FM97.5 / LIVE

ახალქალაქის კულტურის ცენტრში პრეზიდენტი დედა ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრება

მთავარისიახლე, პოლიტიკა 14.04.2019
ახალქალაქის კულტურის ცენტრში საჯარო სკოლების მოსწავლეები დედა ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მართავენ. ქართული ენის თემატიკაზე მოსწავლეებმა საკუთარი ნახატებიც გამოფინეს. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრება.

ახალქალაქის კულტურის ცენტრში პრეზიდენტი დედა ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრება

პრეზიდენტთან ერთად ღონისძიებას ესწრებიან სამცხე–ჯავახეთში მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები.

მოსწავლეები ქართული ენის შესახებ ლექსებს ყვებიან. პრეზიდენტმა მათთან ერთად კულტურის ცენტრში გამოფენილი ნახატებიც დაათვალიერა.

ახალქალაქის კულტურის ცენტრში პრეზიდენტი დედა ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრება

ახალქალაქის კულტურის ცენტრში პრეზიდენტი დედა ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრება

პრეზიდენტი სამცხე–ჯავახეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. გუშინ, 13 აპრილს, იგი რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს ახალციხეში,სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში შეხვდა და ინფრასტრუქტურული პროექტები მიმოიხილა. ამის შემდეგ პრეზიდენტი, სოფელ ღრელში მეფუტკრეს ზაზა ივანიძეს ეწვია, მოგვიანებით კი ახალგაზრდა მეწარმეებს შეხვდა. გუშინვე, საღამოს პრეზიდენტი ახალქალაქში გაემგზავრა, აქ იგი დღეს, 14 აპრილს დედა ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრება.

[sknews.ge]


17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

13.06.2019 13 ივნისიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საბუთების მიღება დაიწყო

12.06.2019 ახალციხეში საგამოცდო ცენტრი პირველ საჯარო სკოლაში გაიხსნება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.06.2019 როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში

17.06.2019 ახალციხე–ასპინძის მაგისტრალზე, ავარიული მონაკვეთის მიმდებარედ, ალტერნატიული გზა გაკეთდება

17.06.2019 საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის, ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი ლარი გაიცემა

17.06.2019 'ტურისტებს საკუთარ სახლში ვმასპინძლობთ' - როგორ ჩაერთნენ ახალციხელები ტურიზმში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

პრეზიდენტი ახალქალაქში დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება
‘თუ გინდათ მოქალაქეობა, ისწავლეთ ქართული’– პრეზიდენტი ეთნიკურ სომხებს მოქალაქეობის აღდგენაზე
პრეზინდეტი ღრელში მეფუტკრე ზაზა ივანიძეს ეწვია
პრეზიდენტი სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერებს ხვდება [Photo/Video]
‘რეგიონის განვითარება თქვენზეა დამოკიდებული’– სალომე ზურაბიშვილი ახალციხელ მეწარმეებს [Video]
ორდღიანი ვიზიტით სამცხე-ჯავახეთს საქართველოს პრეზიდენტი ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი ახალციხესა და ახალქალაქს ეწვევა