FM97.5 / LIVE

28-30 ივნისს, ახალციხეში ‘რეწვის სახელოსნოების ფესტივალი’ გაიმართება [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 16.04.2019
28-30 ივნისს, ახალციხეში „ტრადიციული რეწვის სახელოსნოების მეორე საერთაშორისო ფესტივალი“ ჩატარდება.

28-30 ივნისს, ახალციხეში ‘რეწვის სახელოსნოების ფესტივალი’ გაიმართება [R]

საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროში „ტრადიციული რეწვის სახელოსნოების მეორე საერთაშორისო ფესტივალისადმი“ მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა. ფესტივალი, რომელიც მიზნად ტრადიციული რეწვის დარგების პოპულარიზაციას და სახელოსნოების ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას ისახავს, 2019 წლის 28-30 ივნისს, ახალციხეში, რაბათის ტერიტორიაზე ჩატარდება.

ღონისძიებას უძღვებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი ნანა დოლიძე, USAID-ის პროექტის „Zrda საქართველოში“ ხელმძღვანელის მოადგილე ქეთევან ჭუმბურიძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზუემის დირექტორი ანა შანშიაშვილი და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის დირექტორი ირინა მანია.

პრესკონფერენციაზე ისაუბრეს ფესტივალში მონაწილეობის პირობებისა და იმ მრავალფეროვანი აქტივობების შესახებ, რომელიც „ტრადიციული რეწვის სახელოსნოების მეორე საერთაშორისო ფესტივალის“ ფარგლებში გაიმართება.

მოეწყობა ადგილობრივი და საერთაშორისო ტრადიციული სახელოსნოების და ოსტატების საქმიანობის სადემონსტრაციო აქტივობები - ღია მასტერკლასები (კერამიკის ამოყვანა და მოხატვა, მეიარაღეობა, ბუნებრივი საღებავებით ღებვა, ფარდაგის ქსოვა, თელვა, ქსოვილების დაჩითვა, მუსიკალური საკრავების დამზადება და სხვა). სახელოსნოებთან განთავსდება მცირე ზომის სტენდები ტრადიციული რეწვის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვისთვის. ფესტივალის პროგრამა ასევე მოიცავს სამუზეუმო კოლექციების გამოფენებს, რეწვის ოსტატებისა და თანამედროვე არტისტების ინსტალაციებს, ინფო-ტურს ტურისტული სააგენტოებისათვის, საგანმანათლებლო პროგრამებს ბავშვებისთვის, საჯარო ლექციებს, პრეზენტაციებსა და კონცერტებს. ფესტივალის მიზანი ტრადიციული რეწვის დარგების პოპულარიზაცია და სახელოსნოების ტურისტული პოტენციალის წარმოჩენაა.

„ტრადიციული რეწვის სახელოსნოების მეორე საერთაშორისო ფესტივალი“ იმართება საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის ორგანიზებით.

ფესტივალის მხარდამჭერია: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, USAID-ის პროექტი „ზრდა საქართველოში“, GIZ/IBIS-ის პროექტი საქართველოში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და დუშეთის მუნიციპალიტეტი.

28-30 ივნისს, ახალციხეში ‘რეწვის სახელოსნოების ფესტივალი’ გაიმართება [R]


06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

05.07.2020 6 ივლისიდან პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს განაახლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.07.2020 სამცხე–ჯავახეთში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 33 მლნ ლარამდე დაიხარჯება

06.07.2020 საქართველოში ყირიმ-კონგოს 11 შემთხვევიდან 6 სამცხე-ჯავახეთშია აღრიცხული

06.07.2020 სპორტდარბაზები და საცურაო აუზები გაიხსნება

06.07.2020 სამცხე–ჯავახეთში 9 და 10 ივლისს სეტყვაა მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ტრადიციული რეწვის სახელოსნოების ფესტივალი გაიმართება
ახალციხე რეწვის სახელოსნოების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს
ტრადიციული რეწვის სახელოსნოების საერთაშორისო ფესტივალი [Photo]
რეწვის სახელოსნოების ფესტივალს ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები სტუმრობენ
ახალციხის ციხეზე ტრადიციული რეწვის ფესტივალი გრძელდება [ფოტო]
ახალციხის ციხეზე ტრადიციული რეწვის  ფესტივალი დაიწყო [ფოტო/ვიდეო]
ტრადიციული რეწვის ფესტივალი ახალციხის ციხეზე დასრულდა [ფოტო]