოს, არამედ უნდა ჩატარდეს კვლევა, კონკურსი და სპეციალურმა კომისიამ უნდა დატოვოს საუკეთესო 40%. გარდა ამისა, ოპტიმიზაციის შესახებ ცალკე ბრძანება იწერება, რომ მაფრთხილებ ოპტიმიზაცია უნდა ჩავატაროო, ბრძანების შესაბამისად მაფრთხილებ და მე აქ ბრძანება ვერ ვნახე“, – ამბობს ირაკლი ბარძიმაძე.

ახალციხის ციხის დირექტორი დავით ტაბატაძე ექვსი თანამშრომლიდან ხუთის სამსახურში დაბრუნებას 10 მაისიდან გეგმავს, მათ ხელშეკრულებით, ტურისტული სეზონის დასრულებამდე აიყვანს.

„როდესაც ჩემთან იყვნენ შემოსულები და ვითარებაში გარკვევა ითხოვეს, მე ვუთხარი, რომ ისინი დაბრუნდებიან სამსახურში, როცა ხელშეკრულებით ავიყვან თანამშრომლებს. გუშინაც მქონდა მათთან პირადი საუბარი, დანარჩენი მათი გადასაწყვეტია. მარტო ქალბატონი მაიაა გამონაკლისი, რადგან ფიზიკურად არ არსებობს არანაირი შტატი და ადმინისტრაციაში არავინ არ გვყავს ისეთი, რომ რამე დავამატოთ ახალი, რომელიც შეესაბამება ამ პიროვნების ფუნქცია–მოვალებებს“, – ამბობს დავით ტაბატაძე.

ირაკლი ბარძიმაძე ფიქრობს, რომ დავით ტაბატაძეს ეს "დროის მოგების" მიზნით უნდა, რადგან ხუთ მაისს გასაჩივრების ვადა იწურება.

ვეფხვია სამსონიძე ახალციხის ციხეზე გახსნის დღიდან მუშაობს. როგორც თავად ამბობს, იგი ახალციხის ციხის დირექტორმა დავით ტაბატაძემ სამსახურიდან შეკამათების გამო გაათავისუფლა.

„თუ უკან უნდა დავებრუნებინე ერთი თვის გულისთვის რაღას მათავისუფლებდა სამსახურიდან?! მაშინებს, თუ ჭკვიანად არ ვიქნები, ასე მოვექცევი ყველა თანამშრომელსო?! მე მიშვებს მასთან სიტყვიერი შეკამათების გამო. ეს მოხდა შემოდგომით, კრამიტი უნდა დაგვეტვირთა. კარგი კრამიტი ცალკე ეყარა, ცუდი ცალკე, დათომ მაინც დამტვრეულიდან დაგვავალა კრამიტების ამოღება, ვუთხარი ბარემ მოგეყვანა ნაგვის მანქანა და პირდაპირ იმაზე დაგვეყარა–მეთქი, ამაზე მოგვივიდა კამათი, როგორ გამიბედე შეპასუხებაო“, – ამბობს ვეფხვია სამსონიძე და ამატებს, რომ გასული წლის კამათი ახალციხის ციხის დირექტორმა ხუთ აპრილს თავის კაბინეტში გაახსენა – „რომ შევედი რატომ მიშვებ სამსახურიდან–მეთქი, მაშინ მითხრა რომ შემეპასუხე მაგიტომო. ასე მითხარი მე მენაგვე არავარო, მაგრამ ეს სიტყვები მისთვის მე არ მითქვამს“.

ვეფხია სამსონიძე ამბობს, რომ 2012 წლიდან დღემდე არც საყვედური მიუღია და არც გაფრთხილება.

ახალციხის ციხეზე მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ თანამშრომლები გასული წლის დეკემბერში გააფრთხილეს. რეორგანიზაცია მარტის ბოლოს დასრულდა, რის შედეგადაც გაუქმდა შვიდი შტატი, ექვსი თანამშრომელი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს ექვსი თვით დააბრუნებენ
'შევეკამათე და ამიტომ გამათავისუფლეს', – ახალციხის ციხის ყოფილი თანამშრომელი
ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომლებიდან  ერთმა დაბრუნებაზე უარი განაცხადა
ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული ექვსი თანამშრომლიდან სასამართლოს ორმა მიმართა
ახალციხის ციხის ყოფილი საქმეთა მმართველი დირექტორს სასამართლოში უჩივის
ახალციხის ციხიდან ექვსი თანამშრომელი გაათავისუფლეს
‘თავს გავიმართლებ და დირექტორსაც გამოვუშვებ ახალციხის ციხიდან’– რეზო გიქოშვილი