FM97.5 / LIVE

‘რეგიონის განვითარება თქვენზეა დამოკიდებული’– სალომე ზურაბიშვილი ახალციხელ მეწარმეებს [Video]

მთავარისიახლე, პოლიტიკა, ეკონომიკა 13.04.2019
სალომე ზურაბიშვილი იმ ახალგაზრდა მეწარმეებს შეხვდა, როლებმაც „აწარმოე საქართველოს ფარგლებში“ გრანტი მოიპოვეს და რეგიონში მცირე ბიზნესი წარმოიწყეს.

‘რეგიონის განვითარება თქვენზეა დამოკიდებული’– სალომე ზურაბიშვილი ახალციხელ მეწარმეებს [Video]

მეწარმეების და პრეზიდენტის შეხვედრა ახალციხის საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში, დღეს 13 აპრილს გაიმართა. შეხვედრა, რომელიც მედიისთვის დახურული იყო, დაახლოებით, ერთ საათს გაგრძელდა.



„თქვენ წარმოადგენთ იმ ფენას და იმ სფეროს, რომელიც არის აუცილებელი, როცა ჩვენ ვსაუბრობთ რეგიონების განვითარებაზე. ჩემი საარჩევნო კამპანიიდან დაწყებული აქცენტი მქონდა და ხაზს ვუსვამდი იმას, რომ რეგიონების განვთარება არის ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელი მიმართულება.

ალბათ ერთ–ერთი მიზეზი რატომაც ტოვებენ ადამიანები თავის ქვეყანას, არის ის, რომ თავიანთ რეგიონში ვერ პულობენ განვითარების პერსპექტივას. ჩვენი მთავარი ამოცანაა, თუ როგორ გამოვასწოროთ ეს მდგომარეობა. თქვენ ხართ ამ გამოწვევის გამოსწორების ერთ–ერთი საშუალება. მე ძალიან მიხარია, რომ დღეს ამდენი მცირე მეწარმე ხართ წარმოდგენილი“, – ამ სიტყვებით მიმართა ზურაბიშვილმა მცირე მეწარმეებს.

პრეზიდენტთან ერთად შეხვედრას უძღვებოდა „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილიც. მისი თქმით, პროგრამის ამოქმედებიდან, 2015 წლიან დღემდე ქვეყნის მასშტაბით 3000 მეწარმეს მისცეს გრანტი.

‘რეგიონის განვითარება თქვენზეა დამოკიდებული’– სალომე ზურაბიშვილი ახალციხელ მეწარმეებს [Video]

„ჩვენ არა მხოლოდ ვაფინანსებთ მცირე მწეარმეებს, არამედ ვზრუნავთ მათი ბიზნესგანათლების ამაღლებაზე. რომ არა ჩვენი პროგრამა, ბევრი ბინეზსიდეა განწირული შეიძლება ყოფილიყო, ეს კი ჩვენ სტიმულს გვაძლევს, რომ პროგრამა გაგრძელდეს, გაფართოვდეს და დაიხვეწოს, რათა თქვენს ინტერესებზე უფრო მეტად იყოს მორგებული“, – განაცხადა შეხვედრაზე თორნიკე ზირაქიშვილმა.

მისი თქმით, 2015 წლიდან დღემდე რეგიონის მასშტაბით 800 პროექტი დაფინანსდა, რისთვისაც 6 მლნ. ლარამდე დაიხარჯა.
მეწარმეებთან შეხვედრით სალომე ზურაბიშვილმა ახალციხეში ვიზიტი დაასრულა. ხვალ 14 აპრილს ახალქალაქში გაემგზავრება და დედაენის დღისთვის მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება. როგორც მან განმარტა ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებითაც ვრცლად ესაუბრება.



სალომე ზურაბიშვილი სამცხე–ჯავახეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. დილით, პრეზიდენტმა სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სამცხე–ჯავახეთის მერებთან და მხარის რწმუნებულთან რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მიმოიხილა. შემდეგ კი სოფელ ღრელში მცხოვრებ მეფუტკრეს ეწვია.

‘რეგიონის განვითარება თქვენზეა დამოკიდებული’– სალომე ზურაბიშვილი ახალციხელ მეწარმეებს [Video]

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


12.07.2019 კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა

11.07.2019 აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

11.07.2019 კიკიბოს სკოლას მომავალ წელსაც ერთი მოსწავლე ეყოლება

11.07.2019 პროფესიული უნარების გამოცდაზე ახალციხეში 156 პედაგოგი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.07.2019 'კორხის ეკლესიას ფიზიკური დაცვა სჭირდება' – იურისტი უნებართვო მშენებლობაზე

12.07.2019 ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს

12.07.2019 ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე - არქეოლოგიური ექსპედიცია და სტუდენტების მოგზაურობა დროში

12.07.2019 როგორი ამინდი იქნება 12-15 ივლისს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

პრეზიდენტი ახალქალაქში დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება
პრეზინდეტი ღრელში მეფუტკრე ზაზა ივანიძეს ეწვია
ნინოწმინდის მერი: ’პრეზიდენტს მოქალაქეობის აღდგენის საკითხში დახმარება ვთხოვე’
სალომე ზურაბიშვილი: მე ამ ქვეყნისთვის სტაბილურობა მინდა[R]
პრეზიდენტი სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერებს ხვდება [Photo/Video]
სალომე ზურაბიშვილი სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობას ხვდება [R]
სალომე ზურაბიშვილი: მე ვიქნები ტოლერანტობის, მრავალფეროვნების პრეზიდენტი[R]