FM97.5 / LIVE

ორსაუკუნოვანი მესხური დარბაზები ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება, SK TV 12.04.2019
აქ საკუთარი დარბაზის ასაკი თითქმის ყველამ იცის, იცის რომელია სოფლის უძველესი მესხური ოდა და ისიც, თუ რა დანიშნულება ჰქონდა მის თითოეულ დეტალს. ბალანთა ბორჯომის სოფელია, სადაც რამდენიმე 200-წლოვანი მესხური ოდა-დარბაზი განადგურების პირასაა.

ორსაუკუნოვანი მესხური დარბაზები ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

სოფელი ბალანთა, ბორჯომის ცენტრიდან 70 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1860 მეტრზე მდებარეობს. გაზაფხულია, მაგრამ გზაზე ჯერ კიდევ დიდთოვლობაა, ამიტომ სოფელში ბორჯომიდან ვერ ახვალთ. ჩვენც იძულებული გავხდით, ბალანთამდე მისასვლელად, 125 კილომეტრიანი მარშრუტი აგვერჩია და გზად ახალქალაქის ათამდე სოფელი გაგვევლო.

მაშ შემდეგ, რაც სოფლამდე დარჩენილი 20 კილომეტრიანი დანგრეული გზაც გავიარეთ, ბალანთაში ძველებურ მიწურ სახლებსა და ხავსმოკიდებულ ქვის ღობეებს მივადექით.

აქ 50–მდე ორსაუკუნოვანი მიწურია – მიწის სიღრმეში გამოკვეთილი ქვისკედლებიანი და მიწის სახურავიანი ნაგებობები, მესხური დარბაზებით, რომლის შუაგულშიც ოდესღაც ცეცხლი ენთო. მიწურებისთვის ადგილობრივების უმეტესობას გვერდით ახალი სახლები მიუშენებია და წინაპრების დარბაზებს აღარ იყენებს.

ბალანთელები წუხან, რომ მესხური ოდა–დარბაზები, რომლებსაც მათი წინაპრები საკუთარი ხელით, სოფლის ტყიდან მოტანილი ხით აკეთებდნენ, ახლა ინგრევა და ისტორიულ მნიშვნელობასაც კარგავს.

ორსაუკუნოვანი მესხური დარბაზები ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

ორსაუკუნოვანი მესხური დარბაზები ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

ორსაუკუნოვანი მესხური დარბაზები ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

ორსაუკუნოვანი მესხური დარბაზები ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

მელიქიძეების ოდა სოფლის ცენტრში, მეცხრამეტე საუკუნის ოცდაათიან წლებში აუშენებიათ. ის აქაური მესხური ოდებიდან ერთ-ერთი უძველესია. რამდენიმე ათეული წელია, ოდაში აღარავინ ცხოვრობს. მოუვლელობის გამო ნაწილი ჩამოიშალა, ნაწილი კი ნგრევის პირასაა. დარბაზს, თავისი ისტორიული მნიშვნელობის გამო, 2011 წელს, ძეგლთა დაცვის სააგენტომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიც მიანიჭა, თუმცა მას შემდეგ დარბაზი არც არავის უნახავს და არც მის აღდგენა დაუწყია.

დარბაზს, რომელიც მთავარ საყრდენ ბოძებზე დგას, მერცხლის ბუდისებრი ჭერი აქვს. ბოძები მოჩუქურთმებული და ორნამენტებიანი ყოფილა, თუმცა სიძველისა და ჩამოშლის გამო, ორნამენტები თითქმის აღარ ჩანს. ბალანთელები გვიყვებიან, რომ დარბაზებში თითოეულ დეტალს თავისი დატვირთვა და მნიშვნელობა ჰქონდა.

ორსაუკუნოვანი მესხური დარბაზები ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

„ჯერ ის, რომ ძალიან ლამაზია მერცხლის ბუდის მსგავსი ჭერი და შუაში ბანი, საიდანაც სინათლე ჩამოდის. ეს ჭერი მთლიანად ბოძებზეა შემდგარი. მიწისძვრის ან ომიანობის დროს კედელი რომ დანგრეულიყო, ჭერი ხელუხლებელი დარჩებოდა და შესაძლებელი იქნებოდა აქ თავის შეფარება“, – გვიხსნის ადგილობრივი ირაკლი მაღრაძე.

ირაკლიც და მისი თანასოფლელებიც ფიქრობენ, რომ თუ მესხურ დარბაზებს ყურადღება მიექცევა და შესაბამისი ინფრასტრუქტურაც მოეწყობა, ბალანთა ტურისტებისთვის მიმზიდველი გახდება, სოფელიც გამოცოცხლდება.



მელიქიძეების ოდის გარდა, ბალანთაში კიდევ ოთხი დარბაზია, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. მათი ნაწილი თითქმის დანგრეული, ნაწილი კი დაკეტილი დაგვხვდა.

განადგურების პირას მყოფი დარბაზების გარდა, აქ ისეთ მიწურებსაც შევხვდებით, რომლებშიც ადგილობრივები ახლაც ცხოვრობენ. ზოგმა ძველი ოდა შეინარჩუნა, გაამაგრა და წინაპრების მსგავსად, ოდებში დასაძინებლად მოწყობილ ქვის საქვესაც იყენებს, სათავსოებსაც და ბუხარსაც, რომელშიც ტრადიციულად, მესხური პური ცხვებოდა.

ორსაუკუნოვანი მესხური დარბაზები ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

მარიამ მაღრაძემ დედამთილისა და მამამთილის დანატოვარ მესხურ ოდაში ოთხი შვილი გაზარდა. შვილები გაიზარდნენ და ბალანთაში აღარ ცხოვრობენ, ოდაში ახლა მარიამი და მისი მეუღლე დარჩნენ. დარბაზსაც ძველებურად უვლიან.

მათი მიწური დღემდე ძველი სახითაა შემორჩენილი - საქონლის სადგომი შესასვლელში; ოდა, რომელსაც საძინებლად იყენებენ; პატარა სათავსოები და ფურნის სახლი. დიასახლისი მეგზურობას გვიწევს და იქაურობას გვათვალიერებინებს. გვიხსნის, რომ მიწურის მთავარი ხიბლი ზამთარში სითბო და ზაფხულში სიგრილეა.



სოფელ ბალანთაში სულ 30–მდე ოჯახია. მათი ნაწილი დღემდე მეხურ დარბაზებში რჩება და ცდილობს მიწური საცხოვრებლად მოიწყოს. უნანიანებმა მესხური ოდა გაათანამედროვეს. ძირზე ხის იატაკი დააგეს, კედლებზე და ჭერზე კი შპალერი გააკრეს.



ბორჯომის მერიაში მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული მიწური სახლების შესახებ არც ინფორმაცია აქვთ და არც ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავენ.

„ჩვენ მსგავსი სახლები აღრიცხული არ გვაქვს და არ ვიცით, რომელიმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში თუ არის. ამ კუთხით ჩვენ ვერც რაიმე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ჩავატარებთ“, – გვითხრეს ბორჯომის მერიაში.

რომელ სოფლებში და რამდენი ოდა–დარბაზია ბორჯომში, ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. სამცხე–ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის დირექტორი, ციური ლაფაჩი გვიყვება, რომ ბოლოს ბორჯომის სოფლებში ექსპედიცია 1989 წელს ჰქონდათ. მაშინ მიწური სახლები, ჯავახეთის ზეგანზე, ბალანთაში, ჭიხარულასა და მოლითში შეხვდათ, თუმცა მათი რაოდენობა არ აღურიცხავთ, –„მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ახლა, შესაძლოა, მათი უმრავლესობა საერთოდ განადგურდა, რადგან მაშინვე ცუდ მდგომარეობაში იყო. მიწური სახლები მხოლოდ ჯავახეთის ტერიტორიაზე გვხვდება, აქეთ ბორჯომის სხვა სოფლებში არ არის“.

სხვა სოფლებში მესხური ოდები არც ძეგლთა დაცვის სააგენტოს აქვს რეგისტრირებული. სააგენტოში განმარტავენ, თუ რატომ მიენიჭა ძეგლის სტატუსი ბალანთაში მხოლოდ ოთხ დარბაზს, – „სხვა მიწურები რეგისტრირებულია, როგორც საცხოვრისებად და სხვანაირი ნაგებობის ოდა–დარბაზებია“.

ძეგლის სტატუსის მქონე მესხური დარბაზების რესტავრაციას, სააგენტო, სავარაუდოდ, მომავალ წელს დაიწყებს.

We

მასალა მომზადებულია "ინტერნიუსი-საქართველოს" და "ინტერნიუსთან" თანამშრომლობით, პროექტის "დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება ევროპასა და ევრაზიაში" ფარგლებში.

ორსაუკუნოვანი მესხური დარბაზები ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video] ორსაუკუნოვანი მესხური დარბაზები ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

[ლუბა გიორგაძე, ნანა ინასარიძე– ბორჯომი]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.06.2019 ახალციხეს 'კინობასი' ეწვევა

26.06.2019 მძლეოსნობაში საქართველოს პირველობა ახალციხის მესამე და მეხუთე სკოლების გუნდებმა მოიპოვეს

26.06.2019 ახალქალაქში აბრებზე შეცდომით დაწერილი დასახელებები ივლისიდან შეიცვლება

26.06.2019 რა პერსპექტივა აქვს მესხურ პროდუქციას ევროპულ ბაზარზე [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

პავლე ათუნაშვილი ვალეში მესხური ოდის რეაბილიტაციისთვის ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი საროში კიდევ ერთ დარბაზს მიენიჭა
სოფელი მესხური დარბაზებით  [Photo]
მესხური დარბაზების ორი სიცოცხლე [Photo/Video]
სოფელ ჭობარეთში ინგრევა ოდა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია [Photo]
მესხურ ყველ 'ტენილს' არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
საროში 4 წლის წინ დაანონსებული დარბაზების რეაბილიტაცია ამ დრომდე არ დაწყებულა