FM97.5 / LIVE

აზავრეთში გაფიცული მოსწავლეებისთვის ალტერნატიულ ფართს არჩევენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.04.2019
ახალქალაქში აზავრეთის სკოლის მოსწავლეებისთვის ალტერნატიულ ფართს არჩევენ, ამ ეტაპზე სოფლის კლუბი, აზავრეთში დაკეტილი სახლები და ასევე, მეზობელ სოფელში მდებარე სკოლაც განიხილება.

აზავრეთში გაფიცული მოსწავლეებისთვის ალტერნატიულ ფართს არჩევენ

ახალქალაქის მერი იური უნანიანი ამბობს, რომ აზავრეთის სკოლის ბავშვების ერთი ნაწილი ისევ სკოლაში, ოღონდ იმ კლასებში ისწავლის, რომლებშიც მდგომარეობა უსაფრთხოა, ნაწილი კი სოფლის კლუბში გადავა: „ეს საკითხები ჯერ დაზუსტებული არ არის. ახლა მთავარია, რომ ბავშვებმა სწავლა არ შეწყვიტონ“.

მისივე თქმით, სწავლის გასაგრძელებლად ალტერნატიულ ფართად სოფელში დაკეტილი სახლებიც განიხილება: „აზავრეთში ბევრი დაკეტილი სახლია, მეპატრონეები რუსეთში ცხოვრობენ და თუ საჭიროა მათ სახლებსაც ვიქირავებთ“.

ახალქალაქის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ტერეზა ჩივჩიანი ამბობს, რომ ალტერნატიულ ფართებთან დაკავშირებით მშობლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს: „სადაც არ უნდა ისწავლონ დროებითი იქნება, ამიტომ გვინდა, რომ იყოს ყველაზე სწორი ალტერნატიული ვარიანტი. განიხილება სოფელში სხვადასხვა შენობა, ასევე, სკოლა მეზობელ სოფელში“.

აზავრეთის სკოლა, რომელშიც 200-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, წლებია დაზიანებულია. აქ ცუდ მდგომარეობაშია სკოლის სახურავი, კედლები და იატაკი. მშობლები ამბობენ, რომ პროტესტს მანამდე გააგრძელებენ, ვიდრე ახალი სკოლის აშენების დაპირებას არ მიიღებენ. აქციას, რომელიც რვა აპრილს დაიწო, მხარს სკოლის ადმინისტრაციაც უჭერს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალქალაქი]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.06.2019 რა პერსპექტივა აქვს მესხურ პროდუქციას ევროპულ ბაზარზე [ფოტო/ვიდეო]

26.06.2019 კახარეთის სკოლაში ახალ საპირფარეშოს ააშენებენ

26.06.2019 აწყურის ტაძრის რეაბილიტაციას ოთხი მილიონი ლარი დაემატება

26.06.2019 'ახალციხელობის' ღონისძიებების განრიგი ცნობილია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

მეორე კვირაა მოსწავლეები აზავრეთის სკოლაში არ დადიან – პროტესტი გრძელდება
პროტესტი აზავრეთის სკოლაში - მოსწავლეები მთელი კვირაა გაკვეთილებზე არ დადიან
აზავრეთის სკოლის მოსწავლეებმა სწავლა განაახლეს
ახალციხის მერი ვეტერანებს კიდევ სამ ალტერნატიულ ფართს სთავაზობს
ჩუნჩხის დამწვარი სკოლის მოსწავლეები დროებით სხვა შენობაში სწავლობენ [Photo/Video]

ავარიული სამუსიკო სკოლა დროებით შენობას შეიცვლის