FM97.5 / LIVE

ახალციხეში, კარატეში პირველი რეგიონული ტურნირი ჩატარდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.04.2019
ახალციხემ, კარატეში პირველ რეგიონულ ტურნირს უმასპინძლა, სადაც სამცხე–ჯავახეთიდან და თბილისიდან 64 სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. ტურნირში 13 გამარჯვებული გამოვლინდა.

ახალციხეში, კარატეში პირველი რეგიონული ტურნირი ჩატარდა
კარატეში პირველი რეგიონული ტურნირი, საქართველოს შიტოკაი კარატე დოს ფედერაციის ორგანიზებით დღეს, 13 აპრილს ახალციხის სასპორტო სკოლაში გაიმართა.

ტურნირში მონაწილეობა ახალციხიდან, ადიგენიდან, ახალქალაქიდან, ნინოწმინდიდან და ბორჯომიდან 54, ხოლო თბილისიდან 10 სპორტსმენმა მიიღო.

ტურნირი ოლიმპიური სისტემით, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა და 13 გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებსაც საჩუქრად მედლები, დიპლომები და თასი გადაეცათ. ფედერაციამ მედლები და დიპლომები გადასცა, მეორე და მესამე ადგილზე გასულებსაც.

„ჩვენი მიზანია, რომ ახალგაზრდებმა ივარჯიშონ და გახდნენ კარგი სპორტსმენები. ბევრს უნდა მიაღწიონ სპორტის ამ სახეობაში. ვფიქრობთ, რომ რეგიონულ ტურნირთან ერთად შემოდგომით საქართველოს ჩემპიონატსაც ვუმასპინძლოთ“,–გვითხრა შიტოკაი კარატე დოს მესხეთის ფედერაციის ხელმძღვანელმა მამუკა ზუმბაძემ.

კარატეში პირველ რეგიონულ ტურნირს, საქართველოს შიტოკაი კარატე დოს ფედერაციის პრეზიდენტი ჯამბულ კოდუაც დაესწრო, რომელმაც პირადად გაუწია მსაჯობა ტურნირის მონაწილეებს.

„საინტერესო შეხვედრა იყო და კარგი სპორტსმენები არიან. რაღაცა ხარვეზები იყო, რაც ყველა ასეთი ტურნირის დროს არის ხოლმე, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მთვარი ის არის, რომ დღევანდელი ტურნირით, კარგ საქმეს ჩაეყარა საფუძველი“,– განაცხადა საქართველოს შიტოკაი კარატე დოს ფედერაციის პრეზიდენტმა ჯამბულ კოდუამ.

მისი თქმით, სამცხე–ჯავახეთში რეგიონული ტურნირი ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველი წლის აპრილის თვეში გაიმართება.

ახალციხეში, კარატეში პირველი რეგიონული ტურნირი ჩატარდა

ახალციხეში, კარატეში პირველი რეგიონული ტურნირი ჩატარდა

ახალციხეში, კარატეში პირველი რეგიონული ტურნირი ჩატარდა

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.05.2020 სომხეთში კოვიდინფიცირების 289 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

26.05.2020 არალი-წარბასთუმნის გზის რეაბილიტაციისთვის მილიონ-ნახევარი დაიხარჯება

26.05.2020 Google საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

25.05.2020 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი ჩატარდა
ახალციხეში ნარდის ტურნირი ჩატარდა
ბაკურიანში ‘ხსოვნის ტურნირი’ გაიმართა
ახალციხეში კრივის საქალაქთაშორისო ტურნირი გაიმართა [ფოტო]
ახალციხელმა სპორტსმენებმა მწვანე, ლურჯი და ყავისფერი ქამრები მოიპოვეს
ახალციხეში მინი–ფეხბურთის ტურნირი იწყება
შიტო-რიო კარატე–დოს ჩემპიონატში ოთხმა ახალციხელმა საპრიზო ადგილი დაიკავა