FM97.5 / LIVE

ურავლის გზაზე კლდიდან ქვები ცვივა, მერია კი ამაში საფრთხეს ვერ ხედავს [Photo/Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.04.2019
ახალციხე–ურავლის დამაკავშირებელი გზის ხუთკილომეტრიან მონაკვეთზე კლდეები დაბზარულია და ქვები ცვივა. მძღოლები საფრთხეებზე საუბრობენ, ადგილობრივ თვითმმართველობაში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება უსაფრთხოა.

ურავლის გზაზე კლდიდან ქვები ცვივა, მერია კი ამაში საფრთხეს ვერ ხედავს [Photo/Video]

ტაქსის მძღოლს გოგი დიასამიძეს ახალციხე–ურავლის მიმართულებით მგზავრები ხშირად დაჰყავს, ამბობს, რომ ამ ტერიტორიაზე გადაადგილება საშიშია, განსაკუთრებით გაზაფხულზე და მაშინ, როცა წვიმს: „ხშირად ცვივა ქვები. მინახავს ჩამოცვენილ ქვებს შორის მოყოლილი მანქანაც, ბზარები ეტყობა კლდეს, ან უნდა ჩამოვაცალოთ ის ლოდები რაც შეიძლება მოძვრეს, ან რაღაც უნდა გავაკეთოთ, რომ უსაფრთხოდ ვიმგზავროთ“.
ახალციხე –ურავლის გზაზე განსაკუთრებით საშიში, სოფელ მინაძიდან ურავლის მიმართულებით ხუთკილომეტრიანი მონაკვეთია.

„წვიმის დროს შეიძლება წამოვიდეს ნიაღვარი და ჩამოიქცეს კლდე, ის რომ მანქანას დაეცეს დაიღუპება მგზავრი. ბეტონის გზას, რომ აკეთებდნენ ეს კლდე უნდა აეფეთქებინათ და შემდეგ უნდა დაეგოთ, მაგრამ ასე არ ქნეს. ქვეყანა ფული იხარჯება ამ გზაზე, რათ გინდა ისეთი გზა თუ მსხვერპლი უნდა მოყვეს და დაიღუპოს მგზავრი. ყოველი წვიმის დროს ცვივა მორღვეული კლდეებიდან, სასწრაფოდ შესაკეთებელია“, – ამბობს მძღოლი იური გელაშვილი და ამატებს, რომ ორი წლის წინ კლდიდან მოწყვეტილი ლოდი იმ მანქანას დაეცა, რომელითაც ახალგაზრდები მგზავრობდნენ – „რესტორანში საქეიფოდ მიდიოდნენ ზემოდან ქვა დაეცა წყალში გადაისროლა და ორი დაინვალიდდა“.

მძღოლები ამბობენ, რომ გზის მიმდებარე კლდე სპეციალისტებმა უნდა შეისწავლონ: „გამოყოფილია ერთი პირი სოფელ მუსხიდან, რომელიც ასუფთავებს გზას ჩამოყრილი ლოდებიდან. რაც შეეხება ქვათაცვენას, ეს უნდა შეისწავლონ და გაარკვიონ, დღეს ჩამოვარდება თუ მომავალ წელს, თორემ ის კაცი, რომელიც გამოყოფილია ჩამოყრილ ქვებს მაშინვე წმენდს“, – ამბობს კოსტანტინე მელიქიძე.



ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, რომ გზის ამ მონაკვეთის მოვლა–პატრონობა შპს „კეთილოწყობას“ ეკუთვნის: „ურავლის ხეობაში მუდმივად ხორციელდება კონტროლი. „კეთილმოწყობის“ ერთი თანამშრომელი ახორციელებს მონიტორინგს, თუ რომელიმე ადგილზეა ჩამოშლილი მაშინვე იწმინდება. საფრთხის შემცველი ამ ეტაპზე მანდ არაფერი არ არის“.

გეოლოგები კი ფიქრობენ, რომ კლდეს დამუშავება სჭირდება: „პოლიმერული ნივთიერებით ამაგრებენ კლდეს, ეს ძალიან კარგი მეთოდია. მინიმუმამდე მცირდება კლდის ჩამოშლი რისკი. ნაპრალებში შედის პოლიმერი, მაგრდება და 25 წელი აღარაფერი სჭირდება. ის სპეციალური ხსნარია და კრისტალდება მერე. მანდ თუ რაფერი გაკეთდა საფრთხე სულ იქნება, განსაკუთრებით გაზაფხულზე“, – ამბობს გეოლოგი სანდრო თვალჭრელიძე.

ურავლის გზაზე კლდიდან ქვები ცვივა, მერია კი ამაში საფრთხეს ვერ ხედავს [Photo/Video]

ურავლის გზაზე კლდიდან ქვები ცვივა, მერია კი ამაში საფრთხეს ვერ ხედავს [Photo/Video]

ურავლის გზაზე კლდიდან ქვები ცვივა, მერია კი ამაში საფრთხეს ვერ ხედავს [Photo/Video]

ურავლის გზაზე კლდიდან ქვები ცვივა, მერია კი ამაში საფრთხეს ვერ ხედავს [Photo/Video]

ურავლის გზაზე კლდიდან ქვები ცვივა, მერია კი ამაში საფრთხეს ვერ ხედავს [Photo/Video]

კლდიდან ლოდები ცვივა ასპინძა–ახალქალაქის ცენტრალურ გზაზეც. ქვათაცვენის ფაქტები ბოლო პერიოდში გახშირდა. თებრვალში ახალქალაქის გზაზე ჩამოვარდნილი ლოდი მიკროავტობუსს დაეცა, რის შედეგადაც 50 წლის კაცი მძიმედ დაშავდა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

13.09.2019 ზარზმის რეაბილიტირებულ სკოლაში სწავლა ოქტომბერში დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

ასპინძა–ახალქალაქის ცენტრალურ გზაზე კლდიდან ლოდები ცვივა
ასპინძა–ახალქალაქის ცენტრალურ გზაზე კლდეებს მაისში გაასუფთავებენ
48 წლის კაცი, რომელსაც კლდიდან ჩამოვარდნილი ლოდი დაეცა მართვით სუნთქვაზეა
ჩუნჩხის ხიდთან 'მარშუტკას’ ლოდი დაეცა – დაშავდა ერთი პირი
ურავლის მიმართულებით მოძრაობა უკვე უსაფრთხოა
მოსახლეობა შველას ითხოვს
ასპინძა–ახალქალაქის გზაზე კლდეებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ჩამოწმენდს