FM97.5 / LIVE

აბასთუმანში შუალედურ არჩევნებზე კანდიდატი მხოლოდ ‘ოცნებას’ ეყოლება

მთავარისიახლე, პოლიტიკა 16.04.2019
ადიგენში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ აბასთუმანში შუალედურ არჩევნებზე რესურსის ხარჯვას აზრი არ აქვს, რადგან ივანიშვილის მიერ წამოწყებული მშენებლობებისა და კურორტზე დარიგებული „კარმების“ შემდეგ, ხმას ყველა მმართველ პარტიას მისცემს.

აბასთუმანში შუალედურ არჩევნებზე კანდიდატი მხოლოდ ‘ოცნებას’ ეყოლება

ადიგენში, აბასთუმნის N2 უბანზე შუალედურ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ კანდიდატებს არ წარადგენენ. უკვე ამოიწურა ვადა საინიციატივო ჯგუფების მიერ დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრირებისაც. შესაბამისად, კურორტზე კანდიდატი მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ეყოლება.

როგორც ენმ–ს ადიგენის შტაბის ხელმძღვანელმა დავით ოგანეზიანმა გვითხრა, მათ უბანზე წარსადგენი კანდიდატი ჰყავდათ, თუმცა, გადაიფიქრეს: „მიზეზებზე ვერ ვისაუბრებ. გვყავდა ერთი ადამიანი შერჩეული, მაგრამ ვეღარ მოახერხა, მგონი პირადი პრობლემების გამო თუ მსგავსი“.

„ევროპულ საქართველოში“ კი თავიდანვე აცხადებდნენ, რომ კანდიდატის წარდგენას არ გეგმავდნენ.

აბასთუმანში მასშტაბური მშენებლობები გასული წლის აგვისტოს, ანუ მას შემდეგ დაიწყო, რაც აქ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად ისვენებდა. ამავე პერიოდში, ყველა ადგილობრივმა ივანიშვილისგან საჩუქრად გაზის გამათბობლები მიიღო.

[მარიამ ბარძიმაძე, ადიგენი]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.06.2019 ახალციხეს 'კინობასი' ეწვევა

26.06.2019 მძლეოსნობაში საქართველოს პირველობა ახალციხის მესამე და მეხუთე სკოლების გუნდებმა მოიპოვეს

26.06.2019 ახალქალაქში აბრებზე შეცდომით დაწერილი დასახელებები ივლისიდან შეიცვლება

26.06.2019 რა პერსპექტივა აქვს მესხურ პროდუქციას ევროპულ ბაზარზე [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

‘ბიძინამ კარმები დაარიგა, ჩვენ ხმას ვინ მოგვცემს'– ‘ევროპელებს’ აბასთუმანში კანდიდატი არ ეყოლებათ
აბასთუმანში ბოლო დღეს ერთდროულად ცხრა კანდიდატი დარეგისტრირდა
„ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატი არ ეყოლება
წინასწარი მონაცემებით, აბასთუმანში ‘ოცნების’ კანდიდატმა გაიმარჯვა
დეპუტატობის ‘უჩინარი’ კანდიდატები აბასთუმანში
აბასთუმანში, მაისში შუალედური არჩევნები გაიმართება
წინასაარჩევნო განწყობები აბასთუმანში