FM97.5 / LIVE

თიბისის და Tbilisi Hills Golf & Residences-ს თანამშრომლობა გაფორმდა [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 15.04.2019
Tbilisi Hills Golf & Residences-ის ახლადაშენებული კომპლექსი ოფიციალურად 6 თვის წინ გაიხსნა, 13 აპრილს კი გოლფის სეზონის საზეიმო გახსნის ღონისძიება ჩატარდა.

თიბისის და Tbilisi Hills Golf & Residences-ს თანამშრომლობა გაფორმდა [R]

თიბისისა და Tbilisi Hills Golf & Residences-ს შორის არსებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში საცხოვრებელი და ინფრასტრუქტურული კომპლექსის 2 ფაზის მშენებლობა უკვე დაფინანსდა. გარდა კორპორატიული საბანკო მომსახურებისა, ბანკი მხარს უჭერს დეველოპერულ კომპანიას კონსულტაციების კუთხითაც.

კორპორატიული საბანკო მომსახურების პარალელურად, თიბისი Tbilisi Hills Golf & Residences-ს იპოთეკური ცენტრის მომსახურებასაც სთავაზობს. ექსკლუზიურად თიბისი სტატუსის მომხმარებლებისათვის Tbilisi Hills Golf & Residences-ის ვილებზე და აპარტამენტებზე ფასდაკლება გავრცელდება, განსაკუთრებული პირობები იმოქმედებს, როგორც იპოთეკურ სესხებზე, ასევე ბინის ერთიანად გადახდის შემთხვევაში.

"მოხარული ვართ, რომ საშუალება მოგვეცა საზოგადოებას ჩვენი პარტნიორობის შესახებ ვაუწყოთ. თიბისი ბანკი თავისი კორპორატიული მომსახურებით მხარში უდგას Tbilisi Hills Golf & Residences-ს. დღეიდან კი, თიბისის მომხმარებლებს მიეცემათ საშუალება ექსკლუზიურ ფასად შეიძინონ საცხოვრებელი ჩვენს უნიკალურ კომპლექსში,“ - განაცხადა სეზონის გახსნის ღონისძიებაზე „AS Skinest Group”-ის და თბილისი ჰილსის მმართველმა და მთავარმა დამფუძნებელმა ოლეგ ოსინოვსკიმ.

Tbilisi Hills Golf & Residences საცხოვრებელი და ინფრასრუქტურული კომლექსია, რომელიც 331 ჰექტარზე თბილისში, კრწანისის რაიონში მდებარეობს. კომპლექსი აერთიანებს პრემიუმ კლასის საცხოვრებელ ობიექტებს და ყველაზე დიდ გოლფის მოედანს საქართველოში. იგი მოიცავს 350-ზე მეტ ვილას, 70-ზე მეტ თაუნჰაუზს, 800-მდე აპარტამენტს და ინფრასტრუქტურულ ობიექტს.

თბილისი ჰილსი უნივერსალური კონცეფციაა, რომელიც აგებულია არა მხოლოდ ინტერიერის ესთეტიკაზე, არამედ ეკომეგობრულ კონცეფციაზეც, რაც საქართველოში დეველოპერული კომპანიებისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა. კომპლექსს აქვს 180 გრადუსიანი ხედი ქალაქზე და სუფთა ჰაერი, ხოლო გარემოს ათვისება თანამედროვეობის მოთხოვნების შესაბამისად ხორციელდება. ეს არის, როგორც საცხოვრებელი, ასევე დასასვენებელი კომპლექსის უნიკალური შერწყმა.

Tbilisi Hills Golf & Residences „AS Skinest Group“ - ის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც საქართველოში 2011 წლიდან მუშაობს. იგი მოიცავს ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორიც არის რკინიგზა, ბიზნეს-მიმართულება, ჰიდროელექტრო სადგურები ა.შ. „AS Skinest Group“ პირველი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც ქალაქის მახლობლად ცხოვრების ახალ სტილს ამკვიდრებს, სადაც იქნება სივრცე საცხოვრებლად, რელაქსაციისა და გართობისათვის.

თიბისი „AS Skinest Group“-ს მხარს უჭერს საქართველოში შემოსვლის დღიდანვე. თიბისისთვის უძრავი ქონების სფეროს განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ახლახანს ბანკმა გამოუშვა ამ სფეროს პირველი კომპლექსური ანალიზი და დეველოპერებს უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილა და მომავლის ტენდენციები გააცნო.





10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

თიბისი სტატუსის მხარდაჭერით ZEG - Tbilisi Storytelling Festival  ჩატარდა ®

Tbilisi City ახალციხეში საქველმოქედო კონცერტს გამართავს
EBRD-მა თიბისი ბანკი საქართველოში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა [R]
თიბისი GCPF–თან ერთად ჰიდრო პროექტების თანადაფინანსებას იწყებს ®

ავანგარდი:Tbilisi Open Air 2018 [Audio]
თელავში თიბისის მხარდაჭერით სასტუმრო Holiday Inn გაიხსნა ®
თიბისი კაპიტალმა FMCG სექტორის საინვესტიციო ანალიზი წარადგინა ®